თეგეტა ქალებისთვის — მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო
ფოტო: თეგეტა
თეგეტა აკადემიაში, პროექტის თეგეტა ქალებისთვის ფარგლებში, მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო. პროექტი შესაძლებლობას აძლევს სფეროთი დაინტერესებულ ქალებს, უსასყიდლოდ გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება და დაეუფლონ ახალ პროფესიას. 117-მდე კანდიდატიდან გასაუბრების საფუძველზე შერჩეულმა 8 სტუდენტმა აკადემიაში სწავლა 19 აგვისტოს დაიწყო. მათ სწავლის დაწყება „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ქავთარაძემ და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
პროექტის მონაწილეები ავტომობილის ზოგადი აგებულების თეორიული კურსის გავლის შემდეგ გამოცდილი მენტორების დახმარებით მათთვის საინტერესო მიმართულების პრაქტიკულ ნაწილს დაეუფლებიან. მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა თეგეტა აკადემიაში კონკრეტულად ქალებისთვის განკუთვნილი პირველი კურსია. სწავლებისა და სტაჟირების ეტაპი 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდება, შესაბამისი მიმართულების მიხედვით. თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული მიმართულებები მოიცავს როგორც სავალი ნაწილის შეკეთებას, ისე ელექტროდიაგნოსტირებასა და სწრაფი სერვისების ნაწილს.
ფოტო: თეგეტა
ოთარ სიხარულიძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი: "მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა თეგეტა აკადემიაში დიდი ხანია გვაქვს და ახლა შევეცადეთ, უფრო სტრუქტურული სახე მიგვეცა და ქალებს დავხმარებოდით პროფესიის შეძენაში. შევიმუშავეთ მოდელი, რომლის ფარგლებშიც აპლიკანტები 1 თვის განმავლობაში თეგეტა აკადემიაში ინტენსიურ თეორიულ ტრენინგს გაივლიან და შეისწავლიან მსუბუქი ავტომობილის საბაზისო აგებულებას ყველა მიმართულებით. ამის შემდეგ აკადემია უზრუნველყოფს თეგეტა მოტორსის სერვისცენტრში პრაქტიკის გავლას, სადაც პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, არჩეული მიმართულების მიხედვით პრაქტიკული ცოდნა შეიძინონ გამოცდილ მენტორებთან. მიმართულების არჩევა დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, მონაწილეების სურვილზე და, მეორე მხრივ, ტრენინგების მიმდინარეობისას მათ მიერ გამოვლენილ შესაძლებლობებზე. აპლიკანტები ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობის განმავლობაში, შესაბამისი უნარების გამოვლენის შემთხვევაში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ თეგეტაში."
ვერიკო სიტნიკოვი, თეგეტა ჰოლდინგის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა თეგეტა ჰოლდინში უკვე წლებია მოქმედებს. ეს არის უნიკალური შანსი პროფესიის შეძენისა და ავტოინდუსტრიაში დასაქმების მსურველებისთვის. ამჯერად განსაკუთრებული შესაძლებლობა შევუქმენით ქალებს და მათთვის პროგრამა თეგეტა ქალებისთვის დავგეგმეთ. გვიხარია, რომ პროექტით დაინტერესება უპრეცენდენტოდ მაღალი იყო. 117 განაცხადიდან, გასაუბრების საფუძველზე შევარჩიეთ 8 კანდიდატი. ერთთვიანი თეორიული სწავლის შემდეგ, მოსწავლე მექნიკოს ქალებს, მათივე ინტერესებისა და თეგეტა აკადემიის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი მიმართულებით გაიარონ პრაქტიკული სწავლება. პრაქტიკას თეგეტა მოტორსის სერვისის მიმართულება და გამოცდილი, პროფესიონალი, პრაქტიკოსი მენტორები უზრუნველყოფენ. სასწავლო და პრაქტიკული კურსი, ისევე როგორც სტიპენდია, სრულად დაფინანსებულია თეგეტა მოტორსის მიერ. გვჯერა, რომ აღნიშნული პროგრამა ავტოინდუსტრიით დაინტერესებულ ქალებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეუქმნის".
ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანიაში, რომელიც მრავალი წელია ზრუნავს ავტოინდუსტრიის განვითარებაზე, სჯერათ, რომ პროფესიული არჩევანი არ შეიძლება გენდერული ნიშნით იყოს განსაზღვრული.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "თეგეტაში გვჯერა, რომ პროფესიულ ინტერესს არ განსაზღვრავს გენდერი. სწორედ ამის დასტურია თეგეტა ჰოლდინგის ახალი პროგრამაც თეგეტა ქალებისთვის, რომლის მიზანი პროფესიული ცოდნის გაზიარების მხრივ ქალთა მხარდაჭერაა და დასაქმების სრულიად ახალ შესაძლებლობას ქმნის. აპლიკანტებს არანაირი საბაზისო ცოდნა არ მოეთხოვებოდათ, გადამწყვეტი მათი მოტივაცია და ახალი პროფესიის შეძენის სურვილი იყო. ჩვენი მიზანია გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევა, განსაკუთრებით თეგეტას საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც მუდამ ვზრუნავთ სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე. ვფიქრობ, რომ ეს კურსი ქალებს დაეხმარებათ იპოვონ მათთვის საინტერესო მიმართულება და პროფესიულად განვითარდნენ."
პროექტის მონაწილე ქალების სწავლასა და კარიერულ განვითარებაზე თეგეტა აკადემიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მენტორები იზრუნებენ. სტუდენტებს თეგეტა აკადემიაში პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და კარიერის შექმნის ეტაპზე, სრული მხარდაჭერა ელით.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები