ხუნდაძემ ჯერ აღიარა, რომ კანონი დაარღვია, შემდეგ კი უარყო
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჯერ აიღარა, რომ კანონი დაარღვია, შემდეგ კი On.ge-სთან საუბრისას ეს ფაქტი უარყო. პლენარულ სესიაზე დეპუტატი ირწმუნებოდა, რომ ჰოსპიტალური სექტორის შემოწმებისას "სადეპუტატო ვალდებულება დათმო" და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა, რითიც მან კანონი დაარღვია, მაგრამ მორალური კანონი დაიცვა და ექიმები არ "გამოააშკარავა".
"მე ნამდვილად დავარღვიე მაშინ კანონი, მაგრამ არ დამირღვევია მორალური კანონი. თქვენ მთხოვდით, გამომეფინა ის კლინიკები, სადაც დარღვევები ნამდვილად იყო. მაგრამ მე გავითვალისწინე მორალური მხარე, რაშიც დავთმე ჩემი სადეპუტატო ვალდებულება და დავარღვიე, რომ ექიმები, რომლებიც წინა ხაზს იკავებდნენ და იბრძოდნენ, არ გამოვააშკარავე. იმიტომ რომ არ იყო ისეთი დარღვევები, რომელიც მაინცდამაინც ამის ვალდებულებას გამიჩენდა. ამ ექიმებთან მე, როგორც სადამსჯელო რაზმი კი არ ვიყავი ჩასული, მათთან ერთად ვალაგებდი, რომ კლინიკებში ინფექციის გავრცელება არ ყოფილიყო", — განაცხადა ხუნდაძემ.
ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხუნდაძეს ჰკითხა, რატომ დაარღვია კანონი და არ გაასაჯაროვა ანგარიში იმის შესახებ, როგორია ჰოსპიტალური სექტორის მზაობა. ჭიაბერაშვილი ასევე, ითხოვდა, რომ ხუნდაძეს ის კრიტერიუმები გაემხილა, რომლის მიხედვითაც საავადმყოფოებს ამოწმებდა.
On.ge დაუკავშირდა დიმიტრი ხუნდაძეს იმის დასაზუსტებლად, დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუმალა მხოლოდ ოპოზიციას თუ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსაც, რაზეც ხუნდაძემ გვიპასუხა, რომ ის დასკვნებს საბჭოს აცნობდა, თუმცა ოპოზიციასთან ამის ვალდებულება არ ჰქონია.
"მე არ მქონდა მათთან ვალდებულება, რომ მათთვის ეს გადამეგზავნა, მე ამ დასკვნებს ვაცნობდი საბჭოს და საბჭოზე ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. რა ვალდებულება მქონდა, რომ ეს დასკვნები მათთვის მიმეცა, სად არ ის ეს ვალდებულება. რა თქმა უნდა, ეს [კანონის დარღვევაზე] იყო რეპლიკა. მე კანონებს არ ვარღვევ", — განაცხადა ხუნდაძემ.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
კომენტარები