ლელო მასშტაბური მიტინგის წინასაპროტესტო მსვლელობას შეუერთდა
ფოტო: ლელო
ლელომ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებთან ერთად, დღეს, 7 ნოემბერს, რუსთაველზე მსვლელობა გამართეს. მათ გააპროსტესტეს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგები.
ოპოზიციური პარტიები, 8 ნოემბრის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, მსვლელობის მიზანია მოსახლეობას მოუწოდებენ აქციაზე მოსვლისა და იმ შედეგების გაუქმების მოთხოვნა, რომელიც არ ასახავს ხალხის ნებას.
"ხვალ, 3 საათზე აი აქ, ამ ადგილას, რუსთაველზე ჩატარდება მასშტაბური აქცია. დღეს ჩვენ ყველანი ერთ რამეს მოვითხოვთ , ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი — ხმის თავისუფლების დაცვა. ქართულმა ოცნებამ, ფაქტობრივად, ჯიბგირების მთავრობამ, ფეხქვეშ გათელა თითოეული ადამიანის არჩევანი, დაამახინჯა რეალობა, თან ისე, რომ ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია. ამიტომ, ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები არ დავთმობთ ჩვენს ხმებს და ვაჩვენებთ ძალიან დიდ ძალას ბიძინა ივანიშვილის და მის მომპალ ხელისუფლებას.
ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ამას აქ, ხვალ სამ საათზე მოითხოვს მთელი საქართველო. ყველა, ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე, ვისაც მობეზრდა გაჩერებულ ქვეყანაში არსებობა. ყველა, ვისაც მობეზრდა გაუბედურებული ეკონომიკა, უნდა დავდგეთ ერთად. ეს არ იკმარეს და გამოაცხადეს კომენდანტის საათი, უსუსური ნაბიჯებით დადიან უკვე. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ეს მუხტი აქ როგორმე ჩაქრეს. ამას ამით ვერ ჩააქრობენ, ამ აქციაზე ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა გვექნება და ყველა რეგულაციას დავიცავთ. აქ თავისუფალი ხალხი იქნება, მთავარი. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ძალას", — განაცხადა დათუნაშვილმა.
ლელოს მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის, საბა ბუაძის განმარტებით, მსვლელობები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღებენ შესაბამის შედეგს.
"ვაგრძელებთ მსვლელობებს და კომუნიკაციას ჩვენს ამომრჩეველთან. იმ ხალხთან, რომელიც თავს გრძნობს დამცირებულად, რომლის ღირსებაც შეილახა ამ არჩევნების მოპარვით. ვაჩვენებთ კონკრეტულ ოქმებს და გაყალბებას, მოვუწოდებთ ერთიანობისთვის, ერთიანი სულისკვეთებისთვის. იმისკენ, რომ დროებით გადავდოთ განსხვავებები და მოვახერხოთ, რომ სახელმწიფო გამოვტაცოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც 31 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნების სრულიად საწინააღმდეგოდ იმოქმედეს, მიიტაცეს ეს ქვეყანა და აგრძელებენ საქართველოში დემოკრატიის დამარცხებას", — აცხადებს ბუაძე.
-
ბოლნისში 42 წლის ქალმა 7 წლის შვილი ცივი იარაღით მოკლა ბოლნისში 42 წლის ქალმა 7 წლის შვილი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
საფრანგეთის მუზეუმში გამოფენილი ბანანის ინსტალაცია მოიპარეს საფრანგეთის მუზეუმში გამოფენილი ბანანის ინსტალაცია მოიპარეს
გადახედვა
-
ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული იდიომები ინგლისურ ენაზე ქვიზი: გამოიცანი ქართული იდიომები ინგლისურ ენაზე
-
საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ
- ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
-
"ჯერ საქართველო" ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო შეხვედრებს იწყებს "ჯერ საქართველო" ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო შეხვედრებს იწყებს
გადახედვა
-
არის ერთი ნიუანსი — თიბისისა და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო არის ერთი ნიუანსი — თიბისისა და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
-
"მოვითხოვთ გამჭვირვალობას, რეალურ მტკიცებულებებსა და სამართლიან დაცვას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ირაკლი ჩიხლაძის შვილი განცხადებას ავრცელებს "მოვითხოვთ გამჭვირვალობას, რეალურ მტკიცებულებებსა და სამართლიან დაცვას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ირაკლი ჩიხლაძის შვილი განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 45 წლის როლანდ დავითაძე მოკლეს ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 45 წლის როლანდ დავითაძე მოკლეს
გადახედვა
-
პროკურატურამ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
"ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა" — სულხან თამაზაშვილი გორის ინციდენტზე "ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა" — სულხან თამაზაშვილი გორის ინციდენტზე
გადახედვა
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ს Trivia-ს სუპერსაჩუქრები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ს Trivia-ს სუპერსაჩუქრები დაემატა
-
დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
კომენტარები