ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა
ერთხელ მაინც გექნება მოსმენილი ან წაკითხული, რომ ჭამის დროს წყლის დალევა რეკომენდებული არ არის. შეიძლება, ეს იმ მეგობარმა გითხრა, რატომღაც "ყველაფერი" რომ იცის სწორ კვებაზე. ან, შეიძლება, რომელიმე ზედმეტად ყურადღებიანმა ნათესავმა (დიდი ალბათობით, მამიდამ ან ბიცოლამ) წაიკითხა საეჭვო წარმოშობის ვებგვერდზე და მერე სტატიის კომენტარებშიც მოგნიშნა. მოკლედ, სხვადასხვა გზით და ფორმით, მაგრამ ოდესღაც ეს ინფორმაცია მივიღეთ და თან დავიჯერეთ კიდეც. თითქოს, წყალი კუჭის მჟავის კონცენტრაციაზე და შესაბამისად, მონელებაზე ახდენს გავლენას.
მაგრამ რეალურად, ყველაფერი ასე მარტივად არ არის.
სიმართლე ისაა, რომ ჭამის დროს წყლის დალევა უმეტეს შემთხვევაში საერთოდაც არ არის პრობლემა. პირიქით, ზოგჯერ შეიძლება მონელებას დაეხმაროს კიდეც. ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ბევრად უფრო მოქნილი და ჭკვიანია, ვიდრე გვგონია — ის მხოლოდ იმის გამო არ იბნევა, რომ რამდენიმე ყლუპი წყალი დალიე.
როცა ვჭამთ, კუჭი ავტომატურად გამოყოფს მჟავასა და იმ ფერმენტებს, რომლებიც საჭმლის დაშლაში მონაწილეობს. ამ პროცესს კი ორგანიზმი თავად, საკმაოდ ჭკვიანურად არეგულირებს. მეტიც, წყალი შეიძლება სასარგებლოც კი იყოს — მაგალითად, საკვებს ნაწლავებში უკეთ გადაადგილებაში დაეხმაროს.
ფოტო: Freepik
ხშირად, ჭამის დროს წყლის დალევა იმაშიც გვეხმარება, რომ არ ვიჩქაროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია — როცა სწრაფად ვჭამთ, უფრო ხშირად ვგრძნობთ სიმძიმეს და შებერილობას.
საიდან მოდის ეს მითი?
თუ ვივარაუდებთ, ალბათ იქიდან, რომ ჭამის დროს დიდი რაოდენობით სითხე ზოგ ადამიანს დისკომფორტს უქმნის. იმ შემთხვევაში, თუ ბევრ წყალს ძალიან სწრაფად დალევ საჭმელთან ერთად, შეიძლება გადავსების შეგრძნება გაგიჩნდეს.
ამიტომ მთავარი უნივერსალური აკრძალვა კი არ არის, რომელიც ყველას ერთნაირად ეხება, არამედ საკუთარ სხეულზე და შეგრძნებებზე დაკვირვება.
თუ ჭამის დროს მცირე ან საშუალო რაოდენობით წყალს სვამ და დისკომფორტს არ გრძნობ, შეგიძლია თავი აღარც შეიზღუდო.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები