ფაშინიანის კრიტიკის შემდეგ, სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები თანამდებობებს ტოვებენ
ფოტო: OC Media
18 ნოემბერს სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების არაეფექტიანობის გაკრიტიკების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის 6-მა წევრმა თანამდებობა დატოვა.
ხმები კაბინეტის წევრების გადადგომის შესახებ 17 ნოემბრის საღამოს გავრცელდა.
18 ნოემბერს, ნაშუადღევს დადასტურდა, რომ გადადგა მაღალი თანამდებობის 6 საჯარო მოხელე — იურიდიული საბჭოს პრეზიდენტი კარენ ანდრეასიანი, ანტიკორუფციული კომიტეტის პრეზიდენტი სასუნ ხაჩატრიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვაჰე ღაზარიანი, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე არგიშთი ქიარამიანი, ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე რუსტამ ბადასიანი.
გადადგომებს ნიკოლ ფაშინიანი Facebook პოსტით გამოეხმაურა. მისი თქმით, მან თანამდებობის არაერთ პირს გადადგომა თავად სთხოვა.
"მიზეზი, რატომაც მათ ეს ვთხოვე, არა პირადული, არამედ სისტემურია, რაზეც მე საჯაროდ ვისაუბრე", — განაცხადა ფაშინიანმა.
კაბინეტის შეხვედრაზე, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართა, ფაშინიანმა ქვეყნის სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები არაეფექტიანი მუშაობის გამო გააკრიტიკა, მიუხედავად იმ მხარდაჭერისა და ინვესტიციებისა, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობდა.
"მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პენსიებისა და სხვა სოციალური პრობლემები, ჩვენ გავაორმაგეთ ხელფასები სასამართლო, იურიდიულ და სამართალდამცავ უწყებებში, შევქმენით ახალი ინსტიტუტები, შევიძინეთ აღჭურვილობა და მანქანები, შევცვალეთ კანონები, თუმცა თავის მართლებას ისევ ვისმენთ", — განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერმა გააკრიტიკა კრიმინალის, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული დანაშაულების ზრდა, კორუფციის წინააღმდეგ არაეფექტიანი ბრძოლა, გრძელვადიანი სასამართლო პროცესები და სხვა სისტემური ხარვეზები.
"ჩემი მოთმინება იწურება. მეტს ვეღარაფერს მოგცემთ — მოგეცით ყველაფერი, რასაც ჩემგან ითხოვდით. მე არაფერში, არავის საქმეში ჩავრეულვარ", — განაცხადა სომხეთის პრემიერმა და დაამატა, რომ კონსულტაციებს აღარ გამართავს და ამიერიდან თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს.
მმართველი პარტიის პარლამენტარები გადადგომებს "ნორმალურ პროცესს" უწოდებენ, თუმცა ოპოზიციის აზრით, ნიკოლ ფაშინიანის ქცევა მისი იმიჯის შექმნას ემსახურება და წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილია.
"ხელისუფლება ცდილობს, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები გადაფუთოს და მათ ახალი სახე მისცეს", — განაცხადა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ტიგრან აბრაჰამიანმა.
აბრაჰამიანმა დაამატა ისიც, რომ ფაშინიანის მიერ 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ პირველად წვერის გაპარსვაც ამ "სიმბოლური" პროცესის ნაწილია.
"დამთხვევა არ არის შემთხვევითი. საკმაოდ მოსალოდნელია, რომ იმიჯის კუთხით, ფაშინიანს მისცეს კონკრეტული რჩევა, რომელსაც ის ახლა იყენებს", — განაცხადა აბრაჰამიანმა.
18 ნოემბრის გადადგომები, ბოლო რამდენიმე თვეში, თანამდებობების დატოვების უკვე მეორე შემთხვევა იყო.
ოქტომბერში თანამდებობის სამი პირი მას შემდეგ გადადგა, რაც ფაშინიანმა სომხეთის ელექტროენერგიის ხარისხი გააკრიტიკა — ამან მაშინ გააჩინა აზრები რუსეთის საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ელექტროენერგიის დისტრიბუტორის პოტენციური ნაციონალიზაციის შესახებ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე? იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
გადახედვა
-
განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოსთან საუბარზე განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოსთან საუბარზე
გადახედვა
-
ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის? ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის?
-
სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი
-
ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა
-
მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს
გადახედვა
-
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე
გადახედვა
-
რატომ იმახსოვრებს ტვინი კრიტიკას უფრო ადვილად, ვიდრე კომპლიმენტს რატომ იმახსოვრებს ტვინი კრიტიკას უფრო ადვილად, ვიდრე კომპლიმენტს
-
ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან
გადახედვა
-
ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა
გადახედვა
-
მიყვარს და ინტიმური ურთიერთობითაც კმაყოფილი ვარ — გაიცანით AI-ზე შეყვარებული კანადელი ქალი მიყვარს და ინტიმური ურთიერთობითაც კმაყოფილი ვარ — გაიცანით AI-ზე შეყვარებული კანადელი ქალი
გადახედვა
-
სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება
გადახედვა
-
იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს
გადახედვა
-
ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე
გადახედვა
-
კესო დეკანოსიძემ ბიძინა ივანიშვილის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო კესო დეკანოსიძემ ბიძინა ივანიშვილის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა" ელენე ხოშტარია: NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა"
გადახედვა
-
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტრაილერი გზიდან გადავარდა — დაშავებულია მძღოლი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტრაილერი გზიდან გადავარდა — დაშავებულია მძღოლი
გადახედვა
კომენტარები