რელიგიური ინსტიტუტებისადმი მაღალი ნდობის მიუხედავად, ქართველებს არ სურთ ეკლესია მართავდეთ
რელიგიური ინსტიტუტებისადმი მაღალი ნდობის მიუხედავად, ქართველებს არ სურთ ეკლესია მართავდეთ
ISSP-ის 2018 წლის კვლევის მონაცემებს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ეკლესიასა და რელიგიურ ორგანიზაციებს უფრო ენდობიან, ვიდრე სკოლას, ბიზნესს, სასამართლო სისტემასა და პარლამენტს, მათ ასევე სჯერათ, რომ რელიგიური ლიდერები არ უნდა ზემოქმედებდნენ მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე. საბოლოო ჯამში, ძალიან ცოტა თვლის, რომ ეკლესიასა და რელიგიურ ინსტიტუციებს უფრო მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ, ვიდრე უკვე აქვთ.
საქართველოს ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ურთიერთობა ჩახლართული და სადავოა. ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ეკლესიისათვის მილიონობით დოლარის გამოყოფის პარალელურად, ხელისუფლება აჟღერებს იმგვარ ინიციატივას, როგორიცაა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
ქართველების ორ მესამედს (67%-ს) ეკლესიისა და რელიგიური ორგანიზაციებისადმი დიდი ნდობა აქვს, 88%-ს კი მეტ-ნაკლებად სჯერა მათი.
როგორც CRRC-ს კვლევაში შეიმჩნევა, საქართველოში რელიგიური ორგანიზაციები და ჯარი ყველაზე სანდო ინსტიტუციებად ითვლება. რელიგიური ორგანიზაციებისადმი ნდობის ჭრილში ISSP-ის კვლევაც იმავე ტენდენციას აჩვენებს. ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რელიგიურ ინსტიტუციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იგულისხმება.
თუმცა, მიუხედავად ნდობისა, ქართველების 71% თვლის, რომ ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე სასულიერო პირებს არ უნდა ჰქონდეთ გავლენა, 15% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 9% არც უარყოფს და არც ეთანხმება, 4%-ს კი არ აქვს პასუხი ან უარს ამბობს კვლევაში მონაწილეობაზე.
ამასთან, ქართველების დიდი ნაწილი (42%) ფიქრობს, რომ ეკლესიასა და რელიგიურ ინსტიტუციებს ზედმეტი ძალაუფლება აქვთ, ხოლო 14% თვლის, რომ ისინი ზედმეტად მცირე ძალაუფლებას ფლობენ. მესამედზე ოდნავ მეტი (36%) ფიქრობს, რომ მათი ძალაუფლება ნორმის ფარგლებშია, 8%-მა თავი შეიკავა პასუხისგან ან არ იცოდა, რა ეპასუხა.
რეგრესიული ანალიზი, რომელიც საკითხს განიხილავს დასახლების ტიპის, სქესის, ასაკის, განათლების, ოჯახური მდგომარეობისა და წირვაზე დასწრების სიხშირის გათვალისწინებით, ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიური ინსტიტუტების როლისადმი დამოკიდებულება ცალკეულ ჯგუფებში სხვადასხვაგვარია.
ეკლესიისა და რელიგიური ჯგუფებისადმი ნდობის ფორმირების ჭრილში სქესს, ასაკს და ოჯახურ მდგომარეობას არ აქვთ მნიშვნელოვანი როლი, ხოლო დასახლების ტიპი, განათლების დონე და წირვაზე დასწრების სიხშირე მსაზღვრელი ფაქტორებია.
ის ჯგუფები, რომლებიც დიდ ნდობას უცხადებენ ეკლესიასა და რელიგიურ ინსტიტუტებს, ცხოვრობენ რეგიონებში, ესწრებიან ყოველკვირეულ წირვას და აქვთ საშუალო ან უფრო დაბალი განათლება.
განათლების დონემ ასევე განსაზღვრა დამოკიდებულება რელიგიური ლიდერების პოლიტიკურ არჩევანზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით — უმაღლესი განთლების მქონე ადამიანები იშვიათად ფიქრობენ, რომ რელიგიურ ლიდერებს ეს გავლენა უნდა ჰქონდეთ. სქესი და ოჯახური მდგომარეობა ასევე მსაზღვრელი ფაქტორებია — ქალები და ის ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ პარტნიორი უფრო მეტ შემთხვევაში თლიან, რომ რელიგიური ლიდერები არ უნდა ზემოქმედებდნენ პოლიტიკურ არჩევანზე.
დასახლების ტიპი, ასაკი და წირვაზე დასწრების სიხშირე არ ზემოქმედებს ამ დამოკიდებულების განსაზღვრაზე.
წინა ორი კითხვისაგან განსხვავებით, განათლების დონეს არ ჰქონია გავლენა იმ ხედვის განსაზღვრაში, რა დონის ძალაუფლება აქვს ეკლესიასა და რელიგიურ ინსტიტუციებს საზოგადოებაში. დასახლების ტიპი, სქესი და ოჯახური მდგომარეობა ასევე არ ზემოქმედებს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრის ჩამოყალიბებაზე, ასაკს და წირვაზე დასწრების სიხშირეს კი განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვთ.
ადამიანები, რომლებიც ძალიან იშვიათად ესწრებიან ან საერთოდ არ ესწრებიან წირვას, ძირითადად ფიქრობენ, რომ ეკლესიასა და რელიგიურ ინსტიტუტებს ზედმეტი ძალაუფლება აქვთ. იმავეს ფიქრობენ 18-34 წლამდე ახალგაზრდები.
აღსანიშნავია, რომ ის ადამიანები, რომლებიც წირვას თვეში ერთხელ ესწრებიან (20%) უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ ეკლესიასა და რელიგიურ ინსტიტუტებს მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ისინი, ვინც წირვაზე ყოველკვირეულად დადიან (15%).
მიუხედავად ეკლესიისა და რელიგიური ინსტიტუტებისადმი ზოგადი კეთილგანწყობისა, ქართველები არ თვლიან, რომ ამ ინსტიტუციებს უფრო მეტი ძალაუფლება ან ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენის საშუალება უნდა ჰქონდეთ.
სტატიაში აღნიშნულ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
სტატიაში მოყვანილი რეგრესიული ანალიზი შემდეგ ცვლადებს მოიცავს:
დასახლების ტიპი — დედაქალაქი, სხვა რეგიონები, სასოფლო დასახლება.
ასაკობრივი ჯგუფი — 18-34; 35-54; 55+.
სქესი — მდედრობითი, მამრობითი.
განათლება — საშუალო ან უფრო დაბალი, საშუალო ტექნიკური, უმაღლესი.
დასაქმება — დასაქმებული, უმუშევარი.
ოჯახური მდგომარეობა — ჰყავს მეუღლე ან პარტნიორი, არ ჰყავს მეუღლე ან პარტნიორი.
წირვაზე დასწრების სიხშირე — არასდროს, წელიწადში ერთხელ, თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ოთხ ენაზე ვრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები