ერთ მუშტად მერაბ დვალიშვილის სატიტულო ბრძოლისთვის!
ფოტო: Setanta Sports
15 სექტემბრის UFC 306 ქართული საბრძოლო ხელოვნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება! “ქართველი მანქანა” — მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძვის და მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას მეორე ჩემპიონი ეყოლება! მისი სატიტულო ბრძოლა გამორჩეულად მნიშვნელოვანია Setanta Sports-ისთვისაც! პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ ბრენდი ზოგადად ქართული სპორტის გულმხურვალე გულშემატკივრია და მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ქართული ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენს. მეორე და უმნიშვნელოვანესი კი ის ფაქტია, რომ მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის ბრენდ ამბასადორია. Setanta Sports-მა როგორც ბრენდმა, მერაბმა კი UFC მებრძოლმა განვითარების გრძელი, დაბრკოლებებით სავსე გზა ერთად გაიარეს. ქართული MMA Community-ის ჩამოყალიბებაში Setanta Sport-ის გუნდმა, გადაცემებმა, სოციალური ქსელის გვერდებმა — Fight Night Georgia-მ, დიდი როლი შეიტანა. მრავალწლიანმა გამოცდილებამ, შრომამ, დასახული მიზნებისკენ სწრაფვამ, ნათლად დაგვანახა, რომ ერთ მუშტად შეკვრით ყველაფერი შესაძლებელია!
ფოტო: Setanta Sports
“ჩემი ცხოვრება ბრძოლაა ოცნებებისთვის!“ — ამბობს ქართველი “მანქანა“, მერაბ დვალიშვილი! გულშემატკივრებს, სოციალურ ქსელში, ერთხელ მაინც შეხვდებოდათ მისი ჰაერში აღმართული ხელი და გამარჯვებისკენ მომართული მუშტის ფოტო, რომელიც მერაბის ხასიათს იდეალურად გამოხატავს. სწორედ აღნიშნულის ინსპირაციით, მერაბამდე გულშემატკივრების ერთიანობის სათანადოდ მისატანად, შეიქმნა კამპანია “ერთ მუშტად“, რომელიც მისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან დეტალებს აერთიანებს!
საბრძოლო მუხტის სათანადოდ გამოსახატავად, Setanta Sports-მა, Heima Production-თან ერთად, რევაზ ლაღიძის “ლაშქრული“ გადააკეთა და მას მერაბისეული, თანამედროვე, ხასიათი შესძინა.
ერთ მუშტად, შონ ომალის “გასადისად“ შეიკრნენ ქართული ჰიპ-ჰოპის არტისტები! მერაბს მხარში უდგას ყველა, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და სახელოვანი ოლიმპიელების ჩათვლით!
მათთვის ვინც ლას-ვეგასში წასვლას ვერ შეძლებს, მაგრამ არც მერაბის ბრძოლის სახლიდან ყურება უნდა, Setanta Sports-ი ფილარმონიის გარეთა ეკრანზე დაპირისპირების პირდაპირ ჩვენებას უმასპინძლებს. ბრენდის ერთ-ერთი მიზანი სპორტის ყურების განსხვავებული გამოცდილების შექმნაა. მერაბ დვალიშვილის ბრძოლის საჯარო ჩვენების მოწყობა კი, სწორედ გულშემატკივრებისთვის “ერთ მუშტად“ გაერთიანებას, საყვარელი მებრძოლის შორიდან, თანამოაზრეებთან ერთად გამხნევებას ემსახურება!
ქართველი მანქანის გამხნევებას საერთაშორისო ხასიათი ექნება Ad Black Sea-ის ფესტივალზე, სადაც Setanta Sports-ი, ბრძოლის პირდაპირ ჩვენებასა და სპეციალურ ღონისძიებას უმასპინძლებს.
მერაბის გულშემატკივრობისა და ბრენდის მიერ შექმნილ კამპანიებზე სასაუბროდ საუკეთესო ადგილი იყო ფესტივალი, რომელიც დაარსების შემდეგ რეგიონული კრეატიული სცენის ერთ-ერთი მთავარი აქტორია.
Ad Black Sea სწორედ ის ფესტივალია, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ევროპასთან დაკავშირებას განსხვავებული და კრეატიული პროექტებით ცდილობს. ფესტივალი, როგორც ინდივიდუალურ მონაწილეებს ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებს, ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე თავიანთი შემოქმედების წარმოჩენის საშუალებას აძლევს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას 1500 ადამიანი მიიღებს, შესაბამისად Setanta Sports-ის ღონისძიებაც აქტიური და დატვირთული იქნება.
თვალი ადევნეთ Setanta Sports-ის გვერდებს ხოლო 15 სექტემბერს, ფილარმონიის წინ, შეიკარით “ერთ მუშტად“ ახალი ჩემპიონის მოლოდინში!
-
ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში
გადახედვა
-
მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები
გადახედვა
-
ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
-
მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს" მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს"
გადახედვა
-
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, იტალიაში კანიე ვესტისა და ტრევის სკოტის კონცერტები გაუქმდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, იტალიაში კანიე ვესტისა და ტრევის სკოტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება? ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?
-
რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ
გადახედვა
-
"ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება "ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება
გადახედვა
-
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს
გადახედვა
-
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
-
"სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე "სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
-
მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის
გადახედვა
-
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
თაზო დათუნაშვილი: თქვენს Facebook კედლებს ამიერიდან არა ვინმე ციცო დეიდა არამედ, “მორალის პოლიცია” გააკონტროლებს. ვაი, თქვენს პატრონს “ქართულო ოცნებავ!” თაზო დათუნაშვილი: თქვენს Facebook კედლებს ამიერიდან არა ვინმე ციცო დეიდა არამედ, “მორალის პოლიცია” გააკონტროლებს. ვაი, თქვენს პატრონს “ქართულო ოცნებავ!”
გადახედვა
-
ქეთევან ბაკარაძე: "ხელისუფლებამ ბიუჯეტში მოსაპარი ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის ფული ვერ გამონახა" ქეთევან ბაკარაძე: "ხელისუფლებამ ბიუჯეტში მოსაპარი ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის ფული ვერ გამონახა"
გადახედვა
-
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები