ტოიოტა ცენტრი თეგეტას ინიციატივით თბილისში გამწვანების აქცია გაიმართა
ფოტო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ თბილისის ერთ-ერთი საბავშვო სივრცის გამწვანებაზე იზრუნა. ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარე ცენტრალური პარკის ტერიტორიას, კომპანიის თანამშრომლების ჩართულობით ხეები, ყვავილები და დეკორატიული ნარგავები შეემატა. გამწვანების აქცია ტოიოტას გლობალურ სტრატეგიას ეხმიანება.
თეა მანჯავიძე, ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ტოიოტასთვის გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ გლობალურ სტრატეგიას მიყვება ტოიოტა ცენტრი თეგეტაც. ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩავერთოთ გარემოსდაცვით ღონისძიებებში და წვლილი შევიტანოთ პლანეტაზე ზრუნვის პროცესში. ვფიქრობ, რომ რთული ეკოლოგიური მდგომარეობის პარალელურად, პასუხისმგებლობიანი კომპანიების სიმრავლე და მსგავსი აქტივობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
ფოტო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გლობალურად, ტოიოტა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავისი საქმიანობის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას. იაპონური ბრენდი ეკოლოგიური პოლიტიკის დახვეწაზე მუდმივად ზრუნავს. მათ 2015 წელს გლობალური პროექტი "ეკოგამოწვევა 2050" წამოიწყეს, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსის გადატანას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და მთლიანობაში ეკოსისტემასთან მაქსიმალურად ჰარმონიულ თანაარსებობაზე ზრუნვას გულისხმობს.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა დაარსების დღიდან იზიარებს გლობალურ ეკოლოგიურ პოლიტიკას და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვის ფარგლებში იაპონური ბრენდის ქართულმა წარმომადგენლობამ მემორანდუმი გააფორმა კომპანია ტენესთან. თანამშრომლობის ფარგლებში ტოიოტა ცენტრი თეგეტას ოფისსა და სერვისცენტრში მწვანე ურნები განთავსდა, სადაც გამოყენებული პლასტმასა გროვდება. შედეგად ნარჩენი გარემოში აღარ ხვდება და მის შემდგომ გადამუშავებაზე ტენე ზრუნავს.
აქტივობებს შორისაა აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე 1000 ძირი მუხის ნერგის დარგვა. წითელ ნუსხაში შეტანილი და გადაშენების პირას მყოფი იმერული მუხა იმ მომხმარებლების სახელით დაირგა, რომლებმაც ტოიოტა თეგეტაში ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილები შეიძინეს.
ასევე, კომპანიის თანამშრომლები წელიწადში რამდენჯერმე გეგმავენ და მონაწილეობენ დასუფთავებისა თუ გამწვანების აქციებში.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეკოლოგიური პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები