"ყველაფრის ლეგიტიმაცია მისცეს "ოცნებას", "გაუპრავეს" საერთოდ ყველაფერი" — გიორგი შარაშიძე 4 ოქტომბრის აქციაზე
პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, გიორგი შარაშიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, მათ, ვინც 4 ოქტომბრის აქციის მხარდამჭერებად მოიაზრებიან — ანა წითლიძემ, ლევან სანიკიძემ, გედი ფოფხაძემ, მიხეილ სააკაშვილმა, ელენე ხოშტარიამ 4 ოქტომბრის მოვლენებზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა.
გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ მის მიერ ჩამოთვლილმა პოლიტიკოსებმა "ბევრი წლით უკან დაგვხიეს, "ამ ქვეყნის მტრები არიან", რადგან "ამ დაკოჭლებულ ოცნებას დღეს ყველაფრის ლეგიტიმაცია მისცეს" და "გაუპრავეს" ყველაფერი.
"ეს ორგანიზატორი რას ნიშნავს? გამოდის, რომ ბურჭულაძეზე და ზოდელავაზე გადადის ეს ამხელა აქცია, ამხელა პროექტი. მე პირდაპირ კითხვა მაქვს. ეს ათი ათასობით ადამიანი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ ზოდელავას დაძახებულზე გამოვიდა?
მე გეტყვით ვინც არის. აქვე დაგისვამთ კითხვას. გავრცელდა თუ არა, მაგალითად, ანა წითლიძის განცხადება? ვიცით? ნახეთ თქვენ? შეგხვდათ ანა წითლიძის განცხადება? მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ლევან სანიკიძის განცხადება, მაგალითად, შეგხვდათ? გედი ფოფხაძის განცხადება შეგხვდათ? თუ კიდევ უფრო მეტი რამე უნდა მოხდეს? კიდევ უფრო მეტი საშინელება უნდა მოხდეს და მერე გამოჩნდებიან?
გეუბნებით, რომ ესენი სულ ყველა ვინც ჩამოვთვალე და არა მარტო ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები. პირდაპირ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. თითოეულ მათგანს გადაეცით ჩემგან, რომ გიორგი შარაშიძემ შემოგითვალათ-თქო, რომ ყველანი ამ ქვეყნის მტრები ხართ-თქო.
რომ გამოდიოდნენ და გვაბულინგებდნენ, თითქოს ბოიკოტი ქვეყნის გადარჩენის გზა იყო მხოლოდ და მხოლოდ და მშვიდობიანი დამხობა იყო ქვეყნის გადარჩენის გზა. პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები, რომ საერთოდ ჭკუიდან გადაიყვანეს, ეს ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ხალხი.
ჩვენ რომ უზარმაზარი წნეხის გავლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტია ვართ და არჩევნებში მივდივართ და ამიტომა ამდენი წნეხი უნდა აგვეტანა ჩვენს თავზე? ეს მართლა უნამუსოები.
ან მიხეილ სააკაშვილი სად ბრძანდება? გამოვიდეს იმ ხუთვარსკვლავიანი პალატიდან და თქვას, ორი დღის წინ რომ გაავრცელა განცხადება, პასუხისმგებლობას იღებს, თუ არ იღებს. რა გინდათ მითხრათ ახლა, რომ ზოდელავას დაძახებულზე გამოვიდა და ჩამოვიდა მთელი საქართველოდან ამდენი ხალხი?
სად არიან ეს ადამიანები? სად არის წითლიძე? რომ გეკითხათ, მთელი ბულინგი — გეგონება რაღაც დანაშაულს ჩავდიოდით. პოლიტიკურმა პარტიამ როგორ გაბედა და არჩევნებში როგორ მიდის.
ყველაფერი, რასაც ვამბობდით ჩვენ ერთი ერთში ასრულდა. მოისმინეთ ნებისმიერი ჩვენი ლიდერის ინტერვიუ, ჩემი ინტერვიუები. განსაკუთრებით გიორგი გახარიას ბოლოდროინდელი ინტერვიუები. სიტყვა სიტყვით რასაც ამბობს ეს კაცი, ყველაფერი მოხდა.
დაგვაბრუნეს სად? არ ვიცი რამდენი წლის უკან. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან? ყველაფრის ლეგიტიმაცია მისცეს "ოცნებას". აი, ამ დაკოჭლებულ ოცნებას დღეს ყველაფრის ლეგიტიმაცია მისცეს. აი, ამ აბსურდული მართლა, როგორ გითხრათ, ტექნოლოგიური სპეცოპერაციით დაწერილი ციფრების ლეგიტიმაციაც მისცეს. და ამაზე საერთოდ კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციაც მისცეს იმ პოლიტიკური პატიმრების ლეგიტიმაციაც მისცეს, თუმცა იყო შანსი, რომ ჩვენ მართლა გვეზრუნა ამ ადამიანების გამოსაშვებად და საერთოდ, ძალიან დიდი ბოდიში და "გაუპრავეს" საერთოდ ყველაფერი. აი, ყველაფერი ასე უნამუსოდ.
რამდენჯერ მითქვამს ინტერვიუებში, თქვენ რა გგონიათ მეთქი, რომ ავტოკრატიული რეჟიმი ასეთი კონსოლიდირებულია მის ხელში მთელი ძალაუფლება — ფორმალური, არაფორმალური და რა გგონიათ თქო, რომ ასე მარტივად დაამარცხებთ ე.წ მშვიდობიანი დამხობით-თქო? ავტოკრატიული რეჟიმი კი არა ყველაზე უბადრუკი მთავრობაც კი გაუმკლავდებოდა იმას, რაც დღეს ვნახეთ. რა ავტოკრატიული და რის ავტოკრატიული და რა გდდ და რა სცენარები. ყველაზე უბადრუკი, ყველაზე ბოლო, ჩამორჩენილი ქვეყნის მთავრობაც გაუსწორდებოდნენ ძალიან მარტივად იმ ყველაფერს, რაც დღეს მოხდა.
ამაზე დავხარჯეთ ამხელა რესურსი, ამხელა დრო, ამხელა ენერგია. ჩვენ გავხდით კიდევ ამხელა ბულინგის მსხვერპლი და რაღაცა ბოდიშების მოხდა გახდა საჭირო.
ეს ყველაფერი ესე ვერ დამთავრდება. ამას უნდა ძალიან სერიოზული ანალიზი. ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დაერქვას.
მოდი, მაშინ პირდაპირ გეტყვით ელენე ხოშტარია სად არის? არ მითხრათ, რომ კალაძის ბანერზე რომ რაღაც დააწერა ის უფრო მაგარი საქმე იყო, ვიდრე დღეს ამ ადამიანებთან ერთად დგომა და მათ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება. ელენე ხოშტარიაა ვაჟკაცი? და ჩვენ ვართ მხდლები და ლაჩრები? რა, არ იცოდა, რომ დაიჭერდნენ? ...
ვინ მოიტანა საერთოდ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების მოტივაციით ციხეში წასვლა გმირობის ტოლფასია? პირდაპირ გეუბნებით, არც ერთი არ არის გმირი — ყველა ლაჩარია. ხოშტარიაც, გვარამიაც, მელიაც ვაშაძეც და ვინც ზის ახლა იმ ციხეში. კიდევ როგორ ზიან და რა პირობებში ზიან ეგეც გამოსაკვლევია. და ჩვენ ვამბობდით მაგას, რომ თავი გადაირჩინეს მაგათმა", — განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კოალიციამ ცვლილებებისთვის. მათი თქმით, "გამარჯვების გასაღები რეჟიმის ჩამოშლაშია და არა დროის რომელიმე მონაკვეთში გადაჭარბებული მოლოდინების შექმნაში". განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრძოლა გრძელდება და დღესაც "ტრადიციულ დროს" რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის ეროვნული კრების საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე დააკავეს. ამის შესახებ ოცნების ხელისუფლების შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდება. ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა", რაც ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- კოალიცია ცვლილებისთვის: გამარჯვების გასაღები რეჟიმის ჩამოშლაშია და არა დროის რომელიმე მონაკვეთში გადაჭარბებული მოლოდინების შექმნაში
- თამარ ჩერგოლეიშვილი: დღეს, 20:00 საათზე, "ფედერალისტები" რუსთაველზე, ჩვეულ ადგილას ვიქნებით
- პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე დააკავეს
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები