მამების სკოლა — თეგეტელი მამების ახალი გამოცდილება
ფოტო: თეგეტა
მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობა არ არის — ეს ყოველდღიური ჩართულობაა, ზრუნვა და ურთიერთობა, რომელსაც ბავშვის შემდგომი ცხოვრება ეფუძნება. სწორედ ამ იდეის გარშემო გააერთიანა თეგეტა ჰოლდინგმა კომპანიაში დასაქმებული მამები და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA in Georgia) ერთად, ავტოინდუსტრიის სფეროში პირველად, მათთვის პროექტი — მამების სკოლა დაიწყო.
ინიციატივის მიზანი თეგეტა ჰოლდინგში დასაქმებული მამებისთვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იყო, რომელიც მათ შვილების ცხოვრებაში უფრო მეტად ჩართულ მშობლებად და მზრუნველ პარტნიორებად აქცევს. ეს კი მნიშვნელოვნად აისახება ოჯახების კეთილდღეობაზე.
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი: “თეგეტა ჰოლდინგში თანამშრომელთა 76% კაცია, ამიტომ, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად ზრუნავს თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებაზე. ჩვენთვის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ეს პრინციპი კომპანიის CSR სტრატეგიითაც განსაზღვრულია. ამ მიმართულებით უკვე წლებია, წარმატებით ვთანამშრომლობთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან. მამების სკოლაც ამ თანამშრომლობის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ჩვენთან მომუშავე მამები ისეთ საკითხებს განიხილავენ, რომლებზეც შესაძლოა, ყოველდღიურად არ საუბრობენ ან ფიქრობენ. მაგალითად, მამის როლი ბავშვის აღზრდაში, სტერეოტიპები და მათი დაძლევა. ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, დაფიქრდნენ თავიანთ ღირებულებებსა და მოსაზრებებზე, რაც პირდაპირ აისახება ოჯახების კეთილდღეობასა და თანასწორ ორგანიზაციულ კულტურაზე. ამ ტიპის პროექტის ინიციირება თეგეტასთვის სიახლე იყო და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მამები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ“.
ფოტო: თეგეტა
მამების სკოლის ფარგლებში 4 შეხვედრა გაიმართა. მსურველებს, როგორც ონლაინ ისე, ფიზიკურად შეეძლოთ მონაწილეობა და ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მამობა, როგორც პროფესია და როგორ აისახება ის ოჯახის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე. სკოლაში მონაწილეობა თეგეტაში დასაქმებულ ყველა კაცს შეეძლო, ანუ მათ ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, მათ, ვინც ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას და მათაც, ვინც უკვე მამაა.
მირზა სამხარაძე, თეგეტა მოტორსის პროდუქტმენეჯერი: “ის საკითხები, რომლებიც მამების სკოლაში განვიხილეთ, ერთი შეხედვით ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა, ბევრად უფრო ღრმა და საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრების დროს საუბარი შეეხო იმას, რომ აუცილებელია, შვილებს ვესაუბროთ, მოვუსმინოთ, პატივი ვცეთ მათ აზრებს და ვაგრძნობინოთ, რომ, მცირე ასაკის მიუხედავად, მათაც შეიძლება ჰქონდეთ სწორი ხედვა და ღირებული მოსაზრება. მნიშვნელოვანია, მშობელი ყოველთვის არ ცდილობდეს, რომ თვითონ იყოს მართალი — შეცდომის დაშვებაც აღზრდის ნაწილია.
კმაყოფილი ვარ შეხვედრებით. ჩემი შთაბეჭდილებები სხვებსაც გავუზიარე და ვურჩიე, ჩაერთონ ამ ინიციატივაში. მე სამი შვილი მყავს, სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, თავისუფალი დღეები მხოლოდ შაბათ-კვირას მაქვს. ის მცირე დრო, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობისთვის მრჩება, ვფიქრობ, აქამდე სრულად და ეფექტიანად არ გამომიყენებია. მამების სკოლის შემდეგ ჩემს შვილებთან გატარებული საათები უფრო ხარისხიანი გახდა“.
ფოტო: თეგეტა
მამების სკოლა 2021 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ემოციური გახსნილობის, ურთიერთგაზიარებისა და სწავლის სივრცე. მასში მონაწილეობა ეხმარებათ მამებს, გაიაზრონ შვილის ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობა. სკოლა ამსხვრევს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს დედისა და მამის განსხვავებული როლების შესახებ. ზრუნვის თანაბარი გადანაწილება, ბავშვის აღზრდაში მამის სრულფასოვანი ჩართულობა უზრუნველყოფს ოჯახში ჰარმონიასა და ბავშვების ჯანსაღ გარემოში აღზრდას.
ნინო ფაშალიშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის წარმომადგენელი: “პროექტ — მამების სკოლას, რომელიც ახლახან თეგეტასთან თანამშრომლობით მოეწყო, ახორციელებს გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ერთობლივი პროგრამა — გენდერული თანასწორობისთვის ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, დაეხმაროს კაცებს ისეთი უნარების განვითარებაში, რომლებიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად ჩამოაყალიბებს. ჩვენ თეგეტა ჰოლდინგთან სხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლობთ, მათ შორის თანამშრომლებზე ზრუნვის კუთხითაც, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, შევუქმნათ ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, იმისთვის, რომ იყვნენ კმაყოფილი და ბედნიერები. შვილების ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა, მათთან ხარისხიანი დროის გატარება უზრუნველყოფს თვალსაჩინო შედეგებს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ბავშვები, რომლებზეც ორივე მშობელი თანაბრად ზრუნავს, მაღალი თვითშეფასებით გამოირჩევიან და კარგად სწავლობენ, ზრდასრულ ასაკში კი თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ“.
თეგეტა ჰოლდინგი გენდერული თანასწორობის კუთხით არაერთი ინიციატივის ავტორია. ნაბიჯები ცნობიერების ამაღლებას, კაცებისა და ქალების პროფესიების შესახებ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევასა და ქალთა გაძლიერებით თანასწორი, მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. თეგეტა აკადემიასთან ერთად, პირველად საქართველოში, ქალებმა სატვირთოსა და მსუბუქი ავტომობილის მექანიკოსის პროფესია შეიძინეს და კომპანიაში დასაქმდნენ. თეგეტა სისტემატურად აძლევს ქალებს ტექნიკურ პროფესიებში ჩართვის მიზნით სტიპენდიების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას. ბოლო წლებში კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქალთა რაოდენობა ტექნიკურ, ლიდერის და ინოვაციურ პოზიციებზე.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
კომენტარები