ტოიოტა ცენტრი ბათუმმა მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
ფოტო: თეგეტა
ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ განახლებულ შოურუმში წარუდგინა.
Camry უკვე თითქმის 40 წელია, Toyota-ს ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია. 21 მილიონზე მეტი გაყიდული ერთეული 100-ზე მეტ ქვეყანაში, D/E სეგმენტის ყველაზე პოპულარული სედანი, 2022-2023 წლების მსოფლიოში მე-5 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი - Camry არაერთი ტიტულის მფლობელია. თუმცა იაპონური ავტოგიგანტისთვის ეს საკმარისი არ არის და მომხმარებელს განახლებული, კიდევ უფრო გამორჩეული მოდელი შესთავაზა.
გოდერძი სურმანიძე, ტოიოტა ცენტრი ბათუმის დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელსა და პარტნიორებს მეცხრე თაობის Camry წარვუდგინეთ. ყველასათვის ცნობილია, რომ ტოიოტას აღნიშნული მოდელი გამოირჩევა გამძლეობითა და ხარისხით. რაც შეეხება უშუალოდ ახალი თაობის Camry-ს, საკმაოდ საინტერესო ცვლილებებით არის წარმოდგენილი. მაგალითად, ექსტერიერის ნაწილში გვხვდება Hammer Head ცხაურა, რომელიც გახდა ამ ბრენდის სტილის ხელწერა ახალი თაობის მოდელებში, რაც ავტომობილის ძლიერ ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს. ახალი მოდელის მთავარი პრიორიტეტი ასევე ციფრული ტექნოლოგიებია. რაც შეეხება ძრავას, ავტომობილი წარმოდგენილია ახალი, მე-5 თაობის, 2,5 ჰიბრიდული და 2,5 ბენზინის ძრავებით. ეს კი კიდევ უფრო ზრდის მართვის დინამიკას და ასევე უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აჩქარებას. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ეს ზრდა მიღწეულია საწვავის ეკონომიურობის გაუმჯობესების პარალელურად. დარწმუნებული ვარ, რომ მეცხრე თაობის CAMRY ისევე მოთხოვნადი იქნება, როგორც ამ მოდელის წინა ვერსიები და ის გაყიდვების ლიდერობას შეინარჩუნებს".
თანამედროვე შთაბეჭდილების შესაქმნელად, ახალი თაობის Camry აღჭურვილია განახლებული მაშუქებით და ზედა ცხაურა კიდევ უფრო თხელია. შეცვლილია ძრავის საფარის ფორმაც, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ჰაერის ნაკადი ზევით მიემართება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურის დონეს. გარდა ამისა, შეიცვალა კარის სახელურის სტრუქტურაც, რამაც ასევე დადებითად იმოქმედა ხმაურის დიაპაზონის ცვლილებაზე და უზრუნველყო მძღოლისა და მგზავრების უფრო კომფორტული გადაადგილება.
რაც შეეხება ავტომობილის უკანა ნაწილს, Hammer head განუმეორებელი სტილი ისევ მეორდება. უკანა მაშუქები გამოირჩევა კიდევ უფრო თანამედროვე ნათებით, რაც სრულ ბალანსშია ავტომობილის ექსტერიერთან.
ფოტო: თეგეტა
მნიშვნელოვანი ცვლილებებია ინტერიერშიც და მეცხრე თაობის CAMRY აქაც განსაკუთრებულია. ის კიდევ უფრო დახვეწილია და მორგებულია მძღოლისა და მგზავრების კომფორტზე. ამასთანავე, ახალი მოდელი სტანდარტულად აღჭურვილია Toyota Safety Sense-ის უახლესი თაობის უსაფრთხოების პაკეტით, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის დახმარების კომპლექსურ სისტემებს.
ახალი Toyota Camry აერთიანებს ელეგანტურობას, დინამიკურ იერს და გზაზე სრული კონტროლის შეგრძნებას. ამ მომხიბვლელი კონტურების მქონე ავტომობილს აქვს საკმაოდ მტკიცე ძარა, შედარებით დაბალი ხუფი უკეთესი ხილვადობისათვის და რამდენიმე სახის გამორჩეული შეფერილობა.
ფოტო: თეგეტა
მეცხრე თაობის Camry „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს განახლებულ შოურუმში წარუდგინა. შოურუმი ახალი კონცეფციის დანერგვას ითვალისწინებს, რაც სრულად მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას გულისხმობს. განახლდა ინტერიერიც, რომელიც ტოიოტას საერთაშორისო გაიდლაინით მოეწყო.
Toyota Camry-ის წარდგენის ღონისძების მხარდამჭერი იყო თიბისი დაზღვევა.
ტოიოტა ცენტრი ბათუმში მომხმარებლისთვის ახალი Toyota Camry უკვე ხელმისაწვდომია. დაინტერესებულ პირებს კი შეძენამდე შეუძლიათ, ავტომობილის შესაძლებლობები ტესტ-დრაივის საშუალებით გამოცადონ.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები