გიორგი კალანდარიშვილი

30 Oct. 2024, 20:23

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და ძალიან მარტივად, მაგრამ, რა თქმა უნდა, დეტალებში საზოგადოებისთვის კიდევ უფრო სიღრმისეულად განვმარტავ ამ საკითხს, რომ ვერავინ, ვერცერთ ეტაპზე, ვერ გაიგებდა იმას, თუ რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას მისცა ამომრჩეველმა ხმა.

მე მესმის წუხილი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, რომელიმე საარჩევნო ბიულეტენზე ან ბიულეტენებზე იყო მეორე მხარეს გაფერადების კვალი, გამოჟონვის კვალი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ იძლევა იმის თქმის და დადასტურების შესაძლებლობას, რომ რომელიმე სუბიექტს, კონკრეტულ სუბიექტს მისცა ამომრჩეველმა ხმა და რატომ.

ბიულეტენზე იღებდა მონაწილეობას და განთავსებული იყო 18 პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ინფორმაცია. სულ რომ დასტურდებოდეს ეს ინფორმაცია, სულ რომ ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდეს და მეც მინახავს რამდენიმე ასეთი ბიულეტენი, რომელიც გავრცელდა, სადაც არის კვალი, მათ შორის, გაავრცელეს ერთ-ერთი ბიულეტენი, როდესაც პრეზიდენტს უჭირავს მისი ბიულეტენი ჩარჩო-ფორმაში და იქ ჩანს მონიშვნა და ეს რეალურად მონიშვნა ჩანს არა კონკრეტულად სუბიექტის, არამედ მონიშვნა ჩანს საცდელი წრის. სულ რომ სხვა მონიშვნის ადგილი ჩანდეს, რა თქმა უნდა, ის იდენტიფიცირებადი არ არის, თუ რომელ სუბიექტს მისცა ამომრჩეველმა ხმა.

კონფიდენციალურობა არის, რომ არჩევანი არ იყოს იდენტიფიცირებული და არა ის, რომ სადღაც ბიულეტენზე ფიქსირდება რომელიმე მონაკვეთში რაიმე გაფერადების შემთხვევა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  4. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  5. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება

23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.…