ანიტა ჰიპერი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, ევროკავშირის ელჩზე თავდასხმები შეწყვიტონ
ევროკომისიის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა, ქართული ოცნების მხრიდან ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე თავდასხმებთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის სრული ნდობა აქვს. მან ქართულ ოცნებას მოუწოდა შეწყვიტონ თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე იმის გამო, რომ ის თავის საქმეს აკეთებს.
"დავიწყებ იმის თქმით, რომ ევროკავშირის ელჩს ჩვენი სრული ნდობა აქვს და მისი სიტყვები ევროკავშირი-საქართველოს რეალობას ასახავს. ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, რომ თავისი სამუშაოს შესრულების გამო ჩვენს ელჩზე თავდასხმა შეწყვიტონ.
ქართული მხარისგან რაც ვიხილეთ, სამწუხაროდ, დეზინფორმაციის გავრცელების მასობრივი მცდელობაა და ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ადგილზე მიმდინარე მოვლენების, უდანაშაულო მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიისა და ძალადობის, დამახინჯება. ამიტომ, ჩვენი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შეესაბამება", — თქვა ევროკომისიის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ანიტა ჰიპერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ნაბიჯები ქართულ ოცნებასთან პოლიტიკურ დონეზე ყველა კონტაქტის დაქვეითებით და მათთვის ფინანსური მხარდაჭერის შემცირებით, სამოქალაქო საზოგადოებისთვის კი მხარდაჭერის შენარჩუნებით, იწყება.
"ამის შესახებ წინა ჯერზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს იწყება პოლიტიკურ დონეზე ყველა ჩვენი კონტაქტის აბსოლუტური დაქვეითებით და ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერის ძირეული შემცირებით, სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდაჭერის შენარჩუნების პარალელურად," — თქვა ჰიპერმა.
ევროკომისიის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს მათი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს.
"აქ ორი საკითხია. უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ.
მეორე, თითის გაშვერა არ გვიყვარს. გვსურს, რომ ვიხილოთ ქმედება და ნამდვილ დიალოგში ჩართულობა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასთან, შემდგომ კი განვიხილავთ რა ვარიანტებია მაგიდაზე ამ ურთიერთობის გამოსასწორებლად," — თქვა ანიტა ჰიპერმა.
ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩს "რადიკალი" უწოდა.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები