5 შინაური ცხოველი, რომლებიც ძველ რომში ჰყავდათ
ფოტო: The Collector
როდესაც ძველ რომში არსებულ ცხოველებზე ფიქრობ, პირველი სურათი, რაც თვალწინ წარმოგიდგება ალბათ გლადიატორების ორთაბრძოლა იქნება . თუმცა, საინტერესოა, ამ დიდი კულტურის მქონე ხალხს ჰყავდათ თუ არა შინაური ცხოველები? და თუ ჰყავდათ, მაშინ რომლები?
ამ სტატიებში გაგაცნობთ იმ შინაურ ცხოველებს, რომლებსაც ძველი რომის არსებულ ოჯახებში შეხვდებოდით.
1. ძაღლები
ფოტო: The Collector
ძველ რომში ძაღლებს რამდენიმე დანიშნულება ჰქონდათ, ერთ შემთხვევაში ისინი სანადირო ფუნქციას ასრულებდნენ, ასევე იყვნენ კარგი ჯაშუშები და დაჰყავდათ ყველგან, მათ შორის, ომებშიც. ის, რომ ძველ რომში ძაღლებს განსაკუთრებული როლი ჰქონდათ, პომპეის ეს ყველაზე ცნობილი მოზაიკაც მოწმობს, ისინი, რა თქმა უნდა, ხშირად იყვნენ ადამიანის საუკეთესო მეგობრის როლშიც.
2. კატები
ფოტო: The Collector
რომში კატებს, ძირითადად, თაგვებისა და მავნებლების მოსაგერიებლად იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ქალაქებისა და ვილების გარდა, კატების ნაშთები სამხედრო ციხესიმაგრეებშიც იქნა აღმოჩენილი. კატები ჯარისკაცებისთვის მნიშვნელოვანი კომპანიონები იყვნენ, რადგან ისინი მათ საკვების შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ. დონალდ ენგელსის თქმით, ლათინური სიტყვა cattus კატის მნიშვნელობით პირველად სწორედ სამხედრო კონტექსტში გამოიყენეს.
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებისგან განსხვავებით, კატების ეპიტაფიებს არ ვხვდებით, მათი ნახვა შესაძლოა საფლავის სტელაზე, სადაც წარმოდგენილები არიან როგორც ბავშვების თანამგზავრები და მეგობრები.
3. ჩიტები
ფოტო: The Collecto
რომაელი პოეტის, კატულუსის საყოველთაოდ ცნობილ ლექსებს თუ წავიკითხავთ, რომელიც თავის შეყვარებულსა და ბეღურაზეა, შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შეგვექმნას იმაზე, რომ ძველ რომში ფრინველები ძვირფას შინაურ ცხოველებად ითვლებოდნენ და ყველა ოჯახში ვხვდებოდით. ჩიტები მართლაც შინაურ ცხოველებად ითვლებოდნენ და საკმაოდ პოპულარულიც იყო, თუმცა უფრო მეტად მათ გარკვეული სიმბოლური დანიშნულება ჰქონდათ. ისეთი ფრინველები, როგორიცაა მშვენიერი მომღერალი ბულბული საკმაოდ ძვირი ღირდა და შესაძლოა მონის ფასისთვისაც კი მიეღწია.
როგორც ჩანს, ფრინველის გალიაც, როგორც არტეფაქტი, სწორედ რომაელების სახელს უკავშირდება. პლინიუსის თქმით, პირველი ადამიანი, ვინც გალია გამოიგონა, ასევე რომაელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი ფიზიკური მტკიცებულება არ შემორჩენილა, წერილობით წყაროებში მოხსენიებულია ვერცხლის, ოქროს, სპილოს ძვლისა და კუს ბაქნისგან დამზადებული გალიები.
4. მაიმუნები
ფოტო: The Collector
არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ძველი რომის ტერიტორიაზე, ხმელთაშუა ზღვასთან აღმოჩენილია მაიმუნების ჩონჩხები. როგორც ჩანს, რომაელებში მაიმუნები პოპულარული შინაური ცხოველები იყვნენ. განსაკუთრებით უყვარდათ ე.წ მაკაკები, თუმცა სხვა სახეობების ჩონჩხებიც ადასტურებენ აღნიშნულს. აღმოჩენილი არტეფაქტებით დასტურდება, რომ მაიმუნები სოციალური მდგომარეობის მაჩვენებელი სულაც არ იყვნენ, როგორც ეს ჩიტების შემთხვევაში ხდებოდა.
5. თევზები
ფოტო: The Collector
თუ სიტყვა "შინაური ცხოველის" მნიშვნელობას გავაფართოებთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ რომაელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ თევზების მიმართ. მხოლოდ პომპეიში 70-ზე მეტი წყლის აუზი იპოვეს, სადაც როგორც ჩანს, თევზები ჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფრინველებივით გარკვეულ სტატუს სიმბოლოს არ წარმოადგენდნენ, არსებობს არაერთი გადმოცემა, რომელიც გვიამბობს თუ როგორ წუხდნენ რომაელები, როდესაც მათი თევზი კვდებოდა. ხშირად ისინი თევზის გამოსახულებით ქმნიდნენ საყურეებსა და ყელსაბამებსაც კი, რომლებსაც დიდგვაროვანი ადამიანებიც ატარებდნენ.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
კომენტარები