5 მიზეზი, რატომ უნდა ისარგებლო თიბისის ახალი პროდუქტით — განაწილებით
ფოტო: თიბისი
თუ გაიხსენებ, ბოლოს როდის უყიდე საჩუქარი საკუთარი თავს? ალბათ ეს ამბავი დაბადების დღეს ან ახალ წელს დაამთხვიე. შეიძლება, სულაც — ხელფასის აღების დღეს. არადა, ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი სურვილებიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი, ვის გახარებასაც გამუდმებით ვცდილობთ ხოლმე.
ჰოდა, თუკი სასურველი ნივთის შესაძენად რამე განსაკუთრებულ დღეს ელოდები, თიბისის ახალი პროდუქტი აუცილებლად დაგაინტერესებს. განაწილება — ასე ჰქვია სიახლეს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, იყიდოს ახლა და გადაიხადოს მოგვიანებით.
მოდი, ახლა უცბად გაგაცნობ ამ ინოვაციურ სერვისს და რამდენიმე მიზეზსაც ჩამოგითვლი, რატომ არის ის ჩვენთვის ხელსაყრელი.
1. სასურველ პროდუქტს ნებისმიერ დროს იყიდი
ფოტო: თიბისი
განაწილება საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი პროდუქტის, BNPL — Buy Now, Pay Later ("იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით"), ანალოგია. მისი საშუალებით შესაძლებელია, ნივთი თანხის წინასწარი გადახდის გარეშე შეიძინო ნებისმიერ დროს, საფასურის დაფარვა კი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. აი, სერვისს თუ განვადებას შევადარებთ, რამდენიმე განმასხვავებელ ფაქტორს შევნიშნავთ, რაზეც ქვემოთ მოგიყვები.
2. განაწილება 4 თვეზე შეგიძლია
ფოტო: თიბისი
თიბისის ახალი პროდუქტით სარგებლობისას, სასურველი ნივთის ღირებულება შეგიძლია 4 ტოლ ნაწილად გაყო და, შესაბამისად, მომდევნო 4 თვეზე გადაანაწილო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ განაწილების ლიმიტი წინასწარაა დამტკიცებული და პროცესი დროში არ იწელება.
3. სერვისის საკომისიო 0%-ია
ფოტო: თიბისი
განვადებისგან განაწილებას კიდევ ის განასხვავებს, რომ ამ შემთხვევაში ნივთს გაძვირების გარეშე ყიდულობ. ჰო, სწორად მიხვდი — გადახდა უპროცენტოა, არ არსებობს არც მომსახურების საკომისიო და არც სხვაგვარი ფასნამატი. ეს კი, დღევანდელ სავაჭრო სივრცეში ნამდვილად უპრეცედენტო ფუფუნებაა.
4. პროცესი ავტომატიზებულია
ფოტო: თიბისი
როგორც გითხარი, პროცესი დროში არ იწელება, რადგან გამოსაყენებელი თანხის ლიმიტი წინასწარ გიმტკიცდება. თუმცა, განაწილებას აჩქარებს ისიც, რომ მისით სარგებლობა ავტომატიზებულია, ლოდინის რეჟიმი კი — მაქსიმალურად შემცირებული. სხვათა შორის, სამომავლოდ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო სასიამოვნო სიახლეები იგეგმება — ციფრულ ბანკში დაემატება ლიმიტის მოთხოვნის ფუნქციონალი, შენ კი უკვე განხორციელებული ტრანზაქციის უკან დაბრუნებასაც შეძლებ.
5. ყოველდღე იზრდება იმ მაღაზიების რაოდენობა, სადაც განაწილებით სარგებლობა შეგიძლია
ფოტო: თიბისი
ამ ყველაფრის გაგების შემდეგ, აუცილებლად გაგიჩნდებოდა კითხვა, სად შეგიძლია სერვისით სარგებლობა. ამ დროისთვის განაწილებას 30-მდე ბრენდულ მაღაზიაში შეძლებ. თუმცა, მუდმივად იზრდება თიბისის პარტნიორი მაღაზიების რიცხვი, შესაბამისად, შენც უფრო და უფრო მეტ ობიექტზე შეძლებ სასურველი ნივთების გადაუდებლად შეძენას.
პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი ამ ბმულზე შეგიძლია იხილო.
როგორ შეგიძლია ისარგებლო განაწილებით?
მაღაზიაში განაწილების სერვისის მოთხოვნის შემდეგ, თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაციით ტერმინალზე გამოჩენილი QR-კოდი უნდა დაასკანერო. ამის მერე, თავადვე ნახავ განაწილების პირობებს და გადახდის გრაფიკს. შენი თანხმობაც და ეგაა! მშვიდობაში!
თიბისი კი მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას განაგრძობს, ამიტომ თვალი ადევნე სიახლეებს, რათა ინოვაციური და შენთვის საინტერესო შეთავაზებები არ გამოგრჩეს.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები