"გამარჯობა, თქვენ კორონას პაციენტთან ახლოს იყავით" – 19 მარტის შეჯამება
ფოტო: Guerrero/AFP/Getty Images
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
19 მარტის მდგომარეობით:
- 241 563 დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში
- 9 982 გარდაცვლილი
- 86 689 გამოჯანმრთელებული
საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 40
- კარანტინის რეჟიმში - 1 592
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 262
- გამოჯანმრთელებული - 1
დღის ფაქტი
"გამარჯობა, თქვენ კორონას პაციენტთან ახლოს იყავით" - ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო სმსებს უგზავნის იმ ადამიანებს, რომელთა ტელეფონის GPS კორონავირუსის მქონე პაციენტის GPS-ის მახლობლად ფიქსირდება.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
24 საათის განმავლობაში პირველად უხანში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ფოტო: AFP
ბოლო 24 საათის განმავლობაში პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც COVID-19-ის ეპიდემია დაიწყო, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების დღიდან ჩინეთში კორონავირუსით სულ 80 928 ადამიანი დაინფიცირდა და 3 245 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 70 ათასზე მეტი ადამიანი.
დღის ფოტო: მელბურნში მცხოვრები მოხუცი ქალი "მომმარაგებლების" გამო პროდუქტების გარეშე დარჩა
ფოტო: Shibahook / Reddit
კორონავირუსის თაიმლაინი
19 იანვარი: 100 შემთხვევა
24 იანვარი: 1 000 შემთხვევა
28 იანვარი: 5 000 შემთხვევა
12 თებერვალი: 50 000 შემთხვევა
6 მარტი: 100 000 შემთხვევა
14 მარტი: 150 000 შემთხვევა
18 მარტი: 200 000 შემთხვევა
19 მარტი: 225 000 შემთხვევა
დღის კარგი ამბავი
სამედიცინო სერიალები საავადმყოფოებს ნიღბების მარაგს გადასცემენ
Fox-ის სერიალმა The Resident გადაღებებისთვის განკუთვნილი ნიღბები, ხელთათმანები და ექიმების სამოსი ატლანტას ჰოსპიტალს გადასცა. ABC-ის The Good Doctor გეგმავს, რომ აღჭურვილობა ვანკუვერს გადასცეს, გრეის ანატომიის სპინოფმა, Station 19-მა კი N95 ნიღბები ონტარიოს სახანძრო დეპარტამენტს აჩუქა.
რა ხდება მსოფლიოში:
- დღეს ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში (+5322), ესპანეთსა (+3194) და გერმანიაში (+2993) დაფიქსირდა;
- გადაიდო კანის ფესტივალი;
- რუსეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა;
- მსოფლიო საპატრიარქო ყველა რელიგიურ მსახურებასა და წესის შესრულებას წყვეტს;
- ილონ მასკი დაგვპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ტესლა სასუნთქი აპარატების წარმოებას დაიწყებს;
- აშშ-ში შემთხვევების რაოდენობამ ბოლო 24 საათში 40%-ზე მეტით იმატა;
- აშშ ემზადება, რომ პანდემია 18 თვეს, ან მეტს გასტანს;
- სამხრეთ კორეაში გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობამ ახალი ინფიცირებების რიცხვს გადააჭარბა;
- სტარბაქსის თანამშრომლები ობიექტების დახურვას ითხოვენ. მათი თქმით, ყავა პირველადი საჭიროება არაა;
- კვლევა აჩვენებს, რომ თუ ჩინეთის მთავრობა სამი კვირით ადრე დაიწყებდა კორონავირუსის შეჩერების ღონისძიებებს, შემთხვევების რაოდენობა 95%-ით ნაკლები იქნებოდა, გავრცელების არეალი კი - შეზღუდული;
- ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ საზღვრები ჩაკეტეს;
- იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვმა ჩინეთში დაღუპულების რიცხვს გადაუსწრო;
- მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა;
- დანიაში სუპერმარკეტი 1 ცალ სადეზინფექციო სითხეს $5,8-ად ყიდის, 2-ს — $145-ად.
რა ხდება საქართველოში:
დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა, ესპანეთში კი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი 74 წლის იყო.
დღესვე შევიტყვეთ, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, სურსათის მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების, ბენზინგასამართების გარდა.
- განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი, ჯერ აუცილებლობა არ არის — გახარია
- სწრაფი ტესტების აუცილებლობა ჯერ არ არის, ქაოტური ტესტირება დაბნეულობას გამოიწვევს — გაბუნია
- თუ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ იქნება, რამდენიმე დღეში საგანგებო მდგომარეობაზე გადავალთ — ხუნდაძე
- 9 ძირითად პროდუქტზე ფასი არ გაიზრდება — მთავრობა
- საზღვარზე სატვირთო მანქანების შემოსვლის წესები მკაცრდება — შემოსავლების სამსახური
ვიდეო, რომელიც უნდა ნახოთ:
თვითიზოლაციაში მყოფი გალ გადოტი ცნობილ მეგობრებთან ერთად Imagine-ს მღერის
როგორ გავიგოთ, რამდენ ხანს გვეყოფა სანიტაიზერი?
ეს ვებსაიტი გამოგითვლით, რამდენ დღეს გეყოფათ არსებული სანიტაიზერი, ან - რამდენი უნდა მოიმარაგოთ.
აქვე გეტყვით, რომ თუ კორონავირუსმა თქვენი ყოველდღიური რეჟიმიც შეცვალა და, ჩვენი რედაქციის მსგავსად, თქვენც სახლიდან გიწევთ მუშაობა, შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში და გავუზიაროთ ერთმანეთს ეს საინტერესო გამოცდილება.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- ბრიტანეთი ჯოგური იმუნიტეტის ამბიციური გეგმიდან უკან იხევს – 18 მარტის შეჯამება
- შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები – რა ხდებოდა 17 მარტს
- კორონავირუსი 16 მარტს: პირველი გამოჯანმრთელებული საქართველოში და ევროპის ჩაკეტვის მოლოდინი
- კორონავირუსი 15 მარტს: გამკაცრებული შეზღუდვები და ფანჯრები, როგორც ერთადერთი გასართობი
- მესამეული გადაცემის ფაქტი საქართველოში და კრიზისი ესპანეთში – 14 მარტის შეჯამება
- კორონავირუსი: სტატისტიკა და ახალი ამბები 13 მარტის მდგომარეობით
- კორონავირუსი: რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში 12 მარტის მდგომარეობით
-
ლევან ალაფიშვილი: პარტიის წევრობა კონკრეტულ პირს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება აეკრძალოს ლევან ალაფიშვილი: პარტიის წევრობა კონკრეტულ პირს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება აეკრძალოს
გადახედვა
-
გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი
-
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
-
დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით
-
კვლევის თანახმად, ტომას ედისონმა შეიმუშავა მასალა, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 125 წლის შემდეგ შექმნეს კვლევის თანახმად, ტომას ედისონმა შეიმუშავა მასალა, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 125 წლის შემდეგ შექმნეს
გადახედვა
-
NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა
გადახედვა
-
იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
გადახედვა
-
გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
-
ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე
გადახედვა
-
ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს
გადახედვა
-
გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს "ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
გადახედვა
-
ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, თუმცა ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, თუმცა ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს
გადახედვა
-
ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო
-
მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი
-
Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები
გადახედვა

კომენტარები