გაიცანით 12 სტარტაპი, რომლებიც 500 Georgia-ს Demo Day-ში მონაწილეობდნენ
დღეს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს ღონისძიება Demo Day გაიმართა, რომელშიც მეოთხე ნაკადში მოხვედრილმა სტარტაპებმა მიიღეს მონაწილეობა.
თითოეულმა მათგანმა საკუთარი ბიზნესი წარადგინა და ეცადა, ინვესტორები დაეინტერესებინა. ეს კომპანიები წელს 7 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოდანაც. ისინი 12 კვირის განმავლობაში მენტორებთან ერთად სამომავლო განვითარების სტრატეგიებზე აქტიურად მუშაობდნენ, დღეს კი დამსწრე საზოგადოებას თავიანთი იდეები, მიღწევები, პოტენციალი და შეთავაზებები გააცნეს.
მაშ ასე, გაიცანით 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის სტარტაპები:
- Arena Games არის Web 3.0-ის თამაშების პლატფორმა, რომელიც ეხმარება დეველოპერებს, ტრადიციული თამაშები WEB 3.0-ის ფორმატში გადაიტანონ. ამასთან, მოთამაშეებს აძლევს წვდომას GameFi სამყაროზე;
- Bilimber შესაძლებლობას აძლევს 6-12 კლასის მოსწავლეებს, სულ რაღაც ერთ წუთში დაუკავშირდნენ საუკეთესო რეპეტიტორებს;
- DataMind ეხმარება კომპანიებს შეაგროვონ, შეინახონ, მართონ და აწარმოონ მონაცემები მისი Data Warehouse სერვისის მეშვეობით. ეს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, გამოიყენოს ყველა არსებული მონაცემი, დაჯგუფებისა და დროის შეზღუდვის გარეშე;
- Dealpad გაყიდვების გუნდებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომელიც უადვილებს მათ კლიენტებზე წვდომას და ეხმარება კავშირის დამყარებაში;
- Deskntea ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ეხმარება მუსიკის სწავლასა და გაკვეთილების ჩატარებაში;
- Emonomy ხელოვნურ ინტელექტს (AI) მსოფლიო ბრენდ მარკეტინგთან აკავშირებს, სადაც ემოციები ყველაზე ღირებული ვალუტაა;
- Fortu Wealth კერძო საბანკო პლატფორმაა, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს (HNWI) ემსახურება;
- Glorri არის სრულყოფილი Software-as-a-service (SaaS) პლატფორმა, რომელიც შექმნილია როგორც ადამიანური რესურსების მართვის (HR) გუნდებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებლებისთვის;
- Murmur არის მონაცემების დამუშავებაზე დაფუძნებული გარე სარეკლამო პლატფორმა, რომელიც რეკლამების განთავსებას მონაცემთა ანალიზის შედეგად სტრატეგიულად ახდენს;
- OneApp არის ყველაზე სწრაფი გზა სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, იპოვონ და შეავსონ განაცხადი ონლაინ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით;
- Squares არის დინამიკური მარქეთფლეისი, რომელიც მომხმარებლისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ტიპის ღონისძიების მასპინძლობა და ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარის მობილიზება;
- Uteach არის ყოვლისმომცველი პლატფორმა, რომელიც კურსის შემქმნელებს გასაყიდად და საკუთარი უნარების მონეტიზაციისთვის საჭირო ფუნქციებით უზრუნველყოფს.
აქვე გეტყვით, რომ 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე მიღება დაიწყო. დღეიდან ქართველ და უცხოელ სტარტაპერებს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შეტანა უკვე შეუძლიათ. ამისთვის, საკმარისია გადახვიდეთ ბმულზე: https://500.co/accelerators/500-georgia/apply.
500 Georgia-ს შესახებ
500 Georgia აქსელერაციის რეგიონული საინვესტიციო პროგრამაა, რომელიც სილიკონ ველიზე დაფუძნებული 500 Global-ის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა.
მისი განხორციელებით 500 Global მიზნად ისახავს, საერთაშორისო ცოდნისა და რესურსის გამოყენებით სტარტაპებს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს. უფრო ზუსტად, კაპიტალით უზრუნველყოს ისინი, ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე გაფართოებაში და, საერთო ჯამში, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა გააძლიეროს.
პროგრამაში მონაწილეობა სტარტაპებს საშუალებას აძლევს, მენტორებისა და ინვესტორების ფართო აუდიტორიას მისწვდნენ, ამ გზით კი საკუთარი პოტენციალი მაქსიმუმამდე გაზარდონ. ასევე, უცხოური ბაზრები შეისწავლონ და საკუთარ კომერციულ შესაძლებლობებში უკეთ გაერკვნენ.
რაც შეეხება 500 Global-ს, იგი ე.წ. ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც 2.7-მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციებს დებს სტარტაპებში, რომელთაც პოტენციალი აქვთ, სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიები გახდნენ; თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და მთავრობებს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნაში ეხმარება, რომელშიც სტარტაპები სწრაფად შეძლებენ განვითარებას
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები