გაიცანით პორშეს ფლაგმანის ახალი ვერსია — 911 Dakar
- ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე Porsche 911 Dakar-ის პრემიერა შედგა
- ჯამში მხოლოდ 2 500 ეგზემპლარი შეიქმნება
პორშეს ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე განსაკუთრებული მსოფლიო პრემიერა აქვს: სპორტული ავტომობილების გერმანულმა მწარმოებელმა ახალი Porsche 911 Dakar წარადგინა, რომელიც ცუდ გზებზეც ისევე კარგად გრძნობს თავს, როგორც ასფალტზე. ეს გახლავთ 911-ის ექსკლუზიური ვერსია, რომლის მხოლოდ 2 500 ეგზემპლარი იქმნება და რომელიც ამტკიცებს, რომ Porsche 911-ის კონცეფციისთვის საზღვრები და ჩარჩოები არ არსებობს.
911 Dakar-ის მისია ისიცაა, რომ შეგვახსენოს პორშეს ტრიუმფი 1984 წლის რალი პარიზ-დაკარიზე — წარმატება, რომელთანაც ასოცირდება სრული ამძრავის დებიუტი Porsche 911-ში. შესაბამისად, ახალი 911 Dakar სპეციალურად რალის დიზაინ-პაკეტით გამოვიდა და 1984 წლის ლეგენდარულ ტრიუმფატორ ავტომობილს გაგახსენებთ.
პირველი, რაც Porsche 911 Dakar-ის შეთვალიერებისას თვალში მოგხვდებათ, მისი კლირენსია, რომელიც, Dakar-ვერსიის შემთხვევაში, 50 მილიმეტრით უფრო მაღალია, ვიდრე, მაგალითად, სპორტული სავალი ნაწილის მქონე 911 Carrera-ში. გარდა ამისა, შესაძლებელია კლირენსის კიდევ 30 მილიმეტრით აწევა. შედეგად ვიღებთ კლასიკური SUV-ისთვის დამახასიათებელ კლირენსსა და რამპაზე გადასვლის კუთხეს. აღნიშნული კლირენსით შესაძლებელია მაქსიმუმ 170 კმ/სთ-ის განვითარება. თუკი ავტომობილი ამ სისწრაფეს გადააჭარბებს, კლირენსი ავტომატურად უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას.
სპორტული "ოფროუდ პერფორმანსისთვისაა" განკუთვნილი სპეციალურად ამ მოდელისთვის დაპროექტებული საბურავები Pirelli Scorpion All Terrain Plus - წინ 245/45 ZR 19 ზომით, ხოლო უკან 295/40 ZR 20 ზომით. ამ საბურავებით 911 Dakar მზადაა ნებისმიერი სახის გამოწვევისთვის "რალისა" და "ოფროუდზე". სერიულად კი ავტომობილი აღჭურვილია All-Terrain-საბურავებით, რომლებიც ასფალტზეც სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელ დინამიკას გვთავაზობენ.
სოლიდური ამძრაობა ნებისმიერ ზედაპირზე
Porsche 911 Dakar აღჭურვილია 3 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი Biturbo-ძრავით, რომელსაც 480 ცხენის ძალა და 570-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი აქვს. ეს აგრეგატი შესანიშნავი პერფორმანსის გარანტიაა და ბოქსერისთვის დამახასიათებელი ემოციური ჟღერადობითაც გამოირჩევა. აღნიშნული ძრავა 911 Dakar-ს ადგილიდან 100 კმ/სთ-ამდე 3,4 წამში აჩქარებს, მაქსიმალური სისწრაფე კი, All-Terrain-საბურავების გამო, 240 კმ/სთ-ია.
ხსენებული ძრავა, სტანდარტულად, 8-საფეხურიან PDK-სთან და პორშეს სრული ამძრაობის სისტემასთან თანამშრომლობს. სერიულ კომპლექტაციაში შედის ასევე უკანა თვლების მოხვევა, 911 GT3-ის ძრავის საყრდენი ბალიში და რხევების სტაბილიზაციის სისტემა PDCC. ხსენებული კომპონენტების ერთობლიობა 911 Dakar-ს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთნაირად დინამიკურად დადიოდეს როგორც ქვიშასა და ხრეშზე, ისე სარბოლო ტრეკზეც, ისეთზე, როგორიცაა ნიურბურგრინგის "ნორდშლაიფე".
უგზოობაზე მაქსიმალურ შესაძლებლობებს ემსახურება სვლის ორი ახალი რეჟიმიც, რომელთა გააქტიურებაც საჭეზე განთავსებული ჩამრთველითაა შესაძლებელი. რეჟიმი "რალი" განკუთვნილია განსაკუთრებით არათანაბარი და უსწორმასწორო, რალის სტილის უგზოობისთვის, როცა სრული ამძრავი უფრო მეტად უკანა ღერძზეა ორიენტირებული. მეორე კი "ოფროუდრეჟიმი" გახლავთ, რომელიც ავტომატურად აქტიურდება და რთულ უგზოობაზე და ქვიშაში მაქსიმალურ მოჭიდებას ემსახურება. ორივე რეჟიმში შესაძლებელია "რალის ლანჩ კონტროლის" გააქტიურება — ეს სისტემა შთამბეჭდავ აჩქარებას ემსახურება.
აღსანიშნავია კარბონის უკანა სპოილერი და 911 GT3-იდან გადმოტანილი კარბონის კაპოტი. ამასთანავე, ავტომობილს სერიულად მოჰყვება "ოფროუდვიზუალისთვის" დამახასიათებელი დეტალები. საინტერესოა, რომ 911 Dakar 1 605 კილოგრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ PDK-თი აღჭურვილ 911 Carrera 4 GTS-ზე მხოლოდ და მხოლოდ 10 კილოგრამით მძიმეა.
ინტერიერის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია სერიული Racetex-კომპლექტაცია სპეციალური, Shadegreen ფერში გადაწყვეტილი ნაკერებით. Rallye Sport პაკეტში ოფციურად შედის დამცავი მილოვანი ძელი, 6-წერტილიანი უსაფრთხოების ღვედები და ცეცხლმაქრი. 911 Dakar-ის მფლობელებს შეუძლიათ, ექსკლუზიურად შეუკვეთონ ასევე Porsche Design Chronograph 1 ‒ 911 Dakar ან Chronograph 1 ‒ 911 Dakar Rallye Design Edition. მისი კორპუსი პირველად დამზადდა განსაკუთრებით გამძლე და მსუბუქი რკინის კარბიდისგან.
ახალი Porsche 911 Dakar-ის შეკვეთა უკვე პორშე ცენტრი თბილისშიც არის შესაძლებელი.
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა




კომენტარები