iTrade.ge — ყველა ბიზნესი ერთ სივრცეში — გაიცანით თიბისი სტარტაპერის მიერ მხარდაჭერილი იდეა
ფოტო: თიბისი
"საკმარისია ხედავდე იდეას" — ეს გზავნილი თიბისიმ იმ ადამიანებს გაუგზავნა, ვისაც აქვთ ინოვაციური იდეები ახალი ბიზნესის შესაქმნელად და ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებენ.
პლატფორმა iTrade.ge -ს დამფუძნებელი გუჯა პარუნაშვილი თავიდან სკეპტიკურად განეწყო ბანკის ამ შეთავაზების მიმართ, თუმცა მაინც სცადა და განაცხადი შეავსო. ჯერ მხოლოდ იდეა ჰქონდა პლატფორმის, რომელიც დღეს, 7 თვის თავზე, ხელშესახები პროდუქტია და შესაძლებლობას იძლევა ერთ სივრცეში გააერთიანოს ქართულ ბაზარზე მოქმედი ყველა ბიზნესი. პლატფორმა კომპანიებს ყიდვა-გაყიდვის წარმოების, ტენდერების გამოცხადების,საკუთარი პროფილის პრეზენტაციის და ერთმანეთთან ონლაინ კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.
"განაცხადის შევსებიდან 3 დღეში თიბისი ბანკიდან დამირეკეს და სტარტაპ იდეის შესახებ გამომკითხეს. მთხოვეს მიმეწოდებინა სამომავლო ფინანსური გათვლები, ხარჯთაღრიცხვა და სხვა დეტალები. სკეპტიკური განწყობა არც ამჯერად შემცვლია, თუმცა აქაც ვცადე, გულმოდგინედ შევაგროვე ინფორმაცია და გადავუგზავნე. 5 დღის შემდეგ ბანკის იგივე თანამშრომელმა დამირეკა. მითხრა, რომ პროექტი მოეწონათ და მზად არიან დააფინანსონ. ამით მათ სული შთაბერეს ამ იდეას. აღსაღნიშნავია, ის საშეღავათო პერიოდი, რომელიც პირველი 9 თვის განმავლობაში ფინანსური ტვირთისგან მათავისუფლებდა, ასევე აწარმოე საქართველოს (enterprisegeorgia.gov.ge) უნიკალური პროექტი, რომელიც სესხის პროცენტის სუბსიდირებას ახდენს და ზემოთხსენებულ დაფინანსების გარანტორად წარმოგვიდგება", — ამბობს გუჯა პარუნაშვილი, iTrade.ge -ის დამფუძნებელი.
პლატფორმა 12 აგვისტოდან ამოქმედდა, მართალია სრული დატვირთვით ჯერ ვერა, მაგრამ წინ უამრავი გეგმაა და საიტის დეველოპერები ახალი ფუნქციონალების განვითარებაზე ყოველდღიურად მუშაობენ.
iTrade.ge არის ქართული ელექტრონული B2B პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ბიზნეს სუბიექტებს შორის ყიდვა-გაყიდვის და კომუნიკაციის პროცესის გასაუმჯობესებლად. პლატფორმა ქართულ ბაზარზე მოქმედ ყველა ბიზნესს ერთ სივრცეში აერთიანებს, მისით სარგებლობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის (www.rs.ge) მიერ ვერიფიცირებულ, რეალურ მომხმარებლებს შეუძლიათ. პლატფორმაზე ჩაშენებული ონლაინ ჩატის - კომუნიკატორის მეშვეობით კი შესაძლებელია მოლაპარაკება აწარმოო ნებისმიერ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთან.
"პლატფორმა რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებელს. ეს არის მხოლოდ ბიზნესისთვის შექმნილი სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ ნახონ მომწოდებლები, რეალიზატორები, ახალი ბიზნეს პარტნიორები, მოიძიონ ინფორმაცია ამა თუ იმ კომპანიის შესახებ და კომუნიკატორის საშუალებით დაუკავშირდნენ მათ წარმომადგენლებს. ყველა რეგისტრირებული კომპანია არის რეალური, ვერიფიცირებული და მათ საშუალება აქვთ შექმნან საკუთარი პროფაილის საპრეზენტაციო გვერდი.
ჩვენი მიზანია, ციფრულ ეპოქაში შევქმნათ ჯანსაღი ბიზნეს გარემო, სადაც ყოველდღიურად, ყველა ზომის სუბიექტს შეუძლია აწარმოოს მცირე თუ მაღალ ბიუჯეტიანი შესყიდვები, გაყიდვები და იპოვოს ახალი ბიზნეს პარტნიორები.
შედეგად, გამარტივებული ბიზნეს პროცესების, შემცირებული საოპერაციო ხარჯების, ახალი ბიზნეს პარტნიორების და დაზოგილი დროის ხარჯზე ეფექტურად მართავთ თქვენს ბიზნესს", — გუჯა პარუნაშვილი, iTrade.ge -ის დამფუძნებელი.
ვინ არის iTrade.ge -ის მომხმარებელი?
iTrade.ge -ის მომხმარებელი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებადი ყველა ბიზნეს სუბიექტია. ისინი, ვისაც ესაჭიროება B2B შესყიდვები ან გაყიდვები, კომუნიკაცია სხვა ბიზნეს სუბიეტებთან, პოტენციური მომწოდებლების თუ რეალიზატორების პოვნა, ბიზნეს კატალოგზე წვდომა, სადაც წარმოდგენილია კომპანიები საქმიანობის სფეროს, ადგილმდებარეობის, თანამშრომელთა რაოდენობის, ბრუნვის მოცულობის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით.
iTrade.ge -ის მიზანია, რომ რეგისტრირებულ კომპანიებს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის და პარტნიორების პოვნის, არამედ იმპორტ-ექსპორტის წარმოების და უცხოურ მომწოდებლებთან დაკავშირების საშუალება ჰქონდეთ. გუჯა პარუნაშვილი ამბობს, რომ ამ მიზნის შესასრულებლად ბიზნესისთვის გლობალურ სივრცეს შექმნიან, შესაბამისად, ახლო მომავალში იგეგმება პლატფორმის სხვა ქვეყნებში , კერძოდ ჩინურ, თურქულ და ევროპის ბაზარზე გატანა.
ამჟამად iTrade.ge-ის გუნდი 10 ადამიანს აერთიანებს, რომელიც დეველოპერების, დიზაინერების და გაყიდვების მენეჯერებისგან შედგება.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები