საავტორო უფლებათა ასოციაციის სპეციალური განცხადება
ფოტო: GCA
როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი ორგანიზაცია, "საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია" ცდილობს საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატივის შექმნას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მცდელობა ეწინააღმდეგება კანონს, ისინი მიმართავენ დეზინფორმაციის გზას და ცდილობენ ასოციაციის დისკრედიტაციას, კერძოდ:
ავტორებში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს ასოციაციაში გადმორიცხა მათი კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარის ჰონორარი, რომელიც ადრესატამდე არ მისულა. გვსურს, თვალაჩინოებისთვის, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ საჯარო ინფორმაცია, რომელიც ასევე ასახულია ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშებში. ნაცვლად მათ მიერ დასახელებული რამდენიმე მილიონისა, ბოლო 5 წლის განმავლობაში RAO-ს სულ გადმორიცხული აქვს 140 670,9 ლარი (2014 წელს — 12 242,54 ლარი, 2015 წელს — 15 642,58 ლარი, 2016 წელს - 58 090,47ლარი, 2017 წელს — 28 026,81 ლარი და 2018 წელს — 26 668,5 ლარი) და ეს ჰონორარი მთლიანად გადახდილია ქართველი ავტორებისთვის.
ასევე, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს RAO-მ, 2019 წლის 8 მარტს ჩვენთან შეწყვიტა ხელშეკრულება და გააფორმა მათთან, რაც წარმოადგენს მორიგ სიცრუეს. როგორც RAO-სთან არსებული ხელშეკრულებით, ასევე საერთაშორისო რეგულაციებით, ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელია ამისთვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის გარეშე, ასეთი საფუძვლები კი ბუნებაში არ არსებობს. ამის შესახებ წერილობით ეცნობა RAO-ს და მათგან პასუხი დღემდე არ მიგვიღია. შესაბამისად, RAO-ს მხოლოდ ჩვენს წინაშე ეკისრება რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი ავტორებისთვის ჰონორარის შეგროვების ვალდებულება და სხვასთან ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება არ გააჩნია.
და ბოლოს, ეს ორგანიზაცია ჰპირდება ავტორებს, რომ გადაუხდის RAO-ს მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში მათთვის შეგროვებულ ჰონორარს. აღნიშნული დაპირება ატარებს მოსყიდვის ნიშნებს და ეწინააღმდეგება კანონს. ასეთი ანაზღაურების შემთხვევაში ეს იქნება დაუსაბუთებელი წარმომავლობის ფული, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გასულ წლებშიც და ახლაც, RAO-ს, ქართველ ავტორთა კუთვნილი ჰონორარის გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ ჩვენს წინაშე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ მივმართოთ ავტორებს, არ აჰყვნენ გავრცელებულ დეზინფორმაციას და თავი შეიკავონ "საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციასთან" ურთიერთობისგან, მითუმეტეს მათგან ჰონორარის სახით ფულადი ანაზღაურების მიღებისგან.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები