თიბისიმ და AIIB-იმ 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს
ფოტო: თიბისი
თიბისიმ და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) 100 მლნ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული ტრანზაქცია, AIIB-თვის კომერციულ ბანკთან დადებული პირველი გარიგებაა საქართველოში. მოზიდული რესურსის მიღება შესაძლებელია ორ ვალუტაში, მათ შორის ლარშიც, რაც ხელს უწყობს მეტად მოთხოვნად ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომის ზრდას.
მოზიდული ფინანსური რესურსი თიბისის შესაძლებლობას მისცემს, დააფინანსოს ადგილობრივი მეწარმეების ბიზნეს საქმიანობები, უპირველეს ყოვლისა, მსესხებლების საბრუნავი კაპიტალის საჭიროებები და საშუალოვადიანი ინვესტიციები, და ამით ხელი შეუწყოს მათ მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. გარდა ამისა, ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელს შეუწყობს უცხოური ვალუტის სესხებზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც დაიცავს მეწარმეებს გაცვლითი კურსის რისკის პირდაპირი ზემოქმედებისგან.
"ჩვენ ვამაყობთ, რომ წარმატებით დასრულდა AIIB-ისა და თიბისის შორის პირველი გარიგება და გავხდით მათთვის პირველი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში. ადგილობრივ ვალუტაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციის მხარდასაჭერად და ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს გარიგება ასახავს ორმხრივ მზაობას წარმატებული თანამშრომლობის დასაწყებად და მოუთმენლად ველით ამ პროდუქტიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას", — აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
"დადებული გარიგება, რომელიც AIIB-ის Covid-19-ის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, კლიენტების მხარდასაჭერად ინოვაციისა და ადაპტაციისადმი ჩვენს მზაობას ადასტურებს. პირველად საქართველოში, AIIB გასცემს საშუალოვადიან სესხს ლარში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების გაზრდასა და მცირე და საშუალო ბიზნესების ეკონომიკურ მდგრადობას. მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ პარტნიორობა თიბისისთან, წამყვან ბანკთან საქართველოში, რომელსაც აქვს მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაში გამორჩეული რეპუტაცია. AIIB, აღდგენის ტენდენციის შესანარჩუნებლად, საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერას აგრძელებს. დადებული გარიგება ასახავს ჩვენს ინსტიტუტებს შორის ხანგრძლივი და სასარგებლო ურთიერთობის დასაწყისს", — აცხადებს კონსტანტინ ლიმიტოვსკი, AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტი, საინვესტიციო ოპერაციების მიმართულებით
AIIB-ის შესახებ
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) არის მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომლის მისიაა, დააფინანსოს მდგრადი ინფრასტრუქტურა ხვალინდელი დღისთვის.
"ჩვენ დავიწყეთ ოპერაციები 2016 წლის იანვარში, პეკინში და მას შემდეგ გავიზარდეთ 105 დამტკიცებულ წევრამდე მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს 100 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალიზაცია და მსხვილი საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მონიჭებული Triple-A-რეიტინგი. პარტნიორებთან თანამშრომლობით, AIIB აკმაყოფილებს კლიენტების მოთხოვნილებებს, ახალი კაპიტალის მიწოდებისა და მწვანე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაში ინვესტირების გზით, და ხელს უწყობს რეგიონული კავშირების დამყარებას".
-
ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები
გადახედვა
-
კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ
გადახედვა
-
The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია 2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
გადახედვა
-
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა
-
ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ვიზიტი ზანგეზურის თემას ეძღვნება — სრულიად ბუნებრივია, რომ ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის" ირაკლი კობახიძე: "ვიზიტი ზანგეზურის თემას ეძღვნება — სრულიად ბუნებრივია, რომ ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის"
გადახედვა
-
კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას
გადახედვა
-
ემა სტოუნმა ოსკარის ნომინაციებით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა ემა სტოუნმა ოსკარის ნომინაციებით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ტრამპის მთავარი დაპირებები იყო უკრაინაში ომის დასრულება და "დიფ სთეითის" დამარცხება, დღეს "არც ერთია, არც მეორე კახა კალაძე: ტრამპის მთავარი დაპირებები იყო უკრაინაში ომის დასრულება და "დიფ სთეითის" დამარცხება, დღეს "არც ერთია, არც მეორე
გადახედვა
-
საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან ნინო წილოსანი: ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან
გადახედვა
-
სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
გაეროს ანგარიში ადამიანის უფლებებზე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი გაეროს ანგარიში ადამიანის უფლებებზე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი
გადახედვა
-
საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია
-
რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა
გადახედვა
-
PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე? ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე?
-
SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის" SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის"
გადახედვა
კომენტარები