გვარამია: ქუმსიშვილმა, რუსთავი 2-ის საგადასახადო ინფორმაციის გასაჯაროებით, კანონი დაარღვია
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა არხის საგადასახადო ინფორმაციის გასაჯაროებით, კანონი დაარღვია. ამის შესახებ გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განცხადა.
გვარამია საერთაშორისო სასმართლო ინსტიტუტებში ჩივილსა და სახელმწიფოს მიერ რუსთავი 2-სთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას აპირებს.
"ეს არის კონკურენტების სასარგებლოდ თამაში. ტელეკომპანია იმედი რამდენიმე დღეა ცდილობს ამ საკითხზე სიუჟეტის გაკეთებას. ბუნებრივია, ჩვენ ამ ინფორმაციის გამხელისგან თავი შევიკავეთ", - განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ ქუმსიშვილმა იმედის ეთერში რუსთავი 2-ის ფინანსებზე შემთხვევით არ ისაუბრა.
მინისტრი აღნიშნავდა, რომ როდესაც ერთი კომპანია გადასახადებს არ იხდის ის არაკონკურენტულ გარემოშია სხვასთან შედარებით და "მეტი ფული რჩება".
"აქვს შესაძლებლობა უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის", - აღნიშნა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ მისი საუბარი კონკრეტულად რუსთავი 2-ს არ ეხებოდა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფინანსთა მინისტრმა და რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა არხის ფინანსურ დავალიანებაზე ისაუბრეს. მიმდინარე წლის მარტში ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 თვიდან თვემდე იგროვებდა საბიუჯეტო დავალიანებას. მისივე თქმით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანიის მიმართ არ გაეტარებინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები.
"ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ ერევა ხელისუფლება აღნიშნულ პროცესში და რამდენად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს", - აღნიშნავდა ქუმისშვილმა.
მაშინ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ადასტურებდა, რომ არხს საბიუჯეტო დავალიანება აქვს, რის შესახებაც საგადასახადო ორგანოები ინფორმირებულები არიან და თანხა განწილადებულია. გვარამია ამბობდა, რომ ტელეკომპანიას დავალიანება ყადაღის გამო დაუგროვდა.
განახლება: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ემუხლის 1¹ ნაწილის კ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია:
"ამდენად, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა."
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები