ღარიბაშვილის თქმით, ხალხს ადგილზე პროგრესის განცდა აქვს, მაგრამ "ცილისწამების ნიაღვარი" შემაფერხებელია
ფოტო: ქართული ოცნება
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა ყველა სფეროში მუდმივად პროგრესს განიცდის, თუმცა ამას მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი ამჩნევს, ვინც ადგილზეა, დანარჩენისთვის კი, კრიტკული მედიის მხრიდან წამოსული "ცილისწამების ნიაღვარის" გამო, შეუმჩნეველი რჩება.
"ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს ბოლო 8 წლის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომ არაერთი პროექტი განვავითარეთ, განვახორციელეთ, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში გვაქვს რეალური, ხელშესახები პროგრესი. იქნება ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით, ეკონომიკის, რეალური წარმოების განვითარების, ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების მიმართულებით თუ სხვა, თუნდაც განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ დიდი პროგრესი, მაგრამ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ამის განცდა აქვს ადგილზე, ვინც ადგილზე უყურებს ამ ყველაფერს, თუმცა ის, ასე ვთქვათ, ის დამაბნეველი ნიაღვარი ცილისწამების და კამპანიის, აგრესიული კამპანიის, რომელიც მოედინება ყოველდღიურად მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი შემაფერხებელი. ყოველდღიური სტრესი და ძალადობას ისმენს ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, პირდაპირ ძალადობის პროპაგანდა მიმდინარეობს და სიძულვილის პროპაგანდა მომდინარეობს მათი ტელევიზიებიდან", — ამბობს ღარიბაშვილი.
ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის წარდგენისას ღარიბაშვილმა უმეტესი დრო ისევ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარს დაუთმო. "მჩაგვრელ" ხელისუფლებას ტერორსა და ძალადობაში ადანაშაულებს, კრიტიკულ ტელევიზიებს კი სიძულვილის პროპაგანდაში. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ საქართველოს ნანატრი თავისუფლება მოუტანა, მანამდე კი უსამართლობა სუფევდა.
"ჩვენ ვმართავთ ქვეყანას დემოკრატიულად და მართლა ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ თავისუფლება, რომელიც იყო ასე ნანატრი 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე. სხვათაშორის, ძალიან დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც პირველ ოქტომბერს მთელმა ქვეყანამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და სამეგრელოში, მე მინდა გავიხსენო, თუ რაოდენ, თუ როგორი უსამართლობა, არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ მთელს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უსამართლობა იყო დამკვიდრებული და სუფევდა ყველგან ეს მჩაგვრელი ხელისუფლება. მათი ხელწერა იყო ტერორი, შანტაჟი, ჩაგვრა ჩვენი მოსახლეობის, რაც ჩვენ, ყველამ ერთად დავასრულეთ, მეგობრებო", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში, რადგან "ქართველი ხალხი ბრძენია, ხალხმა იცის კეთილის და ბოროტის, შავი და თეთრის გარჩევა".
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები