ირაკლი კობახიძე: ვერ დავალაგეთ "დიფ სთეითთან" იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოსთან მეორე ფრონტის გახსნა
"რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ "დიფ სთეითი" დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა "დიფ სთეითსა" და ტრამპის ადმინისტრაციას შორის," — ამის შესახებ ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ორგანიზებულ ტრანსატლანტიკურ ვახშამთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, სადაც საქართველო არ მიიწვიეს.
მისივე თქმით, თუ გაიმარჯვებს "დიფ სთეითი", გაგრძელდება სირთულეები".
"შეიძლება უფრო დემოკრატიულ ქვეყნებთან საუბრობენ და საქართველოსთან არ საუბრობენ, მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიას თავად გამოიტანეთ დასკვნები ყველაფერთან დაკავშირებით. რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, სადაც ქვეყნდება რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება ქვეყნები, ყველგან ვართ აბსოლუტური ლიდერები, დანარჩენი არის პოლიტიკა, შიშველი პოლიტიკა არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როგორც ხედავთ, ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს.
[...] რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ "დიფ სთეითი" დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა "დიფ სთეითსა" და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, ამ შემთხვევაში ურთიერთობები დალაგდება, თუ გაიმარჯვებს "დიფ სთეითი", გაგრძელდება სირთულეები, თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეულები ვართ, ყველა შემთხვევაში ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები," — უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიიწვიეს მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველო, კობახიძე პასუხობს, რომ "კვლავაც მძლავრობს "დიფ სთეითი".
"ზოგადად, როდესაც დამოკიდებულებები არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს "დიფ სთეითი", ძალიან მარტივად არის აქ საქმე".
ჟურნალისტმა ჰკითხა ირაკლი კობახიძეს — "ე.ი ვერ "დაალაგეთ" "დიფ სთეითთან"", რაზეც ოცნების პრემიერმა უპასუხა, რომ ვერ დაალაგეს, რადგან "რადგან მათ უნდოდათ საქართველოსთან მეორე ფრონტის გახსნა".
"ვერ დავალაგეთ "დიფ სთეითთან", იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოსთან მეორე ფრონტის გახსნა. პირდაპირ იყო მათი წარმომადგენელი მოსული, პირდაპირ მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა ეს შეხვედრა სადაც ერთხელ ორჯერ მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა, ამაზე ვთქვით უარი და ამის შემდეგ გვიჭირს "დიფ სთეითთან" ურთიერთობების დალაგება," — თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ნიუ-იორკში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ინიციატივით გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველო არ მიიწვიეს. ვახშამს მსოფლიოს 40 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები