Startup World Cup-ის ეროვნულ შეჯიბრებაში Telagri-მ გაიმარჯვა
ფოტო: საქართველოს ბანკი
20-21 აგვისტოს, ბათუმში საქართველოს სტარტაპ სამიტი გაიმართა, რომელშიც გლობალური გამოცდილების მქონე ვენჩერული კაპიტალისტები, ანგელოზი ინვესტორები, სტარტაპერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები მონაწილეობდნენ. სამიტის ფარგლებში სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნული შეჯიბრებაც შედგა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდი, Pegasus Tech Ventures-ია.
სტარტაპების წლევანდელ კონკურსში Telagri-მ გაიმარჯვა, ანუ სწორედ Telagri გახდა ის ქართული სტარტაპი, რომლის დამფუძნებლები მიმდინარე წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სილიკონის ველზე გაემგზავრებიან, სადაც “სტარტაპების მსოფლიო თასში” საქართველოს სახელით ჩაებმებიან და $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებენ.
ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Telagri-ის მოქმედების არეალი საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სექტორი — სოფლის მეურნეობაა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. თუმცა ტექნოლოგიებისა და ფინანსების გარდა, ფერმერებს, ხშირად, სპეციფიკური ცოდნა, გამოცდილება და ნოუჰაუ სჭირდებათ, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ არსებობდეს.
აი, სწორედ ამ ცოდნის ფერმერებამდე მიტანას ემსახურება Telagri, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ფერმერებს და აგრონომებს ერთმანეთს აკავშირებს. ფერმერისა და აგრონომის კონსულტაცია ონლაინრეჟიმში ხორციელდება, ხოლო მომსახურება საკმაოდ მარტივია.
თავისი არსით, სოფლის მეურნეობა ერ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიაა მსოფლიოში, რადგან მიწის ნაკვეთზე გაშენებული კულტურის მოსავლიანობა პირდაპირაა დაკავშირებული პროცესში გამოყენებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ამინდიც ასრულებს, რომელიც, ზოგადად, ეგზოგენურ, ანუ ფერმერის კონტროლს მიღმა არსებულ ფაქტორადაა მიჩნეული, მაგრამ ტექნოლოგიების გამოყენებით და ექსპერტების ჩართულობით, ცუდი ამინდის გავლენის შემცირებაც შესაძლებელია. ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Telagri სწორედ ამ მიმართულებაზე ფოკუსირდება და ოქტომბერში, საკუთარ ნოუჰაუს სილიკონის ველზე წარადგენს.
“საქართველოს სტარტაპ სამიტი” ბათუმში წელს მესამედ ჩატარდა. ორი წლის წინ, “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაში Theneo-მ გაიმარჯვა, რომელმაც სილიკონის ველზე მიღებული გამოცდილებით Web Summit-ის სტარტაპ-კონკურსში გაიმარჯვა და გლობალური აღიარება მოიპოვა, ხოლო შარშან, საქართველოს სახელით კონკურსში Artisio მონაწილეობდა, რომელიც ფინალში გავიდა და ჩვენს ქვეყანას სახელი გლობალურ არენაზე გაუთქვა. წელს, საქართველოს სახელით სტარტაპების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შეჯიბრებაში Telagri ჩაერთვება, რომელიც გლობალური ინვესტორებისგან დადებითი შეფასების მოპოვებას ოქტომბერში, კალიფორნიაში შეეცდება.
2024 წლის საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნული შეჯიბრება ბათუმში საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და Startup Connect-ის ორგანიზებით გაიმართა. სტარტაპების მსოფლიო თასის შეჯიბრებაში თერთმეტი ქართული სტარტაპი ჩაერთო, ესენია: Awork, Arena Games, Biliki AI, CALEN AI, Forma Healthy, Klipy, Lawformer, Ranko, Sidekick, Telagri და Wempler.
საქართველოს სტარტაპ სამიტი მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ სტარტაპებისთვის, რომლებიც ახალ კავშირებს ამყარებენ და ინვესტორებისგან პროდუქტის შესახებ უკუკავშირს იღებენ, რაც მოტივაციის გაზრდაში და იმპულსის შენარჩუნებაში ეხმარებათ, ასევე ქვეყნისთვის, რომელიც წლებთან ერთად გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემების რუკაზე უფრო და უფრო დიდ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები