თოდუას კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის აქტიური საერთაშორისო-სამეცნიერო მოღვაწეობა
ფოტო: მარკეტერი
კლინიკური კვლევების გარეშე მედიცინის განვითარება შეუძლებელია. ის მეცნიერ-მედიკოსებს ეხმარება ახალი მიგნებების, ხელსაწყოების, მიდგომებისა თუ მკურნალობის ფორმების შემუშავებაში. მისი მეშვეობით ექიმებს შესაძლებლობა ეძლევათ, ეფექტური მეთოდები შესთავაზონ თავიანთ პაციენტებს და ასევე, უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს მეცნიერებაში.
სამედიცინო დარგში ხშირად იმართება საერთაშორისო კონფერენციები, კონგრესები და სიმპოზიუმები და მასში მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია მედპერსონალისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა ონკოლოგიური მიმართულებისთვის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და მისი პრევენციისა თუ დამარცხების ყველა ახალი კვლევა მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს.
თოდუას კლინიკა, თავისი არსებობის 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე, იაზრებს მსგავს პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობას და დაარსების დღიდან აქტიურადაა ჩართული. მისი ექიმები მრავალ წარმატებას აღწევენ სამედიცინო დარგში. განსაკუთრებით აქტიურობს ონკოლოგიური განყოფილება, სადაც მიიჩნევენ, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე აღჭურვილობის გარდა, აუცილებელია ექიმებიც "აღიჭურვონ" ახალ-ახალი ცოდნით, გამოცდილებით და მიგნებებით.
თოდუას კლინიკის ამ აქტიურ სამეცნიერო მუშაობაზე მისი ექიმი-ონკოლოგი, თამარ ესაკია, რომელიც თვითონაც გამუდმებით მუშაობს კვლევებზე და მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში, მარკეტერს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს სრულად.
ფოტო: მარკეტერი
თამარ, გვითხარით, რა მნიშვნელობისაა საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობა თოდუას კლინიკისთვის და რატომ უთმობთ ამას დროს?
პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ მივაწოდოთ ხარისხიანი მკურნალობა. მეორე მხრივ, ჩვენთვის, ექიმებისთვისაა საინტერესო, რადგან ეს პროფესიულ ზრდაში გვეხმარება. თოდუას კლინიკა ტრადიციულად ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, ეს ჯერ კიდევ ფრიდონ თოდუას დროს ერთგვარი დაუწერელი კანონი იყო. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ სიახლეებზე ვიყოთ ორიენტირებულნი, ამ მნიშვნელოვან ტრადიციას მაინც არ ვუხვევთ და აქტიურად ვაგრძელებთ. მეტიც, საკმაოდ წახალისებულია ექიმებისთვის სამეცნიერო აქტივობები, რადგან წლის ბოლოს ანგარიშსაც კი გვთხოვენ, სადაც იქნება იმ აქტივობებისა და პუბლიკაციების ჩამონათვალი, რომლებიც განვახორციელეთ წლის განმავლობაში.
რას გულისხმობს საერთაშორისო ასპარეზზე აქტივობების დაგეგმვა და რომელ პროექტებს გამოარჩევდით, სადაც მონაწილეობთ ხოლმე?
თოდუას კლინიკაში გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება: პირველი, საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა სხვა ქვეყნებთან ერთად. მეორე კი, ჩვენთვის ძალიან საამაყო – ის, რომ თავადაც ვატარებთ კვლევებს საქართველოში, ვწერთ სტატიებს და შემდეგ ვაზიარებთ მათ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ კონფერენციაზე. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ფილტვის კიბოსა და მელანომას საერთაშორისო კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თოდუას კლინიკა და რომლის შედეგებიც რამდენიმე საერთაშორისო კონგრესზე იყო წარდგენილი ჩვენი კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანა ბარამიძის მიერ, მათ შორის ESMO-ს, ანუ ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების იმუნო-ონკოლოგიის კონგრესზე, სადაც ჩვენ წარდგენილები ვიყავით როგორც პოსტერის, ისე მოხსენების სახით. აგრეთვე, შემიძლია დავასახელო ფილტვის კიბოს ევროპის კონგრესი და ევროპის დერმატოონკოლოგიის ასოციაციის კონგრესი. და ყველაზე მეტად რაც გვეამაყება –ბოლო წლებია ვმონაწილეობთ ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების კონგრესზეც, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულების ყველაზე დიდი კონგრესია მსოფლიოში. გასულ წელს აქ თოდუას კლინიკის ორი კვლევით ვიყავით წარდგენილნი, წელს კი წარმოვადგინეთ თოდუას კლინიკის ორი კვლევა და ერთი საერთაშორისო კლინიკური კვლევის პოსტერი, რომლის წარდგინებაც თოდუას კლინიკის სახელით ხდებოდა. ასევე გამოვყოფდი თოდუას კლინიკის პილოტურ კვლევას ფილტვის კიბოს სკრინინგის შესახებ, რომელიც ჩვენი კლინიკის რადიოლოგებთან კოლაბორაციის სახით ჩატარდა და ასევე იყო წარდგენილი ფილტვის კიბოს მსოფლიო კონფერენციაზე.
რა რესურსებს მოითხოვს მსგავსი ტიპის აქტივობები ექიმისგან?
მსგავსი ტიპის აქტივობები ექიმისგან საკმაოდ დიდ შრომასა და დროს მოითხოვს. სამუშაოებს ძირითადად ვატარებთ საღამოს საათებში, როდესაც პაციენტები არ არიან ვიზიტზე ჩაწერილები. პირველ რიგში, ვიწყებთ ჩვენთვის საინტერესო თემაზე იმ მასალის მოგროვებას, რომელიც უკვე არსებობს, ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას და შემდეგ ვწერთ ნაშრომს, რომლის აბსტრაქტსაც ვაგზავნით საჭირო კონგრესებსა თუ კონფერენციებზე და დადასტურების მერე ვიწყებთ მოხსენებისა თუ პოსტერის მომზადებას, რომელიც უნდა წარვადგინოთ ადგილზე. ყველაფერი ეს ჯამში საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ამის გარეშე ექიმი ვერ განვითარდება. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ არა მარტო თოდუას კლინიკას წარვადგენთ მსგავს კონფერენციებზე, არამედ საქართველოს სახელით ვმონაწილეობთ და ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ ის საერთაშორისო ასპარეზზე.
მინდა აღვნიშნო რეზიდენტების ჩართულობაც. ჩვენი უმცროსი ექიმები, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლის პროცესში არიან, ძალიან აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში. ერთ-ერთი მათგანი უკვე არის ევროპის ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის კომიტეტის წევრი. რეზიდენტები ასევე აქტიურად წერენ პუბლიკაციებსა და სტატიებს.
ფოტო: მარკეტერ
ბოლოს რომელ კონგრესზე/კონფერენციაზე ბრძანდებოდით და რით იყო ის საინტერესო?
სულ ახლახან ვიყავით ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების კონგრესზე, სადაც წარდგენილები ვიყავით ჩვენი კვლევით კუჭის კიბოს შესახებ. ეს არის მიმართულება, რომელზეც მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩემს ევროპელ ხელმძღვანელთან ერთად, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში მუშაობს და არის წამყვანი ევროპელი ონკოლოგი კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების მიმართულებით და ამერიკაშიც მქონდა წარდგენილი ამ დაავადების შესახებ კვლევა. რა თქმა უნდა, ასეთი ფორმის თანამშრომლობები დიდ გამოცდილებას გვაძლევს, რომელთაც შემდეგ პრაქტიკაშიც ვიყენებთ.
ზოგადად, მედიცინა დგას მსგავსი ტიპის კვლევებზე. კვლევა შეიძლება იყოს როგორც დიდი, ისე პატარა. ზოგიერთი მათგანი იმდენად მასშტაბურია, რომ მთლიანად ცვლის სამედიცინო პრაქტიკასა და სტანდარტებს. ნებისმიერმა სამედიცინო მეთოდმა თუ მკურნალობამ კვლევის ეტაპი უნდა გაიაროს, იმისთვის რომ ექიმებმა შევძლოთ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება პაციენტებში ან უკეთესი მკურნალობის დანერგვა. ამიტომ თავისთავად ეს კონფერენციები და საერთაშორისო გამოცდილებები დიდი პრაქტიკაა ჩვენთვის.
რა როლს ასრულებს ასეთი კვლევები და აქტივობები არა მხოლოდ კონკრეტული კლინიკის, არამედ ქვეყნის განვითარებაში?
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, უაღრესად მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი აქტივობები, როგორებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ვალდებული არის, თავისი წვლილი შეიტანოს ამ განვითარებაში, რათა განვითარებულ სამყაროს ვაჩვენოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ვთქვათ სხვადასხვა სფეროში. ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნოა ხოლმე, როდესაც საერთაშორისო კონფერენციებზე საქართველოს სახელი ჟღერს.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები