სახალხო დამცველი: სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება
სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე. ომბუდსმენის განცხადებით, 02:00 საათზე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება.
"საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისში მიმდინარე აქციას.
პირველადი შეფასებით 29 ნოემბრის 02:00 საათზე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. ვრცელდება კადრები სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე.
სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ განმარტავდა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.
მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს, შესაბამისად სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა.
დამატებით, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, რასაც მიმდინარე აქციაზეც ჰქონდა ადგილი. მნიშვნელოვანია ამ ფაქტზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდეს დროული რეაგირება.
დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები მიემართებიან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად, რის თაობაზეც ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ", — ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
კომენტარები