სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან "ოცნების" გზავნილებს იმეორებენ, არიან მოღალატეები
პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან "ოცნების" გზავნილებს და დარტყმებს იმეორებენ სხვა პარტიებზე, ესენი არიან მოღალატეები, — ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის ლაივში განაცხადა. მისივე თქმით, ასეთ პარტიებთან ერთად ძალიან ძნელია ერთობა, მაგრამ მაინც მიაღწევენ.
"ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ ერთობა და მოვიგოთ არჩევნები, რომელსაც ესენი ნამდვილად წააგებენ. დღეს მე არ ვიცი ოცნების მხარდამჭერი, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც უშუალოდ ბოტებად მუშაობენ, კომპრომატებით არიან დაჭერილი და ფულით არიან გადაჯაჭვული ოცნებასთან. ოცნების სხვა, თავისუფალი მხარდამჭერი მე არ ვიცი. ოცნება შეეხო ყველა სფეროს, ჯგუფს. არავინ არ არის, რომელიც რეალურად ამ ვითარებაში უვნებელი დარჩა. ოცნება შეეხო დიასპორას, მშობლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, პროფესორებს, ყველა უნივერსიტეტს. ხვალ შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, რომლებიც ჯერ ფიქრობენ, გადავრჩითო. არავინ არ გადარჩა. ოცნება შეეხო ბიზნესსაც. ყველაფერი აკრძალულია ქვეყანაში და ვინ უნდა იყოს ოცნების მხარდამჭერი. სახელმწიფო პრაქტიკულად აღარ არსებობს, არც საზღვრები, ჩვენი თავდაცვა რა დღეშია, ომია ჩვენ ირგვლივ და უსაფრთხოების საბჭო არ იკრიბება. ეს არის სახელმწიფო? ეს ვინმეს უნდა მოსწონდეს, თუ ოცნებასთან მიჯაჭვული არ არის ადამიანი სხვადასხვა ხერხებით?
მე ვარ ძალიან იმედიანად, რომ ჩვენ მოვიგეთ ბოლო არჩევნები და ჩვენ მოვიგებთ კიდევ უფრო ძლიერად ახალ არჩევნებს, თუ არ დავიწყებთ ერთმანეთის ჩაძირვას და ერთმანეთის მოტყუებას. რაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეგვიშალა და რასაც დღესაც ვხედავთ რამდენიმე "იქეთ-აქეთ პარტიებში", რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან ოცნების გზავნილებს იმეორებენ და ოცნების დარტყმებს იმეორებენ სხვა პარტიებზე, ესენი არიან მოღალატეები და ამათთან ერთად ძალიან ძნელია ეს ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ", — განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის ლაივში.
სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას გულისხმობდა, რომელიც პარლამენტში შევიდა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ბრალდებაზე, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ "პარლამენტში შესვლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართვა იყო ოცნების წინააღმდეგ და ამ ქმედებასთან დაკავშირებით პრეტენზიები სალომე ზურაბიშვილს არ უნდა ჰქონდეს.
"ოცნების საქმეს ვინც აკეთებს, ეს გამოჩნდა 4 ოქტომბერს, როდესაც ამ პარტიებმა დაიწყეს სრულიად უპასუხისმგებლო კამპანია, ბოიკოტისკენ მოწოდების და სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებდა, რომ არ მისულიყვნენ არჩევნებზე და მისულიყვნენ რუსთაველზე იმ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობის მისაღებად და ამან რა შედეგებამდე მიგვიყვანა, მემგონი ამას ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თავად ხედავს კარგად. დიდი ბოდიში მაგრამ, 64-ვე მუნიციპალიტეტში, 64-ვე მერის და საკრებულოს ჩუქება ოცნებისთვის ეს პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იყო და ჩვენი პარლამენტში შესვლა და პირდაპირ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართვა ოცნების წინააღმდეგ. ამ ქმედებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები აქვს ქალბატონ სალომეს?", — განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები