კონგრესმენი შერმანი ქართულ ოცნებას სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს
ფოტო: Bill Clark/CQ Roll Call
ამერიკელი კონგრესმენი, ბრედ შერმანი ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანონ. ამის შესახებ მან ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ, დაუსწრებლად წარდგენილი ბრალდებების გამო მის დაპატიმრებას მოჰყვა. ბრალდებების, რომელსაც აკრიტიკებენ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს.
ექსპრეზიდენტის პატიმრობის გაგრძელება საფრთხეს ქმნის იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური ბზარები გაღრმავდება და გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიას. რამდენადაც საქართველში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, რომელმაც შეარყია საზოგადოების ნდობა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისადმი, ოპოზიციური ფიგურების, მიხეილ სააკაშვილისა და მანამდე ნიკა მელიას დაკავების ტენდენცია არაა ის გზა საქართველოსთვის, რითაც მნიშვნელოვანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური ტრაექტორია უნდა გააგრძელოს.
როგორც წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი, მოვუწოდებ ქართული ოცნების მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გადაიყვანონ საავადმყოფოში კრიტიკული მკურნალობისთვის. სააკაშვილისთვის შესაბამის სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის გარანტია არსებითია ქართველი ხალხის ნდობის აღდგენისა და საქართველოს სწორ დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად", — აცხადებს კონგრესმენი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან, 31-ე დღეა შიმშილობს. გუშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე, რადგან მას არ სურს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა. თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ აპირებს ის სამოქალაქო კლინიკაში მოათავსოს და აცხადებს, რომ დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი, რათა პატიმრებს შესაბამისი სამედიცინო დამხარება გაუწიონ. გარდა ამისა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილს მკურნალობაზე უარი არ უთქვამს იღებს ყველა იმ სითხეს, პრეპარატსა და აბს, რასაც იღებდა წინა დღეების განმავლობაში.
გაიგე მეტი:
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები