ბელარუსი უკრაინელი დიპლომატების ნაწილს აძევებს
ფოტო: Alexei Druzhinin / Russian Presidential Press and Information Office
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნიდან უკრაინელ დიპლომატთა ნაწილს აძევებენ და ტერიტორიის დასატოვებლად 72 საათს აძლევენ. უკრაინსკა პრავდა წერს, რომ საუბარია 12 დიპლომატზე.
მიზეზად უწყება უკრაინის "არამეგობრულ ნაბიჯებს" და კრიტიკულ განცხადებებს ასახელებს. ამის ფონზე ისინი ამტკიცებენ, რომ უკრაინელი ხალხი ნებისმიერ სიტუაციაში იყო და რჩება ბელარუსის "ძმურ ერად, უკრაინა კი მეზობლად".
"სწორედ ეს პოსტულატი ედო საფუძვლად ბელარუსის მუდმივად თავშეკავებულ რეაქციებს. თუმცა ჩვენი აღქმის საზღვრებს ცდება უკრაინის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ბელარუსის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარი ნების წინააღმდეგ აღმოჩნდნენ კონფლიქტის ზონაში — ქონების კონფისკაცია, აგდებული დამოკიდებულება დიპლომატებთან და მათი ოჯახის წევრებთან. ეს ყველაფერი ცინიკური მცდელობაა, რომ ერებს შორის სიძულვილი გააღვივონ", — განაცხადეს სამინისტროში.
უწყების თქმით, უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა ბელარუსში 1+4 ფორმატში გააგრძელებს მუშაობას. მათივე თქმით, რადგან პერსონალი აღარ იქნება, მიიღეს გადაწყვეტილება დახურონ ბრესტში უკრაინის გენერალური საკონსულო. ამის ფონზე ბელარუსში აცხადებენ, რომ 15 აპრილამდე აწესებენ უვიზო რეჟიმს უკრაინიდან გამოსული პირებისთვის.
უკრაინამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთხელ გააკრიტიკა ბელარუსი რუსეთის მხარდაჭერის გამო. ოფიციალურად ბელარუსის ჯარები ომში ჩართული არ არის, თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ მათ ტერიტორიას რუსეთი უკრაინული დასახლებების დასაბომბად იყენებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ უკრაინელმა მესაზღვრემ ბელარუსის ელჩს 30 ვერცხლი გადასცა და მოუწოდა ის მათი სასაზღვრო დაცვის უფროსისთვის გადაეცათ, როგორც ზურგში დარტყმისა და ღალატის სიმბოლო.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები