ბილდინგტეკის დეკორატიული ფასადის აგური
ქართული აგურის უპირატესობა
ფოტო: BuildingTec
აგურის მწარმოებელ ქართულ კომპანიაში, ბილდინგტეკში, ამბობენ, რომ საქართველოში წარმოებული აგური გამოირჩევა თავისი ნიშან-თვისებებით. ბრენდის წარმოებული პროდუქციის შესახებ მეტს ვებგვერდიდან — agurebi.ge — შეიტყობთ, თუმცა, ამ სტატიიდან გაიგებთ, რით გამოირჩევა ბილდინგტეკის ქართული აგური.
იცოდით, რომ ექსპორტზე გასული ნამდვილი ქართული აგური, კვადრატული მეტრი, ესპანეთში პოლონეთსა და სერბეთში არანაკლებ 230 ევროდ ყოფილა შეფასებული?
საქართველოში ნიადაგიდან წარმოებული თიხა შეიცავს დიდი რაოდენობით დიოფსიდს, ვოლასტონიტს და ორთოკლაზას. შეიძლება ეს მინერალები თქვენთვის უცნობია, თუმცა, ბილდინგტეკში ხსნიან, რატომ ჰქონდა ქართულ აგურს ევროპულ ბაზარზე წარმოუდგენლად დიდი ფასი და რატომ შენდებოდა ამ მასალით 1850-1920 წლებში მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლების სახლები.
ფოტო: agurebi.ge
ფოტო: agurebi.ge
ქართული აგური, კახური აგური, ეგრეთ წოდებული რუსული აგური, რომელსაც ქართულ რუხს და მუქს ეძახიან — ყველა ეს მასალა წარმოებულია საქართველოში. ქართული აგური გამოირჩეოდა არა მარტო შენაერთებით, არამედ სილამაზით, გამძლეობითა და უკვდავი იერსახით, რომელსაც შეუძლია, ასწლეულებს გაუძლოს.
ბილდინგტეკში ამბობენ, რომ დღეს წარმოებული აგური არის 2-ჯერ უფრო სუსტი, ვიდრე ნამდვილი ძველი ქართული აგური. წინა საუკუნეში წარმოებული აგურიც კი ბევრჯერ აღემატება გამძლეობით დღეს შექმნილ ქარხნულ აგურს, იქნება ეს ევროპაში წარმოებული თუ საქართველოში.
აგურის საშუალებით შეძლებთ, თქვენს ინტერიერს შემატოთ სიგრილე ზაფხულში და სითბო ზამთარში; ამასთან, შექმნათ არა მარტო ლამაზი ექსტერიერი და ინტერიერი, არამედ კლასიკური და ანტიკვარული აგურის კედელიც.
მაინც რა უპირატესობა აქვს ბილდინგტეკის წარმოებულ აგურს?
ქართული მიწიდან მოპოვებული აგურის მთავარი უპირატესობა მისი თერმული მასაა. თერმული მასა არის მკვრივი მასალის უნარი, შეიწოვოს, შეინახოს და გაათავისუფლოს სითბო ან სიცივე. ეს ნიშნავს, რომ მისით აშენებულ შენობაში ზაფხულში უფრო გრილა, ზამთარში კი — თბილა.
"ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა იმის გათვალისწინებით, რომ სახლის საშუალო ენერგიის მოხმარების 30 პროცენტზე მეტი შედგება გათბობისა და გაგრილებისგან", — აღნიშნავენ ბილდინგტეკში.
აგურის ენერგოეფექტურობა
ფოტო: BuildingTec
ფოტო: BuildingTec
როგორც აგურის მწარმოებელი ქართული ბრენდი აცხადებს, სითბოს ასახვისა და შენარჩუნების უნარის გამო, ეს სამშენებლო მასალა სხვებზე უფრო ენერგოეფექტურია. ზაფხულში სიგრილის, ზამთარში კი სითბოს შენარჩუნებით, ის დაგეხმარებათ, შეამციროთ თქვენი გადასახადები.
გარდა სითბოსა და ენერგოეფექტურობისა, აგურის სახლები გვიცავენ მაღალი ქარისგან. ამასთან, მიწისძვრის შემთხვევაში, გარე თუ შიდა ფასადი კინეტიკურ ენერგიას ანაწილებს მის მასაზე, შედეგად, აგურით მოპირკეთებული ინტერიერი თუ ექსტერიერი მასის 24,3% გარე მხარეზე კონცენტრირდება.
ფოტო: agurebi.ge
ფოტო: agurebi.ge
ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში ქარის მეცნიერებისა და ინჟინერიის კვლევის ცენტრში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მყარი აგურის ფასადით მოპირკეთებულ შენობას, რომელსაც ქარიშხალი დაატყდება თავს, დასჭირდება 80 მლ/სთ-ზე მეტი სიჩქარე, რათა შეაღწიოს კედელში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი ქარის შემთხვევაში, როგორიცაა ქარიშხალი, ტროპიკული ქარიშხალი ან ტორნადო.
მართალია, საქართველოში მსგავსი პრობლემა იშვიათია, მაგრამ აგური მაინც ხელსაყრელ სამშენებლო მასალად მიიჩნევა.
ბილდინგტეკის წარმოებული და, ზოგადად, ქართული აგური, არის ნესტგამძლე. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მისგან განსხვავებით, არსებობს ეგრეთ წოდებული მატყუარა აგური, რომელიც შედგება ცემენტის და სილის ნარევისგან, ასევე სხვა რამდენიმე ნივთიერების ნაერთით. მისი განსხვავება ნამდვილი აგურისგან დაკვირვების გარეშე რთულია.
"'მატყუარა აგური' შეიძლება იყოს ლამაზი, მაგრამ მას არ აქვს ის ნიშან-თვისებები, რაც, მაგალითად, ბილდინგტეკის წარმოებულ აგურს".
ამ და სხვა მიზეზების გამო, კომპანია ირწმუნება, რომ მათი წარმოებული აგური გამოირჩევა ყველა იმ თვისებით, რომელიც მომხმარებელსა და მის სახლს ან სამსახურის შენობას სჭირდება, იქნება ეს შიდა თუ გარე ფასადზე.
"ჩვენი კომპანია იზრუნებს იმაზე, რომ არა მარტო თქვენ, არამედ 100 წლის შემდეგ სხვაც დატკბეს ჩვენი აგურის ყურებით", — ამბობენ ბილდინგტეკში.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები