10 ცნობილი დედა საბავშვო ლიტერატურიდან
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
დღეს, 3 მარტს, საქართველოში დედის დღეს აღინიშნება, ამიტომ გადავწყვიტეთ, სულაკაურის გამომცემლობასთან ერთად გაგაცნოთ და გაგახსენოთ დედები ლიტერატურული სამყაროდან. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან — ზოგი მშვიდია, ზოგიც ყოვლისშემძლე, გულისხმიერი თუ მებრძოლი, თუმცა ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს — შვილებისადმი უპირობო სიყვარული და ზრუნვა.
1. დედა მუმინი — მშვიდი დედა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
დედა მუმინი მშვიდი და თავდაჭერილია. მისი წყალობით მუმინების სახლი უსაფრთხო და სიყვარულით სავსე სივრცეა არა მხოლოდ მუმინებისთვის, არამედ უამრავი არსებისთვის, რომლებსაც აქ თუნდაც ერთი საღამო გაუტარებიათ. დედა არასდროს არაფერს უკრძალავს მუმინტროლს. ამ საოცარი დედა-შვილის ურთიერთობა ურთიერთნდობაზეა დამყარებული. დედა მუმინს, უამრავი საზრუნავის მიუხედავად, საკუთარი თავისთვისაც შეუძლია ხოლმე დრო გამოყოს — ის საქმე აკეთოს, რაც თვითონ სიამოვნებს, ან ზოგჯერ უბრალოდ ჩამოჯდეს და ჩაფიქრდეს.
2. ლუვისი — რაციონალური დედა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ყაჩაღის ასული რონიას დედა, ლუვისი, რაციონალური და მშვიდი, მზრუნველი და პრაგმატული, მაგრამ მკაცრი ქალია, რომელსაც ყაჩაღთა დიდი ოჯახის უკლებლივ ყველა წევრი პატივს სცემს და უსიტყვოდ ემორჩილება. ლუვისს არ უყვარს კონფლიქტები; ურჩევნია, არ ჩაერთოს მასში ან მშვიდად, გონივრული გადაწყვეტილებებით მოაგვაროს ის. ლუვისი ერთადერთი პერსონაჟია, ვინც მზრუნველად, თანაგრძნობით ექცევა შვილის მეგობარ ბირკს და თავიდანვე პატივს სცემს ბავშვების მეგობრობას. როცა საქმე შვილის ინტერესების დაცვას ეხება, ლუვისი მზად არის, დაუპირისპირდეს ყველას, მათ შორის საკუთარ მეუღლესაც — ყაჩაღების მეთაურს.
3. მისის ჰეფლი — დროს ჩამორჩენილი დედა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
წრიპა ბიჭის დედას მკითხველი გრეგის თვალით ხედავს და ამიტომაც არის საინტერესო ეს გმირი თანამედროვე დედებისთვის. მას ჰგონია, რომ ზრუნავს, მაგრამ სინამდვილეში გრეგს არ სჭირდება ასეთი ზრუნვა; ჰგონია, რომ სამართლიანია, მაგრამ უსამართლოა, თუ საქმე მენის ეხება; ჰგონია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება თანამედროვე ტექნოლოგიებს გამორიცხავს და რა თქმა უნდა, ცდება; ალბათ ამიტომაც მთავრდება ხოლმე კრახით მისი ყველა მცდელობა, გააერთიანოს ოჯახი.
4. მისის ბრაუნი — თავგადასავლების მოყვარული დედა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მზრუნველ და სიკეთით გამორჩეულ მერის ძალიან უყვარს თავგადასავლები. პადინგტონის სადგურზე გზაკვალარეულ დათუნიას მოჰკრავს თუ არა თვალს, მაშინვე გადაწყვეტს, რომ მასთან ერთად უჩვეულო თავგადასავალი ელოდება. თანაც ლონდონში დაკარგულ საბრალო დათვს ბედის ანაბარა ხომ არ მიატოვებს? მისის ბრაუნს თავგადასავლებისადმი ინტერესი ყოველთვის უბიძგებს, არ შეუშინდეს სიახლეებს და ყველა პრობლემას მსუბუქად შეხედოს. შეიძლება ეს იდეალისტურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ასეთი თვისება აქცევს მისის ბრაუნს ძლიერ დედად და მას და მის ოჯახს ეხმარება, იმედით შეხედონ ცხოვრებას.
5. ლილი პოტერი — თავგანწირული დედა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ლილი პოტერის პერსონაჟი ნაწარმოებში ხშირად არ ჩნდება, რადგან ის ჰარის ჯადოსნური თავგადასავლის დაწყებამდე 11 წლით ადრე დაიღუპა, მაგრამ სწორედ მისმა დედობრივმა მზრუნველობამ და თავგანწირვამ აქცია ჰარი რჩეულად და ბიჭად, რომელიც გადარჩა. ის სიკვდილის მერეც მუდამ შვილის გვერდით იყო და ურთულეს მომენტებში იცავდა მას. ლილი პოტერი არის სიმბოლო იმისა, რომ სიყვარული მართლაც უდიდესი ჯადოსნობაა და მის ძალას წინ ვერავითარი ბოროტება ვერ აღუდგება.
6. ქალბატონი უისლი — ყოვლისშემძლე დედა
კიდევ ერთი განუმეორებელი დედა ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროდან – ქალბატონი მოლი უისლი, "ბუნაგის" დიასახლისი და საოჯახო ჯადოსნობებში დიდად გაწაფული, უისლების მრავალრიცხოვანი ოჯახის მოყვარული დედა, რომელიც ჰარისაც უწევს დედობას. ერთდროულად მკაცრი და ხალისიანი ქალბატონი უისლი დღედაღამ შვილებზე ზრუნავს და ფიქრობს. საყვარელი შვილების დასაცავად უყოყმანოდ შეებრძოლება ნებისმიერს და ასეც მოხდა – სწორედ მან დაამარცხა ბნელი ბატონის ერთ-ერთი უძლიერესი მსახური ბელატრისა ლესტრეინჯი.
7. მისის დარელი — მხარდამჭერი დედა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მხოლოდ მისის დარელის მსგავსი ექსცენტრიკული და გულკეთილი ქალბატონი შეძლებდა ისეთი ურთიერთგანსხვავებული შვილების მართვას, როგორებიც იყვნენ ლარი, ლესლი, მარგო და ჯერი დარელები. ქალბატონი დარელი მუდამ მხარს უჭერდა შვილების ყველა, თუნდაც თავზეხელაღებულ წამოწყებას, გვერდში ედგა მათ და არ ანაღვლებდა თავისი საყვარელი ნაშიერების განსხვავებული გატაცებების ერთ სახლში თავმოყრით შექმნილი ქაოსი.
8. მისის მარჩი — გულისხმიერი დედა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მისის მარგარეტ მარჩი დიდ ოჯახს უძღვება, მხარში უდგას მეუღლეს, ყველაზე მეტს შრომობს, თუმცა არასოდეს წუწუნებს. მისი ზრუნვა თანაბრად ვრცელდება მეუღლესა და ოთხ გოგოზე, ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებსა თუ მეზობლად მცხოვრებ ღარიბებზე. ქრისტიანული სიყვარულისა და სამართლიანობის მაგალითს აძლევს რომანტიკულ მეგის, ფიცხ და ჯიუტ ჯოს, მორცხვ ბეთსა და ეგოისტ, ამბიციური ემის, დედობრივ სიყვარულს არ აკლებს დედ-მამის გარეშე დარჩენილ ლორის. მას ეამაყება, რომ შვილები და ლორიც კი, ენდობიან, გულს უხსნიან და მის რჩევას ისმენენ. მისის მარჩს იმდროინდელი საყოველთაოდ მიღებული პირობითობები არ აღელვებს — სრულებით არ მიაჩნია მისაღებად ქალის გათხოვება უსიყვარულოდ, მხოლოდ ფულისათვის, ურჩევნია მისი გოგოები ბედნიერები იყვნენ თუნდაც ხელმოკლე ქმრების გვერდით, ვიდრე ფუფუნებით იცხოვრონ უბედურებმა და საკუთარი თავის პატივისცემა დაკარგონ. ყოველთვის არ არის იოლი, მაგრამ მომთმენი, გულისხმიერი, ყურადღებიანი და პრინციპული მისის მარჩი მუდამ ცდილობს, მართებულად მოიქცეს და გული არ გაუტეხოს ოჯახის წევრებს.
9. მისის ბენეტი — ქარაფშუტა დედა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მისის ბენეტი ერთდროულად სახალისო და შემაწუხებელი პერსონაჟია. ამ ქოთქოთა, შვილების მომავალზე თავისებურად მზრუნველ ქალბატონს, მარმისგან განსხვავებით, ქალიშვილების გათხოვების გარდა არაფერი აინტერესებს. ბედის ირონიით, რაც მეტად მიისწრაფვის ის ამ მიზნისაკენ, მით უფრო შორდება მას და პოტენციურ სასიძოებსაც აფრთხობს, იმის ნაცვლად, მათზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოს. საზოგადოებრივი სტატუსის ძიებაში გართულ მისის ბენეტს ხშირად ავიწყდება ტაქტი და ზომიერება, დედის ქარაფშუტული საქციელის უსიამოვნო შედეგებს კი მისივე ქალიშვილები იმკიან.
10. იზაბელ პულმანი — მებრძოლი დედა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
იზაბელ პულმანი ავგუსტის დედაა. ათი წლის ავგი თავისი თანატოლებისგან სახის არაერთი თანდაყოლილი პათოლოგიით განსხვავდება. სამედიცინო თვალსაზრისით "საოცრება" ბავშვი იზაბელისთვის მართლაც საოცრებაა იმ წუთიდან, როცა პირველად დაინახა და პაწია დეფორმირებულ სახეზე მხოლოდ მისი ლამაზი თვალები შეამჩნია. იზაბელი გადაწყვეტს, მისმა შვილმა ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს, წყვეტს მის საშინაო სკოლაში სწავლებას და ნამდვილ სკოლაში უშვებს. რადგან მისის პულმანს სჯერა, რომ "დედამიწაზე კარგი ხალხი უფრო მეტია, ვიდრე ცუდი და კარგი ხალხი ერთმანეთს უვლის და უფრთხილდება". სწორედ ამ მაქსიმას დასამტკიცებლად იბრძვის ეს შესანიშნავი დედა.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები