კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე
პირს, რომელმაც გორში არაფხიზელ მდგომარეობაში დედა-შვილს მანქანა დააჯახა და მათ სიცოცხლე მოუსწრაფა, საგზაო წესების დარღვევისთვის 250 ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი — საქმის პროკურორზე დაყრდნობით ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.
"ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე," — განაცხადა პროკურორმა, შორენა მგალობლიშვილმა.
გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავმა, ირმა ამბარდნიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ პირს ბრალდება უნდა გადაუკვალიფიცირდეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლონ.
"პროკურატურამ 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით აღძრა, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევასთანაა დაკავშირებული, ჩვენ ვითხოვთ, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა აღიძრას. ორი ადამიანი მოკლა, მიაჭყლიტა და გაიქცა, უგონო მთვრალმა. პროკურორი შორენა მგალობლიშვილი წერს, რომ 225 ჯარიმა ჰქონდა ბოლო წელში გამოწერილი.
მე ვკითხულობ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა? ეს თავაშვებული მძღოლები, მთვრალები, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, პირდაპირ ციხეში უნდა წავიდნენ. ყველა უნდა გამოვიდეს, ყველა გვერდში უნდა დაგვიდგეს, უნდა ავლაგმოთ ამათი თარეში. სასჯელის უმაღლეს ზომას ვითხოვთ, ნუ გაგვამწარებენ ისედაც გამწარებულს, ჩვენ არ დავიხევთ უკან. უნდა დალპეს ციხეში, კანონმა უნდა იზეიმოს. ჩვენ მუხლს არ ვეთანხმებით, ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით და დავიწყებთ ბრძოლას, არცერთი წუთით უკან დამხევები არ ვართ," — ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
ირმა ამბარდნიშვილის განცხადებით, მანქანაში სხვა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირებიც ისხდნენ და ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ოჯახი მათ წინააღმდეგაც მოითხოვს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.
"როგორც თვითმხილველებმა თქვეს, მანქანაში იჯდა ორი მცირეწლოვანი და კიდევ ორი, მასზე უგონოდ მთვრალი, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დეიდაშვილები. ისინი სასწრაფოდ გაარიდა ადგილიდან, რომ დაემალა მათი თანამონაწილეობა. ვითხოვთ, სანამ უცხოეთში გადავლენ, მათ დაკავებას. განსაცდელში მიტოვების მუხლით უნდა აღიძრას მათი საქმე. მიატოვეს, რატომ არ გადმოვიდნენ და დახმარება აღმოუჩინეს, იქნებ ეცოცხლათ? ეტყობა ურჩიეს და ერთმა აიღო თავზე პასუხისმგებლობა და დეიდაშვილები დაფარა. მათზეც უნდა გავრცელდეს ციხე, ვინც მთვრალს ჩაუჯდება. გინდა ავტომატი გადაგიკიდებიათ ზურგზე და გინდა მთვრალებს გივლიათ. ვის ხოცავთ, ვის გაზრდილ შვილებს ხოცავთ?" — განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულს ბრალი წარედგინა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა სიმთვრალეში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
დედა-შვილს, გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, კინოთეატრ "გამარჯვების" შენობის წინ მანქანა 13 ივლისს დაეჯახა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა დედაც და მისი 3 წლის შვილიც.
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები