5 ყველაზე დიდი ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია
ფოტო: YouTube
განსხვავებით კლუბებისგან, სადაც ფეხბურთელების მოძრაობა თავისუფალია, ეროვნულ ნაკრებებს, ხშირ შემთხვევაში, ვერ ირჩევენ ხოლმე. ცხადია, ფეხბურთს არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა სპორტსმენები მოქალაქეობას იცვლიდნენ, თუმცა ეს რაოდენობა ახლოსაც ვერ მივა საკლუბო ფეხბურთში ტრანსფერების რაოდენობასთან. სწორედ ამის გამო, ბევრ დიდ ფეხბურთელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში არ გაუმართლა, კარიერა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გარეშე დაუსრულებია.
წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო ფეხბურთელს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ერთხელაც არ უთამაშიათ.
ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, ესპანეთი)
ფოტო: Sportsnet
ლეგენდარულმა დი სტეფანომ რეალთან ერთად ხუთჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, იგი ორჯერ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი, თუმცა არგენტინამ, რომლის წევრიც დი სტეფანო გახდლათ, 1950 და 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა არ ისურვა. 1950 წელს უარის მიზეზი მასპინძელ ბრაზილიის ფედერაციასთან კონფლიქტი გახლდათ. 1956 წელს დი სტეფანო უკვე ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა 1958 წლის მსოფლიო თასზე სათამაშოდ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალი იმ პერიოდში ევროპის თასის გამარჯვებული იყო. ესპანელთა მორიგი მცდელობა, ამჯერად 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშათ, წარმატებული გამოდგა, თუმცა ამჯერად პრობლემამ დი სტეფანოსთან იჩინა თავი - მან ტრავმა მიიღო და ტურნირზე ერთი წუთიც ვერ ითამაშა.
ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთი ირლანდია)
ფოტო: The42
"Maradona Good, Pele Better, George Best" - ბესტის მიმართ მიძღვნილი ეს ცნობილი ფრაზა, შემდეგნაირად ითარგმნება: "მარადონა კარგი, პელე უკეთესი, ჯორჯი საუკეთესო". სიტყვების თამაშია, მოგეხსენებათ, Best გარდა იმისა, რომ ჯორჯის გვარია, ინგლისურ ენაზე საუკეთესოსაც ნიშნავს.
1968 წელს ჯორჯ ბესტმა კლუბთან ერთად ევროპის თასი (ახლანდელი ჩემპიონთა ლიგა) და ოქროს ბურთი მოიგო. სამწუხაროდ ჩრდილოეთ ირლანდიას ამავე პერიოდში ძლიერი გუნდი არ ჰყოლია, მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მსოფიო თასზე მოხვედრის შანსი არ ჰქონიათ.
1966 წელს მათ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ალბანეთის ნაკრები უნდა დაემარცხებინათ, თუმცა 77-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ნაწილში კი მათ მოსკოვში შეხვედრა ფრედ უნდა დაესრულებინათ, თუმცა 2:0 დამარცხდნენ.
ჯორჯ ბესთმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.
ედუარდ სტრელცოვი (სსრკ)
ფოტო: Kristian's Football Blog - WordPress.com
ედუარდ სტრელცოვს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად თვლიდნენ და საბჭოთა კავშირი მასზე ძალიან დიდ იმედს ამყარებდა. ნაკრებში დებიუტი სტრელცოვს 17 წლის ასაკში ჰქონდა და პირველ ორ შეხვედრაში მან ჰეთთრიქი შეასრულა. 18 წლის ასაკში სსრკ-ს ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა, 19 წლის ასაკში კი ოლიმპიური ჩემპიონი.
1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ სტრელცოვი გაუპატიურების ბრალდებით არ დააკავეს. საქმეში არაერთი წინააღმდეგობა გვხვდებოდა, იყო საუბრები იმაზეც, რომ მისი დასჯის გადაწყვეტილება მანამდე იყო მიღებული და პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.
სტრელცოვს 12 წელი შეუფარდეს, თუმცა იგი 7 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.
1965 წელს მას ფეხბურთში დაბრუნების უფლება მისცეს. მან ტორპედოს იმავე წელს მოაგებინა სსრკ-ის ჩემპიონატი. ნაკრებში სტრელცოვი 1968 წელს დაბრუნდა, თუმცა სანაკრებო კარიერა ტრავმის გამო 1970 წელს დაასრულა.
რაიან გიგზი (უელსი)
ფოტო: Republik Of Mancunia
რაიან გიგზი ინგლისის პრემიერლიგის 13-გზის ჩემპიონია. მან ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო და ძალიან წარმატებული საკლუბო კარიერა ჰქონდა, რასაც სანაკრებო კარიერაზე ვერ ვიტყვით. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსს მუდმივად პრობლემები ჰქონდა. ყველაზე ახლოს ისინი გიგზთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისთვის 1994 წელს იყვნენ, როცა ბოლო მატჩში რუმინეთის ნაკრები უნდა დაემარცხებინათ, თუმცა ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ.
ერიკ კანტონა (საფრანგეთი)
ფოტო: Biggest problem: being Cantona
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კანტონამ იმის გამო ვერ ითამაშა, რომ ერთ-ერთი მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის დროს ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეურაცხყოფა მიაყენა.
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა მოულოდნელი ფიასკო განიცადა. ბოლო ორ თამაშში მათ ერთი ქულის მოპოვებაც ჰყოფნიდათ, ორივე შეხვედრას სახლში მართავდნენ, ორივე მატჩში იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთებში გაშვებული გოლებით დამარცხდნენ.
მარცხის შემდეგ ნაკრების მთავარ მწვრთნელად ემე ჟაკე დაინიშნა, რომელმაც 1996 წლის ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე კაპიტნად სწორედ ერიკ კანტონა აირჩია. თუმცა 1995 წელს მოხდა ყველასათვის ცნობილი ფაქტი - კანტონამ გულშემატკივარს ფეხი დაარტყა.
ფოტო: Goal.com
მართალია, ეს შეთხვევა კლუბში მოხდა, მაგრამ დისკვალიფიკაცია კანტონას ნაკრებშიც შეეხო.
დისკვალიფიკაციიდან დაბრუნების შემდეგ ნაკრებს უკვე ზიდანი ჰყავდა.
ცხადი იყო, რომ კანტონას ადგილის დაბრუნება გაუჭირდებოდა და ასეც მოხდა. მას შემდეგ კანტონა ნაკრებში აღარ მოუწვევიათ.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საფრანგეთში ტარდებოდა, სწორედ საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო. თანაც, ზიდანის გოლებით.
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა

კომენტარები