7 ცნობილი მწერალი, რომელსაც მოჩვენებების არსებობის სჯეროდა
ფოტო: Bryce Lankard / Getty Images
მსოფლიოში უამრავ ადამიანს სჯერა მოჩვენებების არსებობის და კვლევებს თუ შევხედავთ, ეს რიცხვი მზარდია; მაგალითად, Gallup-ის 2005 წლის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32 პროცენტს მიაჩნდა, რომ "გარდაცვლილ ადამიანთა სულებს კონკრეტულ ადგილებსა და სიტუაციებში დაბრუნება შეუძლიათ". 1990 წელს ამის გამოკითხულთა მხოლოდ 25 პროცენტს სჯეროდა.
გასაკვირი არ არის, რომ მოჩვენებების არსებობის არაერთ მწერალსაც სწამდა — თანაც, არა მხოლოდ საშინელებათა ჟანრის ავტორებს. ქვემოთ მოგიყვებით რამდენიმე ცნობილ მთხრობელზე, რომელთა აზრითაც, მოჩვენებები მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი არაა.
1. ვიქტორ ჰიუგო
ფოტო: Heritage Images / Getty Images
1851 წლის მიწურულს, ნაპოლეონ III-მ თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა და ცნობილი მწერალი, ვიქტორ ჰიუგო, ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო სამშობლოდან გააძევეს. ჰიუგო გაერთიანებულ სამეფოში, ნორმანდიის კუნძულებზე, დასახლდა და სწორედ იქ დაწერა რომანი საბრალონი.
კუნძულზე ცხოვრებისას, ჰიუგომ სპირიტული სეანსების, ეგრეთ წოდებული მაგიდის ტრიალის რიტუალების ჩატარება დაიწყო. მწერალს მიაჩნდა, რომ ესაუბრა უილიამ შექსპირის, ჟანა დ'არკის, გალილეო გალილეის და კიდევ ბევრი სხვა გამოჩენილი გარდაცვლილი ადამიანის სულებს.
აღსანიშნავია, რომ ვიეტნამურ რელიგიაში, კაოდაიზმში, ვიქტორ ჰიუგო წინასწარმეტყველადაა მიჩნეული. რელიგიის მიმდევრები თვლიან, რომ ფრანგი მწერალი გარდაცვალების შემდეგაც ეკონტაქტებოდა ცოცხალთა სამყაროს სეანსების მეშვეობით.
2. ჰარიეტ ბიჩერ სტოუ
ფოტო: Hulton Deutsch / GettyImages
ბიძია ტომის ქოხის ავტორი ჰარიეტ ბიჩერ სტოუ და ინგლისელი მწერალი ჯორჯ ელიოტი კალმის მეგობრები გახლდნენ. 1872 წელს ელიოტისთვის გაგზავნილ წერილში ამერიკელი ავტორი აღნიშნავდა, რომ სპირიტული რიტუალებისთვის განკუთვნილი სამკუთხა ფირფიტის გამოყენებით, 17 წლის წინათ გარდაცვლილ შარლოტ ბრონტეს სულს ეკონტაქტა.
ჰარიეტის რწმენით, ბრონტე წუხდა, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ მის რომანს, შირლის, ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. ელიოტისთვის გაგზავნილ წერილში სტოუ ეჭვსაც გამოთქვამს, რომ, შესაძლოა, მას სხვა სული ეკონტაქტა შარლოტის სახელით, მაგრამ ამერიკელი დარწმუნებული იყო, რომ "უხილავ მოჩვენებებთან" დაამყარა კომუნიკაცია.
თუმცა, საპასუხო წერილში ელიოტი სკეპტიკურად გახლდათ განწყობილი და აღნიშნავდა, რომ ეს ამბავი "გასაოცარი", მაგრამ მისთვის დაუჯერებელი იყო.
3. ენ რაისი
ფოტო: Getty Images
ჰიუგოსა და სტოუსგან განსხვავებით, სულ არაა გასაკვირი, რომ გოთიკის დედოფლად მიჩნეულ ენ რაისს ზებუნებრივი ქმნილებების არსებობის სწამდა. რაისს უკვე კლასიკად ქცეული ვამპირის ქრონიკების ავტორად იცნობენ, თუმცა, მწერალს არა სისხლისმსმელი მონსტრების, არამედ მოჩვენებებისა სჯეროდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მის სახლში, ახალ ორლეანში მდებარე მე-19 საუკუნის შენობაში, მოჩვენებები ცხოვრობდნენ.
"ამ სახლზე ლეგენდები დადის, მასში მოჩვენებები ცხოვრობენ", — აღნიშნავდა რაისი, — "მე მათ ვერ ვხედავ, მაგრამ სხვებს უნახავთ".
სხვები კი ირწმუნებოდნენ, რომ სახლში, მაგალითად, მისი ყოფილი მფლობელის, პამელა სტარ კლეპის, სული ჩნდებოდა.
4. თომას ჰარდი
ფოტო: Downey / Getty Images
ინგლისელ კლასიკოსს მთელი ცხოვრება სურდა, რომ მოჩვენება საკუთარი თვალით ენახა. 1901 წლის ინტერვიუში იგი აღნიშნავდა, რომ "ცხოვრების 10 წელს დათმობდა", ოღონდ მოჩვენებისთვის მოეკრა თვალი. ეს სურვილი, მწერლის ცოლის ცნობით, ასრულდა: "შობის წინა დღეს, სტინსფორდის სასაფლაოზე მან მოჩვენება დაინახა", — ამბობდა თავადაც მწერალი, ფლორენს დაგდეილი, 1919 წლის წერილში.
ფლორენსის თქმით, მისი ქმარი პაპის საფლავზე იყო, როცა მე-18 საუკუნის სამოსში გამოწყობილი უცნობი კაცი გამოელაპარაკა, შემდეგ კი, ეკლესიისკენ წავიდა.
1927 წელს ფლორენსი იხსენებდა კიდევ ერთ შემთხვევას, როცა ჰარდიმ, მისივე რწმენით, მოჩვენება ნახა; დაგდეილის წერილის მიხედვით, მეგობრებთან ერთად ჩაის სვამდნენ, როცა ჰარდიმ ცოლის გვერდით ვიღაც შენიშნა და ფლორენსს ჰკითხა, ვინ იყო იგი. "სამივე მეგობრის სახელი ვუთხარი, ვინც იქ იყო, მაგრამ ამბობდა, მათგან არცერთიაო. ფიქრობდა, რომ ჩვენთან ერთად კიდევ ვიღაც სხვა იყო".
5. ნათანიელ ჰოთორნი
ფოტო: Sepia Times / Universal Images / Getty Images
ამერიკელი რომანისტი და ალისფერი დამღის ავტორი ქალაქ ბოსტონის ბიბლიოთეკაში ყოველდღე ხვდებოდა ექიმ ჰარისს, რომელიც გაზეთს კითხულობდა ხოლმე. ერთ საღამოს მწერალს უთხრეს, რომ ექიმი ჰარისი გარდაცვლილა, მაგრამ ჰოთორნი დარწმუნებული იყო, რომ იმ დღეს მას თვალი მოჰკრა. ავტორი მოგვიანებით წერდა, ჩავთვლიდი, რომ რაღაც შემეშალაო, მაგრამ... მომდევნო დღეს, როცა ბიბლიოთეკაში მივიდა, ჰოთორნის თქმით, ისევ დაინახა გარდაცვლილი ექიმის რუხი, სუსტი ფიგურა, რომელიც იჯდა და ჩვეულებისამებრ კითხულობდა გაზეთს. "მისი სიკვდილის შესახებ ცნობა იმ დილას, იმავე გაზეთში უნდა ყოფილიყო დაბეჭდილი", — წერდა ჰოთორნი.
რომანისტის თქმით, ამ მოჩვენებას კიდევ თვეების განმავლობაში ხედავდა, მაგრამ ყურადღებას აღარ აქცევდა და არც საქმის გამოძიებით დაინტერესებულა. ჩემი მაშინდელი სიმშვიდე და გულგრილობა ახლა თავადვე მაკვირვებსო, იხსენებდა ჰოთორნი მოგვიანებით.
6. რიჩარდ მეთისონი
ფოტო: Xavier Rossi / Gamma-Rapho / Getty Images
მე ვარ ლეგენდის ავტორს, რიჩარდ მეთისონს, მხოლოდ მოჩვენებების არსებობის კი არ სჯეროდა, პარაფსიქოლოგიითაც იყო გატაცებული. პარაფსიქოლოგიის, მეტაფიზიკისა და ზებუნებრივის ინტერესი მოზარდობიდან მომყვებაო, აღნიშნავდა მეთისონი 1999 წლის ინტერვიუში.
აი, 2002 წლის ინტერვიუში კი მწერალი ამბობდა, რომ ტელეპათიასა და მოჩვენებებზე ცალკეული დეტალები აღარ აღელვებდა და მისთვის საინტერესო უკვე საქმის "ძირითადი არსი" იყო. ეს არსი, მეთისონის თქმით, "რეინკარნაციის უტყუარობაა". ამ თემებზე თავისი შეხედულებები რიჩარდ მეთისონმა ჯერ 1978 წლის რომანში საით მივყავართ ოცნებებს ასახა (წიგნის მიხედვით 1990-იანებში ცნობილი ფილმიც გადაიღეს, რობინ უილიამსით მთავარ როლში). მოგვიანებით, ამავე თემაზე მწერალმა გამოაქვეყნა არამხატვრული წიგნი გზა.
7. მერი შელი
ფოტო: Alamy
1824 წელს, ფრანკენშტაინის ავტორმა მერი შელიმ ჟურნალ The London Magazine-ში გამოაქვეყნა ესე, სახელწოდებით მოჩვენებებზე. ტექსტში შელი აღნიშნავდა, რომ მოჩვენება თავად არასდროს უნახავს, გარდა იმ ერთი შემთხვევისა, როცა კოშმარიდან აცახცახებულს გამოეღვიძა. თუმცა, სულების არსებობაში შელი ორი ადამიანის ნაამბობს დაურწმუნებია.
ერთი მისივე მეგობარი თომას ჯეფერსონ ჰოგი იყო, რომელიც, შელის თქმით, განსაკუთრებული ინტელექტის პატრონი გახლდათ. ჰოგის მონაყოლის მიხედვით, მას გარდაცვლილი საყვარელი ადამიანის სული ყოველ ღამით სტუმრობდა და სიმშვიდეს ჰგვრიდა.
მეორე ადამიანი, რომლის მონაყოლსაც ინგლისელი მწერალი ეყრდნობოდა, ჯარისკაცი ანჯელო მენგალდო იყო, რომელიც "სულაც არ გახლდათ ცრუმორწმუნე". მანგელდოს თქმით, ერთსა და იმავე ადგილას ნახულობდა სულს თავისი მეგობრისა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები