ამას თუ გაატარებს ქვეყანა, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით — ხიდაშელი
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, 5 ივლისის აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივ ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და აბა, ის 9 წელი ჯობდაო, იკითხავს, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით ვერასდროს". ამის შესახებ ხიდაშელმა Facebook-ზე დაწერა.
"ვინც კურთხევა მისცა, ვინც წააქეზა, ვინც ფსევდო ტრადიციებს ამოფარებული გულშემატკივრობდა ამ ბრბოს ხელის აუკანკალებლად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. მანიაკებთან ენის მოჩლექით არ საუბრობენ, არც დაყვავებით გაკეთილშობილდებიან, მათ მხოლოდ კანონის ენა ესმით, მკაცრი სასჯელის ენა. სწორედ ეს სასჯელი უნდა მიიღონ მათ შორის ხვალინდელი და ზეგინდელი ძალადობის შესაჩერებლად, სხვა სიცოცხლეების გადასარჩენად.
ნუ დაიჯერებთ, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეა, რაღაცეები თავისით მოხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ირანში და ჩრ. კორეაშიც 21-ე საუკუნეა. 21-ე საუკუნის შესაბამისი ყოფისთვის მთავარი ბრძოლა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ ჩვენი შვილებისთვის", — წერს თინა ხიდაშელი.
ის გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება და მედიასა და საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რომ ამ დღეებში ვერ აქტიურობს.
"მაპატიეთ, რომ ამ დღეებში თქვენს გვერდით ვერ ვიყავი, მხარში ვერ ამოგიდექით და თქვენი დაცვა ვერ შევძელი. იმედი მაქვს, მალე ფეხზე დავდგები და როგორც ყოველთვის, თავისუფალი ქვეყნისთვის მებრძოლ ჯარისკაცთა რიგებში ჩავდგები ჩემი სამშობლოს მოძალადე მანიაკებისგან გასათავისუფლებლად!" — წერს ის.
ალექსანდრე ლაშქარავა დღეს, 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
იმ ათობით ადამიანიდან, რომლებიც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას ცდილობდნენ და TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ჯერჯერობით მხოლოდ ორია დაკავებული. აკაკი ნაკაშიძისა და თორნიკე დავლაშელიძის სასამართლო პროცესი 9 ივლისს გაიმართა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე ითხოვდა მათ გათავისუფლებას 2 000-2 000 ლარიანი გირაოთი.
"ჩემი აზრი მინდოდა დამეფიქსირებინა, როგორც მართლმადიდბელი კაცის და მერე ქაოსმა მოიცვა ყველაფერი [...] ემოციებიდან გამომდინარე მოხდა", — განაცხადა აკაკი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესზე.
"ჩემი ცხოვრებისეული წესიდან გამომდინარე, სადაც ვყოფილვარ საზოგადოებაში, ვერავინ იტყვის რომ მკვლელი ვარ, ქურდი ვარ, ყაჩაღი ვარ, საერთოდ არ მახასიათებს ასეთი რაღაცები... რაც შეეხება ძალადობას, არავის მომართ განმიხორციელებია", — უთხრა მოსამართლეს თორნიკე დავლაშელიძემ.
პროკურატურამ ნაკაშიძესა და დავლაშელიძეს, ასევე მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, თემურ ხარაულსა და ილია ქებაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4 წლიდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
გაიგე მეტი:
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები