ისევ სუსი მოგვისმენს
ფოტო: GovernmentSecrets.com
საქართველოში ფარულ თვალთვალს ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) განახორციელებს, ოღონდ, უკვე მის წიაღში აღმოცენებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მეშვეობით, რომელიც გადასახადის გადამხდელებს დამატებითი თანხა დაუჯდება.
ბოლო წლების ცხარე პოლიტიკური დისკუსიის მიზეზი - ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობამ პირველ მარტს 87 ხმით დაამტკიცა.
ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები სწორედ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელში იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ სააგენტოს ექნება წვდომა, საქართველოს GSM ოპერატორებისა და ინტერნეტ პროვაიდერების კომუნიკაციების სისტემებზე მიერთებულ ე.წ შავ ყუთებზე, რომლებიც ერთდროულად, რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქის მოსმენა-თვალთვალის საშუალებას იძლევა.
ფოტო: VOA
გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული „ეს შენ გეხებას“ ფარული თვალთვალის საწინააღმდეგო კამპანიაში, ამბობს, რომ ეს კანონი, ერთის მხრივ, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ, ქმნის საშიშროებას, რომ მოსმენების კუთხით, საქართველოში კიდევ უფრო უკონტროლო ვითარება მივიღოთ:
„აქამდე არსებოდა თვალთვალისა და მოსმენების ე.წ ორგასაღებიანი სისტემა. როდესაც ერთი „გასაღების“ მფლობელი საგამოძიებო ორგანო აპირებდა თვალთვალის დაწყებას, მეორე „გასაღები“ ჰქონდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
2016 წლის აპრილში, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს „ორი გასაღები“ საკმარისი არ არის, დაამატეთ კიდევ რაიმე მექანიზმი იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს რეალური კონტროლიო.
ახლა რა გააკეთეს ჩვენმა კანონმდებლებმა? მეორე „გასაღები“ წაართვეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და შექმნეს, ძალიან ზოგადი, მითიური, "მაკონტროლებელი სისტემები", რომელიც რეალურად მაკონტროლებელი არ არის.
ახლა რა გააკეთეს ჩვენმა კანონმდებლებმა? მეორე „გასაღები“ წაართვეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და შექმნეს, ძალიან ზოგადი, მითიური, "მაკონტროლებელი სისტემები", რომელიც რეალურად მაკონტროლებელი არ არის. ერთადერთ სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ კი ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დარჩა.“
საკონსტიტუციო სასამართლომ კამპანია “ეს შენ გეხებას” სარჩელი 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციური იყო და პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსმა ორგანომ, რომელიც თავად არის დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით.
„მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა 2 წლის მანძილზე, ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს” - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკას არ იზიარებენ მმართველ გუნდში.
ფოტო: VOA
ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, სუს-ის ახალი სააგენტოს კონტროლის მექანიზმები, მათ შორის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას შეამოწმებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი, მოქალაქეებს პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტი იქნება.
ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს:
ახალი კანონით, გვაქვს სტანდარტი, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი, რომლითაც უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლება და უსაფრთხოება. ახლა საჭიროა, რომ ეს ახალი სისტემა 31 მარტამდე ამოქმედდეს.
„ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევასრულეთ. ახალი კანონით, გვაქვს სტანდარტი, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი, რომლითაც უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლება და უსაფრთხოება. ახლა საჭიროა, რომ ეს ახალი სისტემა 31 მარტამდე ამოქმედდეს.“
პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნის. საპარლამენტო უმრავლესობა იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებს გაუფრთხილდება და ხელმოწერას 31 მარტამდე მოასწრებს.
კამპანიაში, “ეს შენ გეხება", ჩართული სამოქალაქო სექტორი კი ელის, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტოს დაადებს.
ფარული თვალთვალის საკანონმდებლო რეგულაციების მიღების ქრონოლოგია (2013-2017)
- 2012 ოქტომბერი - ახალმა პრემიერმა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ უკანონო თვალთვალის და მიყურადების აღსაკვეთად შეიქმნებოდა ძლიერი საკანონმდებლო და აღმასრულებელი მექანიზმები;
- 2014 მარტი - „ეს შენ გეხებამ“ დაიწყო კამპანია ფარული მიყურადების არსებული პრაქტიკის წინააღმდეგ;
- 2014 ოქტომბერი - პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ელეტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ფარული თვალთვალის ერთი გასაღები ისევ შსს-ს დარჩა, მეორე გასაღების გამოყენების უფლება კი მხოლოდ ფარული სატელეფონო მოსმენის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიენიჭა;
- 2014 ნოემბერი/დეკემბერი - იმის გამო რომ შსს-მ გასაღები შეინარჩუნა, პრეზიდენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო დაძლია და მარგველაშვილმა კანონს ხელი მოაწერა;
- 2015 თებერვალი - სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „ელეტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის ის მუხლი, რომლითაც შსს-ს ფარული თვალთვალის გასაღები დარჩა;
- 2015 აპრილი - ანალოგიური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს „ეს შენ გეხებამ“, მოგვიანებით ორივე ეს სარჩელი გაერთიანდა;
- 2015 ივლისი - შსს-ს სუს-ი გამოეყო;
- 2016 აპრილი - საკონსტიტუციო სასამართლომ „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე, არაკონსტიტუციურად ცნო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც სუს-ს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის გზით მოსმენების განხორციელების საშუალებას აძლევდა. სასამართლომ ამ საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა;
- 2017 იანვარი - პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებიც შევიდნენ, თუმცა მას შემდეგ არც, საპარლამენტო უმრავლესობამ საკუთარი კანონპროექტი წარმოადგინა, სადაც გასაღები ისევ სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ახალი სააგენტოს ხელში დარჩა, „ეს შენ გეხებამ“ სამუშაო ჯგუფი დატოვა. უმრავლესობის კანონპროექტი გააკრიტიკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში;
- 2017 თებერვალი - პარლამენტმა სამივე მოსმენით განიხილა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და 87 ხმით, 2-ის წინააღმდეგ საბოლოოდ დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და პატრიოტთა ალიანსმა. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
-
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე? Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
-
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
-
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
-
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია" ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
-
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
-
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
გადახედვა
-
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
-
საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა
გადახედვა
კომენტარები