ცისფერი მთები დღეს — 5 პრობლემა, რომელსაც ფურცლომანია ქმნის
ფოტო: Signify
ელდარ შენგელაიას ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი ნამდვილი ქართული კინოკლასიკაა, რომელშიც გაუთავებელ ფურცლომანიას ვხედავთ: იქით სოსოს მოთხრობის ხელნაწერები, აქეთ — ქალბატონი თამარის უწყისები... ეს ფილმი კი 40 წელზე მეტი ხნის წინ გამოვიდა, მაგრამ ხსენებულ ფურცლომანიას დღესაც შეხვდები უამრავ კომპანიაში. ეს კი, ზუსტად ისეთივე ქაოსს იწვევს, როგორც ბზარი კედელში ან ბატონი ვასოს თავზემოთ დაკიდებული გრენლანდია.
სწორედ ასეთი პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა ქართული ტექ. სტარტაპი Signify — ციფრული დაკონტრაქტების პლატფორმა, რომლითაც უკვე 500-ზე მეტი კომპანია სარგებლობს. Signify კომპანიებს საშუალებას აძლევს გაამარტივონ და გააციფრულონ დოკუმენტბრუნვა სხვადასხვა დეპარტამენტებში, იქნება ეს შესყიდვები, გაყიდვები, HR, ფრონტ ოფისი, თუ სხვა. სამართლებრივი ძალის მქონე ციფრული დოკუმენტები უსაფრთხოების ყველა სტანდარტითაცაა დაცული.
უფრო ზუსტად და მარტივად რომ აგიხსნათ, მოგიყვებით, რომელ პრობლემებს გადაჭრიდა Signify ცისფერ მთებში:
1. "მურმანიძე ხელს არ აწერს"
ფოტო: ქართული ფილმი
ალბათ ყველა სამსახურში არის ერთი თანამშრომელი მაინც, რომელსაც ყველგან უნდა აედევნო, რომ სადმე მაინც იპოვო და ხელი მოაწერინო. აი, ამ პრობლემას სულ ადვილად გადაჭრიდა Signify — ატვირთავ დოკუმენტს, მიუთითებ ადრესატებს, რომლებიც SMS-ით ან მეილით მიიღებენ მას, განსაზღვრავ ხელმოწერის რიგითობას და საქმეც მოგვარებულია. ადრესატი კი — მურმანიძე — ხელმოწერას რეგისტრაციის გარეშე, სულ რაღაც 3 კლიკით შეძლებს.
2. "გივი, ჩვენ ვართ, გივი!"
ფოტო: ქართული ფილმი
მურმანიძის შემთხვევაში ის მაინც იცი — სად ეძებო. აი, გივი კი, მისმა მეგობრებმაც არ იციან, სადაა — მივლინებაში? ალბათ თვის ბოლოს ჩამოვა... დაბრძანდით, დაელოდეთ.
არადა, სულ არაა საჭირო ლოდინი: როცა დოკუმენტს თანამშრომლებს, მათ შორის, გივის, გაუგზავნი, სტატუსისთვის თვალის მიდევნებასაც შეძლებ: ვინ მოაწერა ხელი ან თუნდაც ვინ მიიღო და გახსნა ის. შეხსენებასაც თუ ჩაურთავ დოკუმენტს, გივისნაირ გადაკარგულებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება, რომ ჯერ ისევ ელოდები, როდის დაგდებენ პატივს და მოაწერენ ხელს.
3. "შაბიამნის ახალი პარტია მოიტანეს, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ"
ფოტო: ქართული ფილმი
ცისფერ მთებში შესყიდვის პრობლემაც არსებობს — შაბიამნის ახალი პარტია მოაქვთ და მოაქვთ. ალბათ ამიტომაც იყო ბიუჯეტში გარღვევა და ამიტომ დარბოდა ბატონი ვაჟა სულ სესხბანკში.
აი, Signify კი შესყიდვა-გაყიდვის დოკუმენტბრუნვასაც ძალიან ამარტივებს: პროცესების ავტომატიზაციებით და შაბლონებით შეგიძლია სულ რამდენიმე წუთში მოამზადო, გააგზავნო და მიიღო ხელმოწერილი დოკუმენტები. რასაკვირველია, კვლავაც შეგიძლია გაგზავნილი დოკუმენტების სტატუსს თვალი ადევნო.
4. "პრემიები კი არა, ხელფასიც ვერ დაგვირიგებია"
ფოტო: ქართული ფილმი
ა, ისევ შეგვაქანა! რა თქმა უნდა, შეგაქანებს, როცა ფინანსური დოკუმენტები მოსაწესრიგებელია და ეს ოთარიც არა და არ ჩანს!
ქალბატონი თამარისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ცისფერ მთებში Signify-ის დანერგვა ამ მიმართულებითაც მოაწესრიგებდა ქაოსს. პლატფორმა არა მხოლოდ ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებას, დოკუმენტების მართვასაც გაგიმარტივებს, რადგან ისინი უსაფრთხოდ ინახებიან ერთ სივრცეში. ასე აღარასდროს დაგეკარგება მნიშვნელოვანი დოკუმენტი და მისი მოძიებაც, სულ რამდენიმე წამის საქმეა.
5. "შვებულებაში ჯერ არც გავსულვარ"
ფოტო: ქართული ფილმი
ცისფერ მთებში ალბათ სულაც არ არსებობდა HR და მისი საქმეების მოწესრიგებაც გაურკვეველ პირს ევალებოდა; ამიტომაც ვერ გაეგო ბატონ იროდიონს, აქ იყო თუ იქ.
სამაგიეროდ, Signify-ის შეძლებდა, თანამშრომლებთან კომუნიკაცია მოეგვარებინა ერთხელ და სამუდამოდ. პლატფორმაზე ონბორდინგის პროცესების გაციფრულებით ეს საქმეც გამარტივებულია. მისი დახმარებით, აღარაა საჭირო აღარც ახალი თანამშრომლების მონაცემების ხელით შეგროვება და არც კონტრაქტების სათითაოდ მომზადება: შეგიძლია ერთდროულად ათასობით კონტრაქტიც კი მოამზადო და ყოველ თანამშრომელს მისი პირადი ინფორმაციის მქონე დოკუმენტი გაუგზავნო.
Signify-ის სერვისების გამოსაცდელად, შეგიძლია მოითხოვო დემო ტურიც. რეგისტრაციისთვის კი პლატფორმის ვებგვერდს უნდა ეწვიო.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები