თამაში თანასწორობისთვის
ფოტო: UNDP
ლანჩხუთი, ჭიათურა, მარნეული და ყაზბეგი - ასეთი იყო ივნისის განმავლობაში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ორგანიზაციის ვიზრუნოთ ერთად გეოგრაფია. ჩვენი მოგზაურობის მიზანი სპეციალურად ახალგაზრდებისთვის შემუშავებული ღონისძიებების სერია თამაშები თანასწორობისთვის გახლდათ, რომელსაც მთლიანობაში ასამდე მოზარდი დაესწრო. აღნიშნული აქტივობა ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად და მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად დაიგეგმა. ღონისძიებების მთავარი მიზანი იყო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება და ადგილობრივი საკითხების გადაჭრაში, სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკური ცხოვრებაში მათი მეტი ჩართულობის წახალისება.
ფოტო: UNDP
"ცნობიერების ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია თანასწორი, ინკლუზიური და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობისთვის, სადაც ყველა ადამიანს, ქალსა თუ კაცს, ხანდაზმულსა თუ ახალგაზრდას, შეუძლია თავისი შესაძლებლობებისა და მისწრაფების სრულად რეალიზება. ჩვენი სამაგიდო თამაში ეხმარება ახალგაზრდებს სწორად შეაფასონ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები და საკუთარ თავში მოძებნონ მათი დაძლევის სუპერძალა", — აღნიშნავს ია დადუნაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის მენეჯერი.
ღონისძიებების მთავარი აქტივობები თანასწორობის თემაზე საჯარო ლექციები და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სპეციალურად შექმნილი სამაგიდო თამაშის, ქალები საქართველოდან გუნდური თამაში იყო.
ფოტო: UNDP
ლექციების სერიას ჟურნალისტი და მწერალი, დათო გორგილაძე უძღვებოდა, რომელიც საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს: "ადგილობრივ ახალგაზრდებთან თანასწორობაზე, სქესთა თანაბარ უფლებებსა და მეტ შესაძლებლობებზე ვისაუბრე, რაც თანამედროვე საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს წარმოადგენს. რეგიონში მცხოვრებ მოზარდებთან შეხვედრებმა უაღრესად საინტერესოდ ჩაიარა, ყველაზე ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ვიმუშავეთ დიალოგის და არა მონოლოგის რეჟიმში, რასაც ცოცხალი უკუკავშირიც ახლდა. ერთად ვცდილობდით გაგვეხსენებინა მაგალითები ლიტერატურიდან, კინოდან, ჩვენი პირადი გამოცდილებიდან, რაც განსახილველ თემებს უფრო მკაფიოდ და საინტერესოდ აქცევდა. ამ ყველაფრის ერთობლიობა, ამ ნათელი გონების მქონე ადამიანებთან საუბარი, ჩემთვისაც სასარგებლო და მეტად დასამახსოვრებელი იყო და, იმედი მაქვს, მათთვისაც."
ფოტო: UNDP
ქალები საქართველოდან ანტიდისკრიმინაციული ხასიათის სამაგიდო თამაშია, რომლის მთავარი მიზანია, ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციის გზით, მოთამაშეებს ცნობიერების ამაღლებაში დაეხმაროს. თამაშისას თორმეტიდან ერთ-ერთ პერსონაჟად გარდაიქმნებით, მოირგებთ საქართველოში მცხოვრები ქალების როლს და ამ როლის თანმდევ ყველა წინააღმდეგობასა და სტერეოტიპს გაიზიარებთ. ამავდროულად, გაითავისებთ მათ სურვილებსა და მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევ გზებს დასახავთ. თამაში ნაბიჯ-ნაბიჯ განიხილავს იმ ძირითად რეალურ სიტუაციებს, როდესაც ქალებს სტერეოტიპებისგან განთავისუფლებისა და დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ხშირად უხდებათ თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლა.
თუმცა ნუ გგონიათ, რომ თამაშისას ვერ გაერთობით, ან ვერ იმხიარულებთ. ქალები საქართველოდან, პირველ რიგში, ერთმანეთის გაცნობასა და უკეთესად გაგებას გთავაზობთ; ის ერთ-ერთი საშუალებაა არა მხოლოდ ახალი ადამიანები დაიმეგობროთ, არამედ ძველი მეგობრებიც უკეთესად გაიცნოთ. ეს კი, ახლის შემეცნებასთან ერთად, ყოველთვის სასიამოვნო პროცესია.
ფოტო: UN
თამაშის დაფა ე.წ. ნაბიჯებისგან შედგება, რომლებიც მოთამაშემ კამათლის გაგორების შედეგად უნდა გაიაროს და ასე გადალახოს სტერეოტიპებისა და მიზნებისგან შემდგარი გზა. სწორედ, ამ გზას გაივლიან ქალები საქართველოდან: პოლიტიკოსი თამარი, შეფმზარეულობაზე მეოცნებე სამი შვილის დედა მარიამი, აზერბაიჯანელი მოზარდი გულგუნი, ეტლით მოსარგებლე ნათია და სხვები. მათ ინდივიდუალურ ბარათებზე მითითებულია თითოეულის მიზანი და, რაც მთავარია, სუპერძალა, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაეხმაროს მასაც და სხვებსაც, მანამდე კი მკაფიოდ და ხმამაღლა თქვას საკუთარი სათქმელი. მათი სუპერძალები იწყება ჩიტების ენის ცოდნისა თუ აზრების წაკითხვის შესაძლებლობით და გრძელდება ადამიანების გაძლიერების, ენერგიის შემატებისა და ნებისმიერი წინაღობის დაძლევის უნარებით. ამ ყველაფერს კი, მოთამაშეები, გავრცელებული გენდერული ჩარჩოების დასამსხვრევად იყენებენ.
ფოტო: UNDP
ფოტო: UNDP
ფოტო: UNDP
როგორც კი მოთამაშეები დაფას გაივლიან, დასახულ მიზანსაც მიაღწევენ: გახდებიან დეპუტატები, ადამიანთა უფლებების დამცველები, წარმოების გასაფართოებლად მიიღებენ დაფინანსებას, შექმნიან ოჯახს ან რობოტიკის სკოლას უხელმძღვანელებენ. მოკლედ, შეუძლიათ განურჩევლად სქესისა აკეთონ ყველაფერი რასაც თვითონ მოისურვებენ.
თამაშის პროცესს ხელმძღვანელობდა წიბახას კლუბის დამაარსებელი, გიგა წიბახაშვილი: "სამაგიდო თამაშების ტიპის აქტივობა ძალიან კარგი საშუალებაა არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის სხვა მხრიდან დასანახად და შესაფასებლად. „ქალები საქართველოდან“, თავისი თემატიკიდან გამომდინარე, გაძლევთ საშუალებას, ცოტა ხნით ჩვენი საზოგადოების წევრი ქალების ცხოვრება გაითავისოთ და უკეთ გაიგოთ მათი პრობლემების, სურვილებისა და სწრაფვის შესახებ; ასევე, მათი თვალსაზრისით აღიქვათ საზოგადოების მხრიდან წამოსული კრიტიკა, უნდობლობა თუ სტერეოტიპული დამოკიდებულებები. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ბიჭი მოთამაშეების რეაქციებზე დაკვირვება, მათი მხრიდან თანატოლი გოგონების პრობლემების გაზიარება და ისიც, თუ როგორ იხსნებოდნენ თამაშისას გოგონები, როგორ იცვლებოდნენ და, რაც მთავარია, როგორ ხარობდნენ, როდესაც დასახულ მიზანს აღწევდნენ."
ფოტო: UNDP
18 წლის ლალი ბურდული ყაზბეგიდანაა. ლალისთვის ეს შეხვედრები იმ მხრივ აღმოჩნდა საინტერესო, რომ თანასწორობის თემაზე მეტად დააფიქრა, კონკრეტული საკითხების გააზრებაში დაეხმარა და პრობლემებთან გამკლავების გზებიც დაანახა: "ამ თამაშისას გავიგე, თუ რისი გაკეთება შემიძლია, როცა უსამართლობას გადავაწყდები. მეც მაქვს სქესის ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებული გამოცდილება, რომელიც, საბედნიეროდ, კარგად დასრულდა. ამისთვის კი დამჭირდა ბევრი შრომა, რათა დამემტკიცებინა, რომ ქალი ვარ, მაგრამ კონკრეტული საქმის კარგად გაკეთება შემიძლია. ამ ზამთარს, ხევში, კვალიფიკაციის მქონე ერთადერთი ქალი ინსტრუქტორი გავხდი. ჩავაბარე თეორიული და პრაქტიკული გამოცდები და უკვე შემიძლია მსურველებს ვასწავლო, თხილამურებზე უსაფრთხოდ სრიალი. თავიდან ეჭვის თვალით მიყურებდნენ, თუმცა ჩემი შრომითა და ცოდნით ყველა საპირისპიროში დავარწმუნე. ახლა აბიტურიენტი ვარ, გამოცდებისთვის ვემზადები. ვგეგმავ, თეატრალურში, სამსახიობოზე ჩავაბარო, თუმცა გულით მაინც ყაზბეგში დაბრუნება, აქ ცხოვრება და ინსტრუქტორობა მინდა."
ფოტო: UN
მარნეულის მკვიდრ 19 წლის ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ პროფესიულ საქმიანობაში გენდერული სტერეოტიპები არ უნდა არსებობდეს და ქალებსა და კაცებს იმ საქმის გაკეთება უნდა შეეძლოთ, რომელიც მოსწონთ და კარგად გამოსდით. "ჩემი კურსელი გოგო სამშენებლო კომპანიაში მხოლოდ სქესის გამო არ აიყვანეს და უპირატესობა ბიჭს მიანიჭეს, არადა მგონია, რომ ის გოგო გაცილებით კვალიფიციური იყო. ამ ტიპის სტერეოტიპებზე ინფორმაციის გასავრცელებლად მსგავსი აქტივობები ძალიან კარგი საშუალებაა. თამაში ყოველთვის სასიამოვნო პროცესია და გართობის პარალელურად შემეცნების საშუალებასაც გაძლევს."
ფოტო: UNDP
პროექტი ხორცილდება გაეროს განვითარების პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ვიზრუნოთ ერთად მიერ შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
კომენტარები