საქართველოს ბანკის სტიპენდია ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 120 000-ზე მეტი ბენეფიციარი, 40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი, 16 პარტნიორი უნივერსიტეტი და 160-ზე მეტი სტიპენდიატი, 9 რეგიონში გახსნილი 21 იდეათეკა... ეს რიცხვები საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი ინიციატივების შედეგების მხოლოდ ნაწილს ასახავს. ბანკის გუნდი არ ჩერდება.
განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იოსებ ოცხელის სკოლაში სასტიპენდიო პროგრამა შეიქმნა.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სწავლების მესამე საფეხურზე მყოფ, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს სამი წლის განმავლობაში გადასცემს სტიპენდიას, რაც მათთვის უკეთ სწავლის დამატებითი მოტივაცია და ჯილდო იქნება.
დღეს ოცხელის სახელობის სკოლაში 2000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. 2015 წლიდან დღემდე ამ სასწავლო დაწესებულებას მურად ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც 2023 წელს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
კერძო სექტორის ინვესტიციები და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რომ შევქმნათ მოსწავლეებისთვის თანაბარი და ძლიერი საგანმანათლებლო გარემო, გვიხარია, რომ საქართველოს ბანკი გახდა ჩვენი პარტნიორი და გვჯერა, რომ ერთად კიდევ დიდხანს ვიზრუნებთ ჩვენი მოსწავლეების წარმატებაზე, — აღნიშნავს იოსებ ოცხელის სახელობის სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი.
ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის შესახებ
ქუთაისში იოსებ ოცხელის სახელობის სკოლის ისტორია 1880 წელს იწყება, როდესაც, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამსახურებით პირველი ქართული სკოლა გაიხსნა. სკოლა მოგვიანებით გიმნაზიად გადაკეთდა. ამ დღიდან კი ის იქცა ეროვნული ღირებულებების, კულტურის განვითარებისა და შენარჩუნების მთავარ კერად მაშინ, როდესაც ქართულ კულტურას, ენასა და იდენტობას იმპერიალისტური პოლიტიკა ებრძოდა.
გიმნაზიაში სწავლობდნენ ისეთი მწერლები და მეცნიერები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ენის, ლიტერატურისა და მეცნიერების განვითარებაში. მათ შორის იყვნენ კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, ვიქტორ ნოზაძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლას გიმნაზიის სახელი იოსებ ოცხელის დირექტორობის დროს მიენიჭა განსაკუთრებული დამსახურების გამო. დღეს N2 საჯარო სკოლა სწორედ მის სახელს ატარებს.
იმისათვის, რომ სკოლამ საკუთარი მნიშვნელობა და ღირებულება თანამედროვეობაშიც შეინარჩუნოს, აუცილებელია მუდმივი განვითარება და ახალი თაობის მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინება.
ადამიანის ტვინი და ხელები ერთად უნდა მუშაობდნენ. ის, რაც თეორიულად გადაეცემა მოწაფეს, მისი პრაქტიკული გამოყენებაც უნდა იცოდეს და შეძლოს - წინააღმდეგ შემთხვევაში სქოლასტიკა და მოსაბეზრებელი ტვინის დამბლა გამოგვივა — წერდა იოსებ ოცხელი.
ეს იდეა, რომელიც ას წელზე მეტს ითვლის, დღესაც აქტუალური და პედაგოგებისთვის სწავლების მთავარი სახელმძღვანელოა. სწორედ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზის დამსახურებაა ოცხელის სახელობის სკოლის მოსწავლეების არაერთი წარმატება.
საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და აქტიურად განაგრძობს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები