ვინ არიან Tesla-ს ტოპ-აქციონერები
ფოტო: Tesla
Tesla, Inc. (TSLA) ელექტრომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც განსაკუთრებით მას შედეგ განვითარდა, როდესაც აქციებით ვაჭრობა დაიწყო. ილონ მასკის ხელმძღვანელობით კომპანიამ IPO 2010 წელს გამოაცხადა და ინვესტორებს საკუთარი ფასიანი ქაღალდების ყიდვა შესთავაზა.
IPO (Initial Public offering) კომპანიის მხრიდან ინვესტორებისთვის ფასიანი ქაღალდების პირველადი საჯარო შეთავაზებაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც კერძო ფირმა საჯარო ხდება და საკუთარი აქციები გასაყიდად გამოაქვს.
Tesla უმთავრესად ელექტრომანქანების, ჯიპებისა და სატვირთოებს მწარმოებელი და გამყიდველი კომპანიაა. თუმცა, ამის მიღმა მან საქმიანობა ენერგიის გამომუშავებისა და შენახვის სისტემების შექმნის მიმართულებითაც დაიწყო.
მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 96 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, მისი წმინდა მოგება $15 მილიარდი იყო. არსებული მონაცემებით, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 562მილიარდი დოლარია. მის ერთ აქციას კი 174.26 დოლარად ივაჭრება.
სტატიის მომდევნო ნაწილში კომპანიის იმ მეწილეების შესახებ გიყვებით, რომლებიც Tesla-ს ყველაზე მეტ აქციას ფლობენ.
ტოპ-3 აქციონერი ფიზიკურ პირებს შორის
ფოტო: Google
ილონ მასკი Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და უმსხვილესი აქციონერია. მასკი კომპანიის 715 მილიონ აქციას ფლობს, რაც სრულად გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 23%-ია. აქციების ეს რაოდენობა სამჯერ აღემატება სხვა უმსხვილესი აქციონერების მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებს. მასკი გარდა იმისა, რომ Tesla-ს თანადამფუძნებელი და დირექტორია, ასევე ხელმძღვანელობს SpaceX-ს, Neuralink-სა და The Boring Company-ს. Forebes-ის მიხედვით, მასკი ამჟამად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორე ადგილზე — მისი ქონება დაახლოებით 205 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
კიმბელ მასკი ილონ მასკის უმცროსი ძმაა, რომელიც ჯამში 1.6 მილიონ Tesla-ს აქციას ფლობს — ეს მთლიანი აქციებს 1%-ზე ნაკლებია. კიმბელი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრიც არის. ის, ასევე, The Kitchen-ის დამფუძნებელია. კიმბელ მასკი მუშაობს Chipotle Mexican Grill-ის, Inc-სა და SpaceX-ის დირექტორთა საბჭოებშიც.
ჯეფრი სტრაუბელი Tesla-ს 276,000 ცალ აქციას ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება 55 მილიონი დოლარია. აქციების ეს მოცულობა მთლიანი წილების 0,01%-ზე ნაკლებს შეადგენს. ვიდრე ის 2019 წელს მრჩევლის თანამდებობაზე გადავიდოდა, კომპანიის მთავარი ტექნოლოგიური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ის არის 2017 წელს დაარსებული Redwood Materials-ის დირექტორი. ამასთან, სტრაუბელი სხვადასხვა დროს SolarCity-ისა და QuantumScape-ის ბორდის წევრის თანამდებობასაც იკავებდა.
ტოპ-3 ინსტიტუციური აქციონერი
ფოტო: Google
Vanguard Group ფლობს Tesla-ს დაახლოებით 230 მილიონ აქციას, რაც კომპანიის ფასიანი ქაღალდების 7,2%-ია. ჯამში Vanguard-ის ინვესტიციების ღირებულება 46 მილიარდი დოლარია. ეს კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქტივების განმკარგველია — შესაბამისად, კომპანიის წილების უმეტესი ნაწილი მისი კლიენტების საკუთრებაა, რომლებსაც საკუთარი ფული Vanguard-ის სხვადასხვა ფონდში აქვთ დაბანდებული. Vanguard-ი ჯამში 7,6 ტრილიონი დოლარის გლობალურ აქტივებს მართავს.
BlackRock Inc. მსოფლიოში კიდევ ერთი აქტივების უმსხვილესი მმართველი კომპანიაა, რომელიც Tesla-ს 188 მილიონ აქციას ფლობს — ეს კომპანიის ჯამური მოცულობის 5,9%-ია. მსგავსად Vanguard-ისა, BlackRock-იც არ არის Tesla-ს აქციების პირდაპირი მფლობელი — ის იმ ათასობით ინვესტორის სახელით მართავს აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს, რომლებიც BlackRock-ის ფონდებში საკუთარ ფულად სახსრებს აბანდებენ. უნდა ითქვას, რომ ჯამში BlackRock-ის პორტფელი 9,4 ტრილიონი დოლარის აქტივებისგან შეგდება.
State Street Corporation ილონ მასკის კომპანიის ინსტიტუციურ ინვესტორებს შორის მესამე ადგილზეა. ის კომპანიის 108 მილიონ აქციას ფლობს, რაც მთლიანი აქციების 3,4%-ს შეადგენს. State Street საინვესტიციო მომსახურების გამწევი კომპანიაა, რომელიც ჯამში 3,7 ტრილიონი დოლარის აქტივებს მართავს.
Tesla ინვესტორების მხრიდან მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ის იმ 10 ყველაზე პოპულარულ აქციას შორისაც შედის, რომლებსაც საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით ყიდულობენ. მობილბანკში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციების შეძენა შეგიძლია შენც — აქ ინვესტირების დაწყება მინიმალური თანხით არის შესაძლებელი.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები