თინა ბოკუჩავა

4 Aug. 2025, 12:10

"ამ კომისიის შექმნის დღიდან ნათელი იყო, რომ ეს არის ეროვნული ღალატის კომისია. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია ... ეს არის რუსული ამოცანებისა და რუსული მიზნების შესასრულებლად, პუტინის, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული, ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოსა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე. ღალატის კომისიის ყველა წევრი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება და ეს ძალიან მალე მოხდება, ქართველი ხალხის მიერ მოტანილი ცვლილებების შედეგად, რომელსაც მშვიდობიანი რევოლუციით მოვიტანთ...

რაც არ უნდა წეროს და იკითხოს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა, თეა წულუკიანმა, ქართველ ხალხთან ერთად საქართველოსთვის ცვლილებებს სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოიტანს. დღევანდელი დასკვნა ჩვენს საერთო ბრძოლას ვერაფერს დააკლებს. ეს არის სამშობლოს მოღალატეების საბრალდებო დასკვნა — სამშობლოს მოღალატეების განაჩენი, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობასაც ქართველი ხალხი აუცილებლად დაამხობს."

თქვა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ბოკუჩავამ პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე და წულუკიანის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნის პროექტს გამოეხმაურა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  4. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  5. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება

23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.…