ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა
"გონების კარგვის ეპიზოდი ციხეშიც დაემართა და უშუალოდ მე, როდესაც მას ვესაუბრებოდი, იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ფეხზე წამოდგომა როცა სჭირდებოდა, რათა შეხვედრების ოთახიდან გასულიყო, ჩემი დახმარება სჭირდებოდა," — განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა, პატიმრის შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე.
"შიმშილობა გამოაცხადა სოლიდარობისა და დაუმორჩილებლობის ნიშნად. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. გონების კარგვის ეპიზოდი ციხეშიც დაემართა და უშუალოდ მე, როდესაც მას ვესაუბრებოდი, იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ფეხზე წამოდგომა როცა სჭირდებოდა, რათა შეხვედრების ოთახიდან გასულიყო, ჩემი დახმარება სჭირდებოდა. არანაირ კვლევებს არ უტარებენ, ასევე ვითხოვთ გამოძიება დაიწყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, რადგან ადგილი ჰქონდა ჩვენების იძულებას," — განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, ჯავახიშვილმა სოლიდარობისა და დაუმორჩილებლობის ნიშნად შიმშილობდა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მოუწია მას შიმშილობის შეწყვეტა.
"არ ვიცი, რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან, მაგრამ შიმშილობით მაინც ვეცდები. ჩემი პასუხია "შეტევაზე — შეტევით". არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. დავეხმაროთ ერთმანეთს და ბოლოს გავიმარჯვებთ, ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს", — წერდა 4 თებერვალს ჯავახიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა 22 იანვარსაც დაიწყო. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ონლაინგამოცემების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, რომელიც პოლიციამ დააკავა და წაყენებული ბრალის მიხედვით, 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 27 იანვარს ჯავახიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. მისი ადვოკატის თქმით, პატიმარმა 16 კგ დაკარგა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის 30 ნოემბერს, 20 წლის დააკავეს. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რაც 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები