ნახეთ: 7 რამ, რაც ელვის პრესლის ქალიშვილის მემუარებიდან გავიგეთ
ფოტო: kissfm
ელვის პრესლის ქალიშვილის, ლიზა პრესლის, გარდაცვალებიდან ორ წელიწადში მისი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვიდა. წიგნის წერა მისმა ქალიშვილმა, რაილი კიუმ, დაასრულა.
წარმოგიდგენთ 7 ყველაზე შოკისმომგვრელ ამბავს ლიზა მარი პრესლის მემუარებიდან.
1. ლიზამ ელვისის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა
ფოტო: people
ლიზა იზრდებოდა გრეისლენდში, პრესლის ოჯახის ცნობილ, მემფისის, სასახლეში. ბავშვობაში ხედავდა, რომ ელვის პრესლი რეცეპტით გამოწერილ წამლებს სხვა დანიშნულებით იყენებდა და ამის ძალიან ეშინოდა. "მე დავწერე ლექსი სტრიქონით: "იმედი მაქვს, მამაჩემი არ მოკვდება"", წერს ის და იხსენებს, როგორ იპოვა ელვისი ერთხელ პირქვე სააბაზანოს იატაკზე. "ვიცოდი, რომ რაღაც ტრაგიკული მოხდებოდა." — წერს ლიზა. ელვისის გარდაცვალებისას ლიზა მარი 9 წლის იყო. მომღერალი მემუარებში წერს, რომ მამის გარდაცვალების დღეს მისი ცხოვრება დასრულდა და აღარასდროს ყოფილა ისეთი, როგორიც იქამდე.
2. ლიზაზე დედამისის მეგობარი მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა
ფოტო: tumblr
ლიზა მარი ამტკიცებს, რომ დედამისის, პრისცილა პრესლის, ყოფილი ბოიფრენდი, მსახიობი მაიკლ ედვარდსი, მასზე სექსუალურად ძალადობდა. "მაიკლი მეხებოდა, მცემდა და მეუბნებოდა, არ შეხედოო. მგონია, რომ ის ამ დროს მასტურბირებდა." — წერს როკენროლის პრინცის ქალიშვილი. "მთვრალი ვიყავი" ან "ის თვითონ მეფლირტავებოდა", როგორც წიგნში ვკითხულობთ, პრისცილასთან თავს ედვარდსი ესე იმართლებდა. მაშინ ლიზა სულ რაღაც 12 წლის იყო.
3. ლიზამ თავის მოკვლა სცადა
ფოტო: stereogum
ლიზა 14 წლის იყო, როცა მისმა 23 წლის ბოიფრენდმა გაყიდა სურათები, რომელიც ლიზაზე კომპრომატებს შეიცავდა. ფოტოების გავრცელებით და საყვარელი ადამიანის ღალატით განადგურებულმა ლიზამ 20 ტაბლეტი ვალიუმი დალია და სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება ცადა.
4. ლიზა და მაიკლ ჯექსონი პირველად ერთმანეთს ბავშვობაში შეხვდნენ
ფოტო: entrevue
ლიზა წერს, რომ ის და ყოფილი მეუღლე, მაიკლ ჯექსონი, პირველად ერთმანეთს ბავშვობაში შეხვდნენ, მაგრამ თავად ეს არ ახსოვს. ლიზა მაშინ 6 წლის იყო, ჯექსონი კი, 16-ის. მოგვიანებით, პოპის მეფემ ეს შეხვედრა ლიზას თავად გაახსენა და გამოუტყდა, რომ წლების შემდეგ პოპ-ვარსკვლავმა პრისცილა სადილზე იმ იმედით მიიწვია, რომ მასთან ერთად ლიზაც მივიდოდა.
5. ლიზასთან ურთიერთობამდე მაიკლ ჯექსონი ვაჟიშვილი იყო
ფოტო: ew
ლიზა წერს, რომ პოპის მეფე მას ვაჟიშვილობაში გამოუტყდა.
"მაიკლი ინტიმური ურთიერთობის გამო ნერვიულობდა, მაგრამ სადავეები მან აიღო ხელში. შევთავაზე, ქორწინებამდე მოგვეცადა, მაგრამ მან მიპასუხა, რომ მეტ მოცდას აღარ აპირებდა" — გაიხსენა ლიზამ მემუარებში.
6. ლიზა მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ ბრალდებებს არ ეთანხმებოდა
ფოტო: today
გარდაცვალებამდე მაიკლ ჯექსონი რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში იყო ბრალდებული(მან ბრალდება უარყო). ლიზა მარის აზრით ჯექსონი უდანაშაულო იყო, მასში არასდროს შეუმჩნევია საეჭვო რამ. "რაც შეეხება ბავშვების შეურაცხყოფას, მე არასოდეს შემიმჩნევია ასეთი რამ. რომ შემემჩნია, პირადად მე მოვკლავდი." — წერს ლიზა
7. ლიზა გარდაცვლილი შვილის ნეშტს სახლში ორი თვე ინახავდა
ფოტო: people
ლიზა პრესლის შვილმა, ბენჯამინ კიომ, 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პრესლის ქალიშვილი, რაილი კიო წერს, რომ ბენჯამინის გარდაცვალების შემდეგ, ორი თვის განმავლობაში მისი ცხედარი სახლში ჰყავდათ დასვენებული. "დედაჩემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შვილთან გამოსამშვიდობებელი დრო ჰქონოდა" — წერს რაილი.
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები