სახელი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — სანტეს ისტორია უკვე 25 წელზე მეტს ითვლის
ფოტო: სანტე
რძის პროდუქტებზე საუბრის დროს ერთ-ერთი პირველი გონებაში აუცილებლად სანტე ამოგიტივტივდებათ. რატომ? მიზეზი მარტივია - იმიტომ, რომ ეს არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ხარისხს, სანდოობას, მომხმარებელზე ზრუნვის პასუხისმგებლობასა და გამოცდილებას. კომპანიის ისტორია 25 წელზე მეტს ითვლის და ამ პერიოდში დაგროვებული გამოცდილების შედეგად, ის არის ექსპერტი, რძის ჩამბარებელი და გადამამუშავებელი ინდუსტრიის ლიდერი და უბრალოდ, ბრენდი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.
ამ სტატუსის მოპოვება უბრალოდ არ მომხდარა. მის უკან განვითარების დიდი გზა, შრომა და გამოცდილებაა. ბრენდის ისტორია 1997 წელს იწყება, როდესაც კომპანია რძის კომბინატის ბაზაზე დაარსდა. მას შემდეგ, წარმოება წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება. ამ ეტაპზე, სანტე საქართველოს მასშტაბით 2 000-მდე ფერმერსა და 10 ფერმასთან თანამშრომლობს. წლის განმავლობაში კი მათგან 14 000 000 ლიტრ რძეს იბარებს.
ფოტო: სანტე
დღეს სანტე რძისა და რძის პროდუქტების 5 ბრენდსა და 150-ზე მეტ განსხვავებულ პროდუქტსა აერთიანებს. სწორედ აქ მზადდება ქვეყანაში პირველი, ინდუსტრიული, ენდემურ დედოზე დამზადებული მაწონი. მაწვნის ამ სახით მომზადების წესი აღიარებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, რაც აუცილებლად გულისხმობს მაწვნის, მაწვნისავე დედოთი მომზადებას. საქმე იმაშია, რომ მაწვნის კონსისტენციის მასის მიღება, როგორც ქარხნულად, ისე სახლის პირობებშიც სხვადასხვა დედოთია შესაძლებელი, თუმცა ის სასარგებლო თვისებები, რომლის გამოც დღემდე მაწონს კავკასიელთა დღეგრძელობის წყაროდ მიიჩნევენ, სწორედ მაწვნის დედოშია. ის ბიფიდობაქტერიებთან ერთად მაწონს დამახასიათებელ, ოდნავ მომჟავო გემოს სძენს. ქართველი ფერმერისგან ჩაბარებული მაწვნის დედო საწარმოში ლაბორატორიულად სუფთავდება და შემდეგ შესადედებლად გამოიყენება. ენდემური დედოთი შედედებული მაწვნის ასორტიმენტი საკმაოდ დიდია: სანტეს მაწონი, მთელი წელი ნედლი რძისაგან წარმოებული სანტინოს მაწონი, ნედლი რძითა და ენდემური დედოს კომბინაციით, სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი საბავშვო ხაზის ლოკო-მოკოს მაწონი, გაწურული მაწონი და ულაქტოზო მაწონი. ასეთი ფართო ასორტიმენტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ზრუნავს კომპანია მომხმარებლებზე.
ფოტო: სანტე
ბრენდის სანდოობასა და სახელს ქმნის ის ფაქტიც, რომ 2016 წლიდან სანტე მსოფლიოში რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის, ლაქტალისის ჯგუფის წევრია. ლაქტალისი მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ საწარმოს ფლობს და ამ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებამ სანტეს მნიშვნელოვანი წინსვლა მოუტანა. სწორედ 2016 წლიდან რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა.
ინვესტიცია სრულად მოხმარდა:
- რძის მიმღები პუნქტების განახლებას, მათ შორის, ადგილზევე გადაიარაღდა რძის ხარისხის მაკონტროლებელი აპარატურა;
- გადიარაღდა საწარმო, რომელიც საშუალებას იძლევა რძის მიღებას და დამუშავებას სრულად დახურული წესით, ადამიანთან კონტაქტის გარეშე, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჰიგიენური ნორმების დაცვას;
- განახლდა UHT რძის და პასტერიზებული რძის სისტემები;
- სრულად გადაიარაღდა და უახლესი ტექნოლოგიით აღიჭურვა ლაბორატორია, რომელიც პროდუქტის სრული მიკრობიოლოგიური და ბიოქიმიური ანალიზის საშუალებას იძლევა და შედეგად მოწინავეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც.
ენდეთ 25 წლიან გამოცდილებასა და სახელს, რომლის უკანაც დიდი ისტორია დგას.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები