პაველ ჰერჩინსკი: "ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა"
"ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა", — ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩნსკიმ დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.
ელჩი გამოეხმაურა ოცნების წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბრის განცხადებამდე 5 თვით ადრე, "თავად ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად". ამის სადემონსტრაციოდ მათ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი წერილი გაავრცელეს.
- რა წერია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელიც, მათი მტკიცებით, პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო უწყებაში გაგზავნა?
- "ეს არის ფაქტების დამახინჯების კიდევ ერთი მცდელობა" — ანიტა ჰიპერი "ოცნების" პროპაგანდას პასუხობს
ჰერჩნსკის თქმით, "კარგია თუ ზოგიერთმა პარლამენტარმა საბოლოოდ აღმოაჩინა 2024 წლის ივნისს ევროპული საბჭოს დასკვნა", რაც აღელვებს ისაა, რომ "მათ 18 თვე დასჭირდათ იმისთვის".
"სპეკულაციები არ მინდა, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. დეკემბერში ევროკომისია წარადგენს უვიზოს შეჩერების ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ეს ანგარიში გაზიარებული იქნება წევრი ქვეყნებისთვისაც. საბოლოოდ, ისინი განიხილავენ და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას.
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რა კანონები მიიღოს, ჩემი როლია, როგორც ევროკავშირის ელჩის, რომ ვუთხრა ქართველებს, რომელი კანონი შეესაბამება ევროკავშირის და რომელი - არა. 2024 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, არ მიეღოთ უცხოური აგენტების კანონი, რადგან ეს გამოიწვევდა შედეგებს. კანონის მიღების შემდეგ კი ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დე-ფაქტო შეეჩერებინა საქართველოს ევროინტეგრაცია. ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა. მიხარია და ვფიქრობ, რომ კარგია თუ ზოგიერთმა პარლამენტარმა საბოლოოდ აღმოაჩინა 2024 წლის ივნისს ის ევროპული საბჭოს დასკვნა. რაც მაღელვებს ისაა, რომ მათ 18 თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ რაც გააკეთეს, ამას შედეგები მოჰყვება. ეს დასკვნა იყო პირველი გამოღვიძების ზარი, საბოლოო გამოღვიძების ზარი კი ბოლო გაფართოების ანგარიშია, რომელიც მართლაც გამანადგურებელია", — თქვა ჰერჩინსკიმ.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები