7 კითხვა, რომელზეც Stranger Things-ის მეხუთე სეზონმა უნდა გვიპასუხოს
ფოტო: Netflix
სამწლიანი ლოდინის შემდეგ, Stranger Things ნანატრი მეხუთე სეზონით ბრუნდება. სერიალის ახალმა ტრეილერმა და პირველი ეპიზოდის ნაწყვეტმა გარკვეული პროგნოზები გააქარწყლა, თუმცა რამდენიმე საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა.
ფოტო: Netflix
მეხუთე სეზონის პირველი ხუთი წუთიდან ვიგებთ, რომ უილი არა დემაგორგონმა, არამედ ვეკნამ გაიტაცა და, ამავდროულად, ვხედავთ, როგორ ებრძვის იარაღით 12 წლის უილი Upside Down-ში, დემაგორგონებს (გაურკვეველია, საიდან ჰქონდა იარაღზე წვდომა). თუმცა რამდენიმე თეორიის გამოცნობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩახლართული საიდუმლო ამოხსნილია.
წარმოგიდგენთ 7 კითხვას, რომელზეც Stranger Things-ის მეხუთე სეზონმა უნდა გვიპასუხოს:
1. როგორ არის უილ ბაიერსი დაკავშირებული ვეკნასთან?
გასაგებია, რომ ვეკნა — მთავარი ბოროტმოქმედი — ყველაფრის სათავეში იყო, თუმცა რატომ გაიტაცა მაინცდამაინც უილი?
კადრი Stranger Things-ის მეხუთე სეზონიდან
ფოტო: Netflix
სერიალის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ უილ ბაიერსი შესაძლოა, მე-5 სეზონის ერთ-ერთი ბოროტმოქმედი იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე პერსონაჟი ბავშვობაში მარტოსული და გარიყული იყო, შესაძლებელია მხოლოდ ამ მსგავსებების გამო დავაკავშიროთ ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთს. მაყურებლები ასევე ფიქრობენ, რომ უილს, შესაძლოა, ილევენის მსგავსად, უცნობი ძალებიც აღმოაჩნდეს.
ეს მხოლოდ თეორიაა, რომლის ჭეშმარიტების დადგენაში სერიალის მეხუთე სეზონი დაგვეხმარება.
2. რა ბედი ეწევა ედი მენსონს?
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ედის გარდაცვალების სცენა მეოთხე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ნაწილი იყო, თუმცა მართლა გარდაიცვალა ის?
კადრი Stranger Things-ის მეოთხე სეზონიდან
ფოტო: Netflix
Stranger Things-ის სცენარისტებს არაერთხელ გაუყალბებიათ ჩვენი საყვარელი პერსონაჟების გარდაცვალება. მათ შორის, მესამე სეზონის ბოლო სერიაში, სადაც ჯიმ ჰოპერი "დაიღუპა". სინამდვილეში ის ალასკაში, რუსეთის ერთ-ერთ ციხეში იყო გამომწყვდეული.
ანალოგიურად, პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდში, სადაც პოლიციელებმა უილ ბაიერსის "გვამი" იპოვეს. შესაბამისად, მეხუთე სეზონის ეპიზოდების სათაურები გვაფიქრებინებს, რომ — გასაგები მიზეზების გამო — ედის დაბრუნება შესაძლებელია.
3. სად გაქრნენ ილევენის და, კალი, და სხვა ლაბორატორიის პაციენტები?
მიუხედავად იმისა, რომ ედის დაბრუნება შეიძლება ნაკლებად სავარაუდო ჩანდეს, არსებობს სხვა მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, რომელთა ხსენებაც სერიალში კიდევ უფრო ნაკლებად მოსალოდნელია.
კადრი Stranger Things-ის მეორე ეზონიდან
ფოტო: Netflix
ჯერ კიდევ მეორე სეზონის მეშვიდე ეპიზოდში — The Lost Sister — ილევენი გაიცნობს ლაბორატორიის სხვა პაციენტებს, თუმცა მას შემდეგ ამ პერსონაჟებს არცერთ ეპიზოდში ვხვდებით. საინტერესოა, რა ბედი ეწიათ დანარჩენ საცდელ პაციენტებს.
მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებმა შეიტყვეს, რომ ვეკნა/ჰენრი კრილი ჰოკინსის ლაბორატორიის პირველი საცდელი პაციენტი იყო, მათ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდათ კალის სიუჟეტიდან გაქრობის შესახებ. მაყურებლები ვარაუდობენ, რომ ისინი სეზონის დასკვნით ეპიზოდში, ბოლო ეპიკურ ბრძოლაში, გამოჩნდებიან.
4. ვინ შექმნა Upside Down?
მეოთხე სეზონის პირველ ნაწილში გავიგეთ, როგორ გადაიქცა ჰენრი კრილი ვეკნად, მას შემდეგ, რაც ის ლაბორატორიაში ილევენმა დაამარცხა. თუმცა ამის გარდა ვეკნას შესახებ თითქმის არაფერი ვიცით.
კადრი Stranger Things-ის მეოთხე სეზონიდან
ფოტო: Netflix
ჯერ კიდევ გაურკვეველია, არსებობდა თუ არა Upside Down ვეკნამდე და თუ ასეა, როგორ გაჩნდა ის საერთოდ. როდესაც ვეკნა იქ პირველად ჩადის, სივრცე პირველყოფილ პლანეტას ჰგავს. თუ არა ვეკნა, მაშ, ვინ შექმნა ის ?
5. როგორ დაამარცხებს კომაში მყოფი მაქსი ვეკნას?
ვეკნასთან ბრძოლის შემდეგ, მაქსი მეოთხე სეზონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერსონაჟად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვეკნასთან დაპირისპირებისას მისი საყვარელი სიმღერა, Running Up That Hill (A Deal With God), დაეხმარა, ის სეზონის ბოლოს ვეკნას თავდასხმის შემდეგ, კომაში ჩავარდა. იბადება კითხვა, შეუძლია მაქსს თავისი მეგობრების დახმარება?
კადრი Stranger Things-ის მეხუთე სეზონიდან
ფოტო: Netflix
ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება აშკარა იყოს, რადგან მაქსს, როგორც ჩანს, არ შეუძლია მოძრაობა და კომუნიკაცია. თუმცა, შესაძლებელია, მაქსის რეალური სხეული Upside Down-ში იმალებოდეს.
მეხუთე სეზონში შესაძლოა გავიგოთ, შეუძლია თუ არა პერსონაჟს არსებობა Upside Down-ში და, პარალელურად, რეალურ ცხოვრებაში. თუ ეს თეორები მართალია, ეს ნიშნავს, რომ მაქსს შეეძლება მეგობრების დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ კომაშია.
6. პირველ სეზონში, საიდან იცოდა ილევენმა ვინ იყო ან სად იყო უილი?
პირველ სეზონში მაიკს, დასტინსა და ლუკასს უილ ბაიერსის პოვნაში ილევენი ეხმარება. როგორც აღმოჩნდა, ილევენმა იცოდა სად იყო უილი, თუმცა როგორ იცოდა მან ეს? მომდევნო სეზონებში ამ საკითხს არცერთი პერსონაჟი არ განიხილავს.
კადრი Stranger Things-ის პირველი სეზონიდან
ფოტო: Netflix
როგორც ვიცით, ილევენი ადამიანებს მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა ის მათ ეძებს ან, პირიქით, ისინი ეძებენ მას. შესაბამისად, თუ ილევენი უილის გაუჩინარებას არ შესწრებია, მას საერთოდ არ უნდა სცოდნოდა მის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ნენსის ოთახის თვალიერებისას მან ბარბიც მარტივად იცნო.
საინტერესოა, საიდან იცოდა ილევენმა მათ შესახებ?
7. რატომ არის Upside Down დროში გაჩერებული?
სერიალის მეოთხე სეზონში ნენსი აღნიშნავს, რომ Upside Down ნამდვილი ჰოუკინსის ზუსტი იმიტაციაა, თუმცა ამბობს, რომ ის გაჩერებულია იმ დღეს,როცა უილი გაუჩინარდა (1983 წლის 6 ნოემბერ). ეს ნიშნავს, რომ ამ თარიღის შემდეგ ჰოკინსში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ალტერნატიულ განზომილებაში არ აისახება.
ფოტო: Netflix
თუმცა, მანამდე ეს ასე არ იყო, რადგან უილი ჯოისთან კომუნიკაციას განათებებისა და კედელზე დაწერილი ასოების საშუალებით ამყარებდა.
რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, Upside Down რეალურ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს რეალურ დროში ასახავდა. მაგრამ ახლა ასე არ არის? რატომ?
შესაძლოა, რომ რაიმე მიზეზით ისევ ამ თარიღს დაუბრუნდა? ამ კითხვებზე პასუხს ძალიან მალე გავიგებთ, რადგან სერიალ Stranger Things-ის მეხუთე სეზონის პირველ ნაწილს ნეტფლიქსზე 26 ნოემბერს ვიხილავთ.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები