სეიედ აბას არაღჩი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სეიედ აბას არაღჩი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობა შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.
წერილში აბას არაღჩი წერს, რომ გამოხატავს "პოზიტიური დამოკიდებულება და ყურადღება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვლენებზე". მისი თქმით, "ირანი მიიჩნევს, რომ რელიგიებსა და კულტურებს შორის დიალოგით მომზადდება სათანადო ნიადაგი ურთიერთგაგების, მდგრადი მშვიდობისა და ერებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის".
"მე როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველი ერის უძველესი ისტორიის, სულიერი იდენტობისა და ფასდაუდებელი მემკვიდრეობისადმი ღრმა პატივისცემის გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება და ყურადღება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვლენებზე.
ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან მტკიცედ დააკავშირა თავისი რწმენა, რელიგია, ეროვნული კულტურა და ისტორიული იდენტობა, ხოლო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საზოგადოების ერთიანობის, ზნეობრივი ურთიერთობების, ტრადიციებისა და ქრისტეანობაზე დაფუძნებული ეროვნული ერთსულოვნების განმტკიცებაში.
ასეთი მდგომარეობა ცხადჰყოფს იმ ერის ღრმა ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც აღმავლობისა თუ ძნელბედობის მიუხედავად, ყოველთვის მყარად იდგა თავის სულიერ და ზნეობრივ პრინციპებზე.
იმ ვითარებაში, როდესაც თანამედროვე სამყარო რთული კულტურული და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას, რელიგიური ინსტიტუტების როლი მშვიდობის, სოციალური ერთიანობისა და თანასწორობის შენარჩუნებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ მხრივ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდში კოლექტიურ სიბრძნეზე, წინდახედულობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პროცესები უაღრესად საყურადღებოა, რაც წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაში რელიგიური სიბრძნის უძველესი ტრადიციის უწყვეტობას.
ირანის ისლამური რესპუბლიკა, მორალური პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის ფონზე, რაც გამოხატულია დიდი სახელმწიფოების აგრესიულ და ოკუპაციურ მოქმედებებში, ყოველთვის პატივს სცემს სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებს, რელიგიურ რწმენას და რელიგიური ინსტიტუტების ადგილს ერების იდენტობაში.
ირანი მიიჩნევს, რომ რელიგიებსა და კულტურებს შორის დიალოგით მომზადდება სათანადო ნიადაგი ურთიერთგაგების, მდგრადი მშვიდობისა და ერებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი და რელიგიური პასუხისმგებლობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ მსახურებაში, სიბრძნესთან, ზომიერებასთან და მშვიდობასთან ერთად, კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, იმედს და სულიერ სრულყოფილებას მოუტანს ქართულ საზოგადოებას.
ყოვლისშემძლე უფალს შევთხოვთ თქვენი უწმინდესობის წარმატებას, მისი უწმინდესობა ილია II-ის სულის მარადიული დიდებას და საქართველოს ხალხის დღეგრძელობას, ღირსებას, მშვიდობასა და წინსვლას.
სეიედ აბას არაღჩი
საგარეო საქმეთა მინისტრი", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები