კიდევ 10 კოცნა, რომელიც ერს აღაშფოთებდა
ფოტო: ქართული ფილმი
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამჯერად ერთ-ერთ სპექტაკლში ორი მსახიობი კაცის კოცნამ აღაშფოთა. ლარს ნურენის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში დემონები კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის შესრულებული ეს სცენა ფეისბუქზე ვიდეოს სახით გაავრცელა POSTV-ის ჟურნალისტმა, რომელმაც "სიტყვებს თავი ვერ მოუყარა".
სამაგიეროდ, სკეპტიკოსებმა სიტყვებს, თანაც არცთუ სასიამოვნოს, მალე მოუყარეს თავი. კოცნა, რა თქმა უნდა, მსახიობების საქმის ნაწილი შეიძლება იყოს. თუმცა, აღშფოთებულმა მორალისტებმა მთელი რიგი არგუმენტები გადმოალაგეს, რატომ იყო ეს ამბავი "მიუღებელი".
ნუთუ, მართლა აღმაშფოთებელია ორი კაცის კოცნა სცენაზე ან თუნდაც რეალობაში? რასაკვირველია, არა. თუმცა, თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, დაე, მეტად განვარისხოთ და კიდევ უფრო აღმაშფოთებელი კოცნები გავახსენოთ.
1. მადონასა და ბრიტნის კოცნა
ფოტო: Getty Images
მადონას, როგორც პოპის დედოფალს, ასეთი აცუნდრუკება ნამდვილად არ შეშვენის!
2. პრინცესისა და ბაყაყის კოცნა
ფოტო: Disney
თანაც საბავშვო ანიმაციაში! წარმოუდგენელია პირდაპირ!
3. ვახოსა და თამარის კოცნა შუა ქალაქში
ფოტო: ღამის შოუ სტუდია / ტელეკომპანია იმედი
სიტკომში კოცნა გაგონილა?! თანაც საახალწლო სერიაში!
4. ლედის და მაწანწალის კოცნა
ფოტო: Giphy
არ გაგარყვნევინებთ ჩვენს ძაღლებს!!!
5. ხირხალას და ბაბულას კოცნა
ფოტო: ქართული ფილმი
ოდესმე დაფიქრებულხართ, რომ ამ ცნობილ კოცნას წინ ხინკლის ჭამა უძღოდა? რა უხერხულია!
6. უილ სმიტისა და ჟურნალისტის კოცნა
ფოტო: Gfycat
კოცნაზე პასუხად გალაწუნება როგორ შეიძლება?!
7. ბელასა და ედვარდის კოცნა ბინდში
ფოტო: Summit Entertainment
სისხლისმსმელი ურჩხულის კოცნა?! რა მაგალითს ვაძლევთ ახალ თაობას?!
8. ენისისა და ჯეკის კოცნა ფილმში კუზიანი მთა
ფოტო: River Road Entertainment / Focus Features
რა მოდაა ცოლის თანდასწრებით კოცნაობა?
9. ნიკოლოზისა და გოჭის კოცნა ფილმში უდიპლომო სასიძო
ფოტო: ქართული ფილმი
არაჰიგიენური ამბორის აპოგეა!
10. დაბოლოს — ვარდენისა და ბიჭიკოს მამაპაპური მტლაშამტლუში
ფოტო: ქართული ფილმი
კლასიკაა, მაგრამ მამისტოლა კაცის ვენახში კოცნა მაინც ვერაა მოსაწონი საქციელი!
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები