5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში
ფოტო: საქართველოს ბანკი
ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ძველი პროფესიები ქრება და პროპორციულად იზრდება მოთხოვნა ახალ პროფესიებზე. შესაბამისად, STEM განათლება სულ უფრო მნიშვნელოვანი და პოპულარული ხდება. STEM აბრევიატურაა და შედგება ოთხი სიტყვისგან — მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა (Science, Technology, Engineering, and Mathematics). მარტივად რომ ვთქვათ, STEM განათლება ყველა იმ დისციპლინის შესახებ ცოდნას აერთიანებს, რომლებიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.
სწორედ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელშეწყობის მიზნით შექმნეს საქართველოს ბანკმა და კომაროვის სკოლამ ერთობლივი პროექტი STEM სკოლა. გაკვეთილები მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მიიღონ ბიოლოგიის, ინჟინერიის, ქიმიის, ფიზიკის, ტექნოლოგიის სფეროში.
ახლახან გამოცხადდა რეგისტრაცია ახალი მოდულისთვის და თუ რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა ამ უნიკალურ პროექტში, ამის შესახებ თავად სკოლის ის სტიპენდიატი მოსწავლეები ჰყვებიან, რომლებმაც სწავლა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
ახალი და შეუცვლელი პროფესიები
მე-9 კლასელი ლაზარე გოგოლაძე ხაშურიდანაა და ფიქრობს, რომ STEM განათლება დღეს ძალიან საჭიროა და მომავალში კიდევ უფრო მასობრივი გახდება.
"ტექნოლოგიები დღითი დღე უფრო ვითარდება, ალბათ მომავალში ბევრი პროფესია გაქრება და ადამიანებს ტექნიკა ან ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, მაგრამ ეს სფერო დარჩება შეუცვლელი, ადამიანის გამოგონება ადამიანზე ჭკვიანი ვერ იქნება, ადამიანები, რომლებიც დაწერენ კოდებს, შექმნიან რობოტებს ან ნივთიერებებს, ყოველთვის საჭირონი იქნებიან, ამიტომ, ვფიქრობ, ვისაც აინტერესებს ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, აუცილებლად უნდა სცადოს STEM სკოლაში სწავლა და გაიღრმაოს ცოდნა მომავლის პროფესიების შესახებ".
პრაქტიკული ცოდნა
მე-8 კლასელი გაბრიელ სულამანიძე იმერეთიდანაა, ფიზიკა და მათემატიკა ძალიან აინტერესებს. როცა გამოცდაზე გავიდა, უმაღლესი ქულაც დაიმსახურა და საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვა. გაბრიელს განსაკუთრებით მოსწონს STEM სკოლის საგაკვეთილო პროცესი.
"STEM სკოლის გაკვეთილები განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილებისგან, თეორიულ ცოდნასთან ერთად ვიღებთ პრაქტიკულ ცოდნასაც, ვასრულებთ საინტერესო დავალებებს, ვწერთ კოდებს. პირველ ნაწილში გავდივართ თეორიულ მასალას და სიმულაციებს, შემდეგ პრაქტიკულს: რასაც ვსწავლობთ, უშუალოდაც ვაკეთებთ. ამისთვის საჭირო რესურსებს გვიგზავნიან რეგიონებშიც".
პროფესიონალი მასწავლებლები
ელენე ჩხარტიშვილი ქალაქ ფოთის მე-9 კლასის მოსწავლეა და განსაკუთრებით STEM სკოლის მასწავლებლები მოსწონს:
"გვყავს საქმის პროფესიონალი მასწავლებლები. გეგმა გაწერილი აქვთ ყოველთვის, კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევენ და არ ეზარებათ თავიდან აგვიხსნან მასალა, თუკი ვერ გავიგეთ. ძალიან მარტივად და მხიარულად ხსნიან ყველაფერს, ყოველი სემესტრის ბოლოს მასწავლებლები გვთხოვენ შეფასებას, რათა გაიგონ რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს და თუ რამე ხარვეზია, გამოასწორონ".
თანაბარი შესაძლებლობები
გაბრიელ სულამანიძე ქუთაისიდანაა და მე-8 კლასში სწავლობს, გაბრიელს STEM სკოლის ერთ-ერთ უპირატესობად ხელმისაწვდომობა მიაჩნია.
"გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება ონლაინ, ჩვენ ისეთ სფეროს ვსწავლობთ, რომ რეალურად არც არის საჭირო, ფიზიკურად შევხვდეთ ერთმანეთს. პირიქით, ონლაინ სწავლება კომფორტულია, რადგან ვინც დედაქალაქიდან შორს ვცხოვრობთ, არ გვიწევს გზაში დროის კარგვა. დედაქალაქის გარეთ ბავშვებს ნაკლებად გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა, ვიპოვოთ პროექტები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენთვის საინტერესო სფერო შევისწავლოთ. STEM სკოლის ერთ-ერთი უპირატესობაც ეს არის, ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ბავშვებს აქვთ სწავლის თანაბარი შესაძლებლობა, თუ გამოცდას კარგად ჩააბარებ და მაღალ ქულას აიღებ, შეგიძლია, დაფინანსება მოიპოვო. გამოცდა რთული არ ყოფილა, ყველა თემა სკოლაში კარგად მქონდა ნასწავლი და მარტივად დავწერე, სტიპენდიაც მოვიპოვე".
საინტერესო მეგობრები და ახალი უნარ-ჩვევები
ლუკა ქაბზინაძე ქალაქ რუსთავში სწავლობს, მე-7 კლასის მოსწავლეა. ლუკასთვის განსაკუთრებული სიახლე STEM სკოლაში შეძენილი მეგობრები იყო.
"პროექტი გვაძლევს საშუალებას ახალი ადამიანები გავიცნოთ, ონლაინ, შეხვედრების გარდა გვიწევს დაჯილდოებაზე ჩასვლა, ძალიან საინტერესოა ისეთ ბავშვებთან დამეგობრება, რომლებსაც შეგიძლია შენთვის საინტერესო თემებზე ესაუბრო და გაუზიარო შენი ფიქრები".
იმავე თემაზე ლაზარე გოგოლაძე ამატებს, რომ STEM სკოლაში მხოლოდ ინჟინერიას და კოდების წერას კი არ სწავლობენ, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობას კომუნიკაციას, ჯგუფში მუშაობას, ნამუშევრის წარდგენას, რაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის გამოსადეგია.
თუ შენც გაინტერესებს ფიზიკა, ინჟინერია, ბიოლოგია, მათემატიკა და ზოგადად მომავლის პროფესიები, ხარ ცნობისმოყვარე და გინდა მომავალში თავად გახდე ინოვატორი, აუცილებლად შეავსე განაცხადი და დაიწყე STEM სკოლის ერთწლიანი კურსი. STEM სკოლაში სწავლა შეუძლია ყველას განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა. იმ მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდაში მაღალ ქულას დაიმსახურებენ, საქართველოს ბანკი სრულად დააფინანსებს. შეხვედრები ონლაინ ტარდება. კურსის ბოლოს ყველა მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი.
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები